კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 26 ივნ 2006, 16:20
ეჰ რა ცუდია ჟურნალისტი რომ არ ვარ
ეხლა რა ხდება:
14-17 ივლისს სვანეთში ტარდება სამთო სათხილამურო ტურნირი ჟურნალისტებს შორის. სამწუხაროდ, მხოლოდ ჟურნალისტებს ექნებათ მონაწილეობის უფლება. თუმცა ტურნირის საყურებლად ბევრი მიდის. მეც დიდი სურვილი მაქვს მაგ დროისთვის სვანეთში ვიყო, თუ ეროვნულ გამოცდებს დავუძვერი ხელიდან. მონაწილეობას ვერ მივიღებ მაგრამ ამ გაგანია ზაფხულში საკუთარ ჭიას როგორ გავახარებ, სასრიალო ადგილების მეტი რაა? ?!
ჟურნალისტებო, თუ სურვილი გაქვთ წახვიდეთ სვანეთში, მონაწილეობა მიიღოთ ტურნირში და რამე პრიზსაც გამოკრათ ხელი, დაურეკეთ თამუნა ჯიშკარიანს 463262.
სვანეთოლოგი
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 26 ივნ 2006, 16:38
გვალდა
მე მაგ დროს უკვე ჩემს სოფელში ბეჩოში ვიქნები მესტიის რაიოპნში და აუცილებლად წავალ საყურებლად

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 26 ივნ 2006, 20:03
გვალდა
დაურეკეთ თამუნა ჯიშკარიანს
სალამი. ჯიშკარასაც იცნობ?

მოკლედ, სვანების მაფია, რა!
და იდეა მართლა კარგია. თან, მე და ჯიშკარა ერთად ვმუშაობთ და წესით, უნდა მივდიოდე, მაგრამ ეს ფეხი რაღა ამ ზაფხულს ამტკივდა...
lama
მე მაგ დროს უკვე ჩემს სოფელში ბეჩოში ვიქნები მესტიის რაიონში
იცოდე, შეთქმულებას გიწყობენ კარავზე - გული რომ უფრო იოლად გაგიხეთქონ, ჯერ დაგპირდებიან ბეჩოში წამოსვლას, მაგრამ ბოლო მომენტში ყველა გიგანებს. დამიჯერე, დასტურ ვიცი ეს ინფორმაცია, რადგან დღეს ასეთი რამ მე თვითონ შევთავაზე კოტეს და კიდევ რამდენიმე კარაველს...

-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 27 ივნ 2006, 11:17
guruli
სალამი ბატონო

შენს იმ გაზეთში ხარ ესე იგი.

ჯიშკარიანს პირადად არ ვიცნობ. ეს განცხადება იმედის ოფისში ვნახე მიჭიკარტებული და დავურეკე. მაგრამ რა ხეირი

სვანეთოლოგი
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 04 ივლ 2006, 18:42
გვალდა
აქ რომ არ მენახა ეს განცხადება, სტენდზე არც შემიმჩნევია.
სვანეთში მოვლილი ტრასები არ იქნება და გაუკვალავში სრიალზეა საუბარი თუ იცი?
ბაკურიანში შეჯიბრზე ვერ წავიდნენ ჟურნალისტები უდროობის გამო და ახლა მაგას მოახერხებენ?? ძალიან ვეჭვობ...

-
dimitri
- ასფალტზე მოარული
- Posts: 17
- Joined: 29 ივნ 2006, 18:27
Post
by dimitri » 10 ივლ 2006, 16:55
"ახალი თაობა" იტყობინება გარემოს დაცვის სამინისტრომ და საპატრიარქომ გააფორმა ხელშეკრულება. 'ხატის ტყის" ინსტიტუტის აღდგენა? ვინმემ რამე ხომ არ იცით რა ხდება?
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 12 ივლ 2006, 18:04
გვალდა
სალამი ბატონო შენს იმ გაზეთში ხარ ესე იგი.
კი, კი, იქ ვარ. საბედნიეროდ, ჩემი გაზეთი ეხმაურება თქვენს ტურნირს - ჩვენი თანამშრომელი გამოდის (თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მანამ). თვითონ ჯიშკარაც მოდის, მაგრამ ეგ არ ისრიალებს.
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 19 ივლ 2006, 11:09
guruli
მოჰყევით აბა ჟურნალისტებო როგორ ჩაიარა ზაფხულის თოვლში სრიალმა?
სვანეთოლოგი
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 19 ივლ 2006, 13:22
გვალდა
guruli
მოჰყევით აბა ჟურნალისტებო როგორ ჩაიარა ზაფხულის თოვლში სრიალმა?
მე არ ვყოფილვარ, თორემ - დიდი სიამოვნებით, ჯიშკარა კიდე ჯერ იალბუზზე იყო, ახლა კი სვანეთში გაუტია, სისხლმა უყივლა.

-
niamori
- ბოდიალა
- Posts: 145
- Joined: 23 თებ 2006, 22:30
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by niamori » 10 ნოე 2006, 20:12
ვაი სირცხვილი... ჯიშკარა ამბობს რომ იალბუზზე არასდროს ყოფილა. ისე კი უნდა ტსასვლა ვიზას თუ ჩაურტყავენ რუსეთში გადასასვლელად

)) მაშინ მყინვარწვერზე იყო... მეორედ ავიდა წვერზე

)) მეხუთე მცდელობიდან.. და მერე სვანეში უშბის ძირს ეახლა მხოლოდ

))