Page 1 of 3
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 19 ივნ 2006, 22:50
by berdiau
აბა ხალხნო ამ შაბათს
მორიგ ლაშქრობა-გარისობას ვაწყობთ უძოზე:)
ორი გამოცდილი ინსრტუქტორი იქნება კლუბ თორიდან (ხრიდოლიდან)
სპეც აღჭურვილობით და ყველა საჭირო ნივთით
ლაშქრობაში შედის :
1. თოკზე ცოცვა
2. თოკებთან მუშაობა
3. თანამედროვე და ბუნებრივი თავშესაფარების მოწყობა (აქ შედის კარავი და ბუნებრივი ანუ ტყის პირობებში საძინებლის გაკეთება)
4. კოცონის დანთების ხერხები

5. საკვების მომზადების ადგილის გაკეთება
6. ორიენტაცია (ტყეში გზის გაკვლევა )
7. რჩევები,კითხვები, ისტორიები, თეორიები, პრაქტიკა და სხვა
გასვლა: შაბათს 24-ში . ვაკის პარკიდან . დილიდ 9:00სთ-ზე
ფასი: 10 ლ
ლაშქრობის ხანგრძლივობა : 7 სთ (
ფეხბურთს მოვუსწრებთ 
)
წინასწარ ვიკრიბებით პარასკევს . ინფორმაციისათვის დარეკეთ 877 43 25 03.
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 12:01
by berdiau
ესეც მარშრუტი

მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 12:04
by Wanderer
berdiau
მაგარია ! შევეცდები, რომ წამოვიდე.
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 12:07
by lama
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 12:10
by Nika
6. ორიენტაცია (ტყეში გზის გაკვლევა )
ეს მე როგორ არ მაწუხებს
berdiau
მარშუტი ცოტა უფრო დეტალურად რომ აღწერო სიტყვებით მაინც შეიძლება? თორე რუკა ძაან არადეტალურია.
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 13:08
by Kakha
berdiau
მაღსრუტი რომელიც გამოდე დაახლობით 30 ან მეტი კილომეტრია. თუნდაც ადვილი სავალი იყოს და ბარგი ბევრი არ იყოს სათრევი ამ სიცხეში 7 საათში როგორ უნდა ჩეტიოთ? მარათონელები ხომ არა ხართ, თანაც გზადაგზა რაღაც-რაღაცეების სწავლას აპირებთ, ამასაც ხომ დრო უნდა.
თუ ნაწილის გავლას მანქანით აპირებთ კიდევ ჰო, თუ არადა უფრო სპორტულ შეჯიბერას შეიძლება დაემსგავსოს ეს გასვლა (დროსთან ჭიდილი...)
თუ ხუთშაბათს მოხვალ ალბათ მეტ დეტალებს მოგვცემ
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 14:47
by Archil
მე მინდა წამოსვლა და ორი უკრაინელი მყავს სტუმრად, ცოლ-ქმარი, ახალგაზრდები არიან. იმათი წამოყვანა პრობლემა ხომ არ იქნება? ძალიან დაძაბული მარშრუტი ხომ არაა, დასვენების მაგივრად უკმაყოფილოები ხომ არ დამრჩებიან სტუმრები?
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 18:26
by Mrs. Robinson
berdiau
30კმ თუ იყო არ ვიცოდი.
მე ვყოფილვარ ძალიან ადრე კუს ტბიდან გვიან შემოდგომაზე და რაღაც მარათონი არ მახსოვს...........
მაგრამ თქვენ იმდენ რამეს აპირებთ, 7 საათში, როგორც კახამ თქვა, ვეჭვობ დაბრუნდეთ.........

მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 19:21
by Mao
Archil
jobia jer davakonkretot
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 21:29
by Nika
Mrs. Robinson
10 კილომეტრამდეა ვაკის პარკი-უძო და უკან თუ ტაბახმელაზე დაბრუნდები 25 მაინც გამოვა ჯამში.
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 21:30
by toga
25 რაამბავია მაგარი დაქანცვა გამოვა

მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 21:36
by navigator
სიცხე მაგრა ტეხავს, ნეტა ცოტა სიგრილე იყოს, მეც წამოვალ, სიცხეში კი პას

დამერხევა.
მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 21:43
by navigator
Details for Saturday 6/24
Saturday
Mostly sunny and hot
High Temperature: 33° C
RealFeel®: 36° C

მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 21:48
by toga
navigator
ეს რეები დაწეერ?

მორიგი ლაშქრობა შაბათს 24 ივნისს
Posted: 20 ივნ 2006, 22:20
by berdiau
ხო ესეიგი შაბათს დილას 9 საათზე უნდა გავიდეთ ვაკისპარკიდან
ავუყვებით მივალთ კუს ტბამდე (
თუ უცხოელები იქნებიან შეიძლება მუზეომიც ვნახოთ, ამიტომ წინასწა ვიკრიბებით პარასკევს საღამოს რო მოხვიდეთ და დეტალები დავაზუსტოთ, ვინ მოდის და როგორ !)
ნუ კუსტბიდან როგორც მარშრუტზეა ... გზაში ცოტ-ცოტა შევისვენებთ და თან იმ თოკზე გასვლებს და დანარჩენსაც გავაკეთებთ
უკან დაბრუნებისას კი ცოტა მოუხვევთ და მთაწმინდაზე მამადავითთან ჩამოვალთ (შეილება რუკაზე ეს კარგათ ვერ მოვხაზე )
ინსტრუქტორებმა მითხრეს რო დაახლოებით 20 კილომეტრიაო და 7 საათში ყოველთვის ვეტევითოო
სირბილი, მოსწრება და მაგდაგვარები რათქმაუნდა არ იქნება, ლაშქრობის მთავარი მიზანი დასვენება და განტვირთვაა
ხო უცხოელებიც დაგვყავს ხოლმე, ასე რომ პრობლემაა არაა, უკეთესიც ქვეყანას ნახავენ
