5-6 აგვისტო, ფესტივალი იმიერხევში
Posted: 26 ივნ 2006, 20:22
ხალხნო, ტაო-კლარჯეთში ერთი გასვლა უკვე დაიგეგმა უახლოეს ხანებში, მაგრამ ამ დღეებში ერთ-ერთ საიტზე ძალიან საინტერესო ცნობას წავაწყდი.
5-6 აგვისტოს იმიერხევში, ოღონდ ზუსტად არ ვიცი, რომელ სოფელში, იმართება ფესტივალი *სათავე*, მომდევნო უქმეებზე კი - 12-13 აგვისტოს სოფელ ბაძგირეთში *მარიობაა*. ბაძგირეთიც, თურქულად მადენი, ქართველების სოფელია, საქართველოს საზღვართან. ზღვის დონიდან 1750 მეტრზე, ოღონდ ძალზე მიგრირებული. სოფელი ართვინის ვილაიეთში, შავშეთის რაიონული ცენტრიდან (ოღონდ არც ამის სახელი ვიცი) 37 კილომეტრში, მაღალ მთაზეა გაშენებული. იმის მიუხედავად, რომ აქაურობა მშვენიერი საკურორტე ადგილია, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტები (განსაკუთრებით - თაფლი) მთელ მხარეშია განთქმული, ძნელად მისადგომი მდებარეობისა და უგზოობის გამო სოფელი მაინც იცლება. ახალგაზრდობა პრაქტიკულად არაა სოფელში. შესაბამისად, არაა სკოლა, რაც მიგრაციის ერთი მთავარი მიზეზია. აქაურები ასიმილაციის ასაცილებლად და ქართველობის შესანარჩუნებლად კარჩაკეტილ საზოგადოებას ქმნიან და ტრადიციებს ერთგულად იცავენ, ოჯახებში კი ქართულად ლაპარაკობენ. იმ მხარეში მათ სტუმართმოყვარეობით გამოარჩევენ.
პირადად მე იმდენად დამაინტერესა ამ ცნობამ, შეიძლება, აგვისტოს გეგმებს გადავხედო მაქეთ წავიდე. როგორი საქმეა - ერთ კვირაში ჩვენებურთა ორ ფესტივალს დაესწრები, შუალედში კი იმოგზაურებ.
აგვისტოშივე, ოღონდ ცოტა გვიან შავშეთშიც იმართება ქართველთა ტრადიციული დღეობა - ხალხი იაილებიდან სოფლებში ბრუნდება და ამას აღნიშნავენ.