Page 1 of 2

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 11:39
by gobe
ჩემს მეგობარს მიჰყავს მსურველები მთა-თუშეთში 10 დღით - 1 ივლისიდან 11 ივლისამდე. ფასი 120 ლარი/კაცი. მსურველები გამოგვეხმაურეთ უახლოესი 3 დღის განმავლობაში.

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 11:41
by Gvalva
gobe

ამ 120 ლარში რა შედის?

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 11:41
by toga
gobe
კაი იქნება მაგრამ არანაირატ არ გამომივა იმიტომ რომ ძაან მჭიდრო განრიგია ლაშქრობებზე :D

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 11:52
by gobe
120 ლარში შედის ტრანსპორტი, კვება (როგორც მთაში მოსულა, სუპები, კონსერვები, ...), კარავი+საძილე (ზურგჩანთა არ შედის).

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 11:57
by Qartlisdeda
gobe

უფრო დეტალურად? რა ადგილებში აპიერბთ წასვლას ალპურ, სუბ-ალპურ? სად რამდენი ხანი გაჩერდებით? თუ სულ მოძრაობაში იქნებით? [/b]

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 12:06
by gobe
Qartlisdeda

მე არ ვიცი, მე ვერ მივდივარ. დავურეკავ, გავარკვევ და უფრო ზუსტ ინფორმაციას მოვათავსებ აქ.

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 12:39
by gobe
ერთ ადგილზე დიდხანს არ გაჩერდებით. 10 დღის განმავლობაში მოინახულებთ 5 სოფელს. მარშრუტი ასეთი იქნება:

ხევსურეთი:
1. შატილი
2. მუცო

თუშეთი:
3. გირევი
4. დართლო
5. ომალო

შატილი-მუცო-გირევი-დართლო-ომალო ფეხით იქნება გასავლელი.

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 12:53
by Wanderer
gobe
მმმ. მეეჭვება, რომ მანდ ვინმე წამოვიდეს იმიტომ, რომ მაგ პერიოდისთვის 3 თუ 4 სხვადასხვა სერიოზული ღონისძიებაა დაგეგმილი და არავის არ ეცლება ალბათ. მეც ერთ-ერთ მათგანში ვიღებ მონაწილეობას....

ისე დიდი მადლობა. :)

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 12:57
by gobe
Wanderer

არაფერს. პირიქით, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. წარმატებებს გისურვებთ

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 13:06
by Gvalva
gobe

შენ ინფორმაცია დადე, ინტერნეტი ღია საზოგადოებაა, შეიძლება სულაც კარავზე პირველად შემოსული ადამიანი წამოვიდეს

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 14:20
by Kakha
Gvalva
აბოლუტურა მართალი ხარ - მერა რა რომ რამდენიმე კაცი მაგ დროს სხვაგან მიდის, შეიძლება ვინმე დაინტერესდეს და წავიდეს.

ადრეც გივითქვმს რომ ასეთი წინადადებები თუ გამოქვეყნდება კარვის საიტზე მხოლოდ მივესალმებით!

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 14:48
by Mrs. Robinson
gobe wrote:
მე არ ვიცი, მე ვერ მივდივარ. დავურეკავ, გავარკვევ და უფრო ზუსტ ინფორმაციას მოვათავსებ აქ.
gobe ეტყობა ის შენი მეგობარი ძალიან მორიდებული ადამიანია????
:oops: :oops: :oops: :oops: :D :D :D :D :D :D :D :D :D

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 15:24
by gobe
Mrs. Robinson

ჩაგეთვალა :wink: . უბრალოდ მე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს კომპიუტერთან მიმართებაში, DSL მაქვს და თითქმის ყოველ დღე კომპიუტერს ვუზივარ.

ისე კი, ჩვენი პირველი ერთობლივი ლაშქრობა სწორედ ხევსურეთში იყო 1988 წელს. ბარისახოში ჩავედით მანქანით და იქიდან ფეხით გადავედით შატილში და მუცოთი დავამთავრეთ. მაგარი იყო.

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 15:36
by Nika
gobe
მუცოდან როგორ გამოხვედით მერე???? :shock: :shock: :shock: :shock: :shock:

მთა-თუშეთი - 1 ივლისი-11 ივლისი

Posted: 23 ივნ 2006, 15:45
by gobe
Nika

შატილში დავბრუნდით და შატილიდან დავემგზავრეთ სხვებს. მანქანით იყვნენ და თბილისში ბრუნდებოდნენ. სულ 4 ღამე გავათენეთ. 1 ღამე ბარისახოში და 3 შატილში.