Page 1 of 12

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 14:47
by Wanderer
3 ივლისს მივდივართ ლაშქრობაში ყელის ტბაზე. მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ.

berdiau
შურიკა შემოდგომაზე იყო ყელის ტბაზე და ჩვენ გაგანია ივლისში ვერ ავალთ ! მემგონი, როგორც უკვე ითქვა, აქაიქ თუ იქნება თოვლი, მაგრამ მაგი ჩვენ არ შეგვაფერხებს. :)

Domeniko
რა მარშრუტით მიდიხართ? როდის?
თრუსოს ხეობიდან ავდივართ. ყელიწადის და ყელის ტბებს მოვინახულებთ და ჩავალთ ქსნის ან არაგვის ხეობაში. უფრო ზუსტად მარშრუტს გვალვა აგიხსნით.
გავდივართ 3 ივლისს. ჩამოვალთ სავარაუდოდ 10-ში. შეგიძლიათ თქვენც წამოხვიდეთ. :)


Qartlisdeda
შურიკა მაგ ყელის ტბაზე შემოდგომაზე იყო და თოვდა და ნისლიც ჩამოწვა იქ...
მანდ ნისლი ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ჩამოწვეს და სრულიად შესაძლებელია, რომ ანალოგიურ და უფრო უარეს დღეშიც აღმოვჩნდეთ. ეხლა რაც შეეხება დღეებს: შურიკა არ ვიცი მანდ როგორი მარშრუტით იყო, მაგრამ ჩვენები იყვნენ მანდ ამასწინათ (ლამა, ბ-ნი თამაზი და ა.შ.), გაიარეს თითქმის ზუსტად ჩვენნაირი მარშრუტი და რომ დავიანგარიშეთ ჩვენი მარშრუტი მინიმუმ 7 დღე გამოდის, ისიც გადარბენით !
ჯერჯერობით 6-ნი ვართ მგონი.


ხალხო არ გეგონოთ, რომ მე ვინმეს ვაშინებ. :) უბრალოდ სიფრთხილეს თავი არა სტკივა. მე ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი მიდის ლაშქრობაში ყველა შესაძლო სირთულე უნდა გაითვალისწინოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყელის ტბის მარშრუტი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე რთულ მარშრუტად საქართველოში, ამიტომ მე ვცდილობ, რომ ისეთი ზედმეტი სირთულეები მაინც გამოვრიცხო, რისი გათვალისწინებაც თავისუფლად შეიძლება.
გარდა მაგისა, მე ვფიქრობ, რომ ყველა მოლაშქრემ დაახლოებით მაინც უნდა იცოდეს, თუ სად მიდის და რა სირთულეებთან მოუხდება ჭიდილი. ეს არის და ეს. :)

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 14:54
by lama
Wanderer
მართალი ხარ 100 % -ით

მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ყოველი დეტალი და აუცილებლად გაგიმართლებთ ყველაფერში :wink: :wink: :wink: :wink:

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 14:57
by lama
Domeniko
რა მარშრუტით და........:

თრუსოს ხეობა - ყელიწადის ტბა - ყელის ტბა - არაგვის ხეობა სოფ. მლეთა :lol: :wink: :D :)

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 15:14
by Domeniko
Wanderer
lama
ე.ი. თქვენ მთავარი სირთულე (უღელტეხილი) დასაწყისშივე გექნებათ. მერე ძირითადად დაღმართები და სწორი გზა გექნებათ.
არაგვში ჩასვლას ქსანში ჩასვლა ჯობია თუ დრო გექნათ და ჯანზე იქენით. ამ შემთხვევაში ნახავთ წითელი ხატის ტბებს (ლამაზია) და დალევთ მჟავე წყალს (გემრიელია). და საბოლოოდ ჩახვალთ ცხმორის ციხესთან, საიდანაც ლამაზად ჩანს ხეობა. საერთოდაც ქსნის ხეობა ძაან ლამაზია.
თუ რამე გაუთვალისწინებელი (ღმერთმა დაგიფაროთ) არ მოხდა და კარგად ივლით, 7 დღე უპრობლემოდ გეყოფათ.
თუ მაინც მლეთაში ჩახვედით გირჩევთ ხინკალი ჭამოთ, კარგად აკეთებენ. ზედ ტრასაზე, სადაც ბაზრობასავით არის მოწყობილი, იქვეა სახინკლეც.
მე სამწუხაროდ ვერ წამოვალ, სამსახური არ მომცემს 1 კვირას.
შორიდან გიბალელშიკებთ. :) :) :)

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 15:20
by lama
Domeniko
ესე იგი შენ ხარ ნამყოფი არა ყელის ტბაზე :)

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 15:25
by Kakha
ყელის ტბაზე მეც ვარ ნამყოფი მრავალი წლის წინ. ოღონ ქსნის ხეობით ავედით და ჩამოვედით. ეს იმასთან შედარებით რაც უნდა გავიაროთ მხოლოდ გასეირნებაა....

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 15:38
by PINKY
აყ ისპატარა პერევალყ..

კელიტსადთან..

ჩვენ ივლისშყ ვკაFილვართ..


Image

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 15:47
by lama
მაგარი ფოტოა ზალიან:)

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 15:57
by PINKY
lama
მაგარი ფატაა ზალიან
Fატა კიარაა მაგარყ..

ადგილ იამაგარყ..

Image

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 19:40
by Wanderer
lama
მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ყოველი დეტალი
გერმანიის გავლენა იგრძნობა შენს აზროვნებაში :D :D :D
Fოტო კიარაა მაგარყ.. ადგილ იამაგარყ..
ვეთანხმები.

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 19:47
by mika
სია ცამოვწეროთ ვინც მივდივართ

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 19:51
by Wanderer
ჯერჯერობით, რამდენადაც მე ვიცი, სია ასეთია:

Gvalva
Kakha
mika
zura_wise
Wanderer

ეს არის 100%-იანი წამომსვლელების სია. შესაძლოა სხვებიც შემოგვიერთდნენ.

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 20:23
by Kakha
მგონია დაზუსტებულ ვარიანტში ასეა

Gvalva
Kakha
mika
zura_wise
მიშა - ქვიშხეთ, ძვარე, ნუნისში იყო ჩვენთან ერთად
Wanderer

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 20:53
by mika
Kakha
5დღიანია თU 7დღიანი??? მაინც ვერ გავიგე :D

ყელიწადისა და ყელის ტბები

Posted: 26 ივნ 2006, 20:58
by Kakha
შვიდი დღე უნდა ვიანგარიშოთ, ვინც ყოფილა ასე გვირჩევს, იმის ჩათვლით რომ მაგ არემარეში გავიხედავთ გამოვიხედავთ. 5 დღეში თუ მოვათავეთ ხომ კარგი ადრე დავბრუნდებით. ხვალ ალბათ შევიკრიბებით წამოსვლები და საბოლოოდ გავწერთ მარშრუტს, რა მიგვაქვს, რა გვაქვს და რა არა, შესაგამისად რა გვაქვს საშოვნელი და ასევე შევეცდებით დავიანგარიშოთ რა დაგვიჯდება....

აბა იდეები სად შევიკრიბოთ და როდის (6 საათამდე მე არ შემიძლია)....