Page 1 of 1
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 12:07
by guruli
ხალხნო, ლაშქრობას არ ეხება, მაგრამ იქნებ დაგაინტერესოთ და დავწერ - 2 და 4 ივნისს გორში კასალაპას ხსოვნის ტურნირი ტარდება ტურისტულ მრავალჭიდში. იგი რამდენიმე დისციპლინაში ტარდება, ოღონდ, მგონი, მოზარდებისთვის. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ კარავის ნიამორს დაუკავშირდეთ.
ცნობისათვის - კასალაპა - 24 წლის მიხეილ ჩაჩანიძე შარშან დაიღუპა შხელდაზე, როცა დაშვებისას ქვათაცვენაში მოჰყვნენ. დღეს კასალაპას დაბადების დღეა - 25-ის გახდებოდა. დაინტერესებულთ დღევანდელ სპორტში ნიამორის მიერ მომზადებული ვრცელი წერილიც შეგიძლიათ ნახოთ იმ საბედისწერო დაშვების და ტრაგედიის ექსკლუზიური მასალებით. ჩემი თხოვნაა, ამ წერილის თაობაზე ლამასაც აცნობეთ - იქ მაგის ბეჩოზეცაა ლაპარაკი და თუ გამოვაპარეთ, არ აგვიშვებს მერე ბეჩოში.

ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 12:13
by lama
guruli
მომაწოდე რა მაი გაზეთი თუ ღმერთი გწამს ერთი ჩავხედავ

ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 12:29
by guruli
lama
მოწოდების რა გითხრა - შორე ხარ, მარა მიგასწავლი, სადაც იშოვება - უახლოს საგაზეთო ჯიხურში. ოღონდ 50-თეთრიანი იქონიე ჯიბაში.

ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 13:19
by Gvalva
guruli
ძალიან კარგი რამე გვითხარი, გაიხარე!!!
ცოტა დაწვრილებით რომ გეთქვა უფრო ძალიან კარგი იქნებოდა
ვისთვისაა ტურნირი? ვის შეუძლია მონაწილეობის მირება, მრავალჭიდში რა სახეობებია და სხვა... თუ რამე გაქვთ კომპიუტერში აკრეფილი, პირდაპირ გადმოდეთ რა აქ

ყველას დააინტერესებს
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 13:27
by guruli
Gvalva
ზუსტად მეც არ ვიცი, თორემ სიამოვნებით დავწერდი. მიახლოებით ვიცი, რომ მოზარდებისთვის უნდა იყოს. სახეობებიდან ნიამორმა კარვის გაშლა რომ ახსენა, მახსოვს და სხვა არ ვიცი. დაწვრილებით ნიამორი გეტყვით. მაგას ისქ აქვს იქ მითითებული. სამწუხაროდ, არც კომპიუტერში მაქვს რამე - კასალაპაზე მასალა ნიამორმა თვითონ მოიტანა დისკით და რედაქტორს სადა აქვს, არ ვიცი, არც სამსახურში მოსულა ჯერ. სხვა, მაგ ტურნირზე არაფერი გვაქვს.
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 13:28
by lama
guruli
გაიხარე ამას ვგულისხმობდი ჩემს "პოსტში" აუცილებლად ვიყიდი და ვნახავ:)
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 13:51
by guruli
რეკლამასავით გამომდის, მაგრამ დამიჯერეთ, უფრო თქვენი ინტერესის დაკმაყოფილება მაინტერესებს, როგორც მოგზაურობის და ექსტრემალურობის მოყვარულებისა - სავარაუდოდ, ხვალ *სპორტში* ნიამორის ინტერვიუ იქნება ბიძინა გუჯაბიძესთან. ერთ სახალისო ამბავს გეტყვით - ეგ 13-სთვის ჩოგორზე აპირებს წასვლას და ვიღაცას უკითხავს, როგორ, ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებო?

ხო მაგარი კითხვაა ეგეთი კაცისთვის?

ფეხბურთი კი არა, ანგელოზივით ცოლ-შვილს ვტოვებო, იცინოდა.
სხვათა შორის, კარავზე მაგის შვილიც ყოფილა დარეგისტრირებული. ახლო მომავალში ჩვენი რედაქცია მაგის დღიურების წიგნად გამოცემას გეგმავს, ადრე 24 საათში იბეჭდებოდა და მაგარია. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ და როცა გამოვა, შეგატყობინებთ
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 17:21
by გვალდა
ცხოვრებაში სპორტული გაზეთი არ მიღია ხელში. ფეხბურთთთან და მის ფილიალებთან უბრადა ვარ
ფეხბურთის გარდა სხვა რამეზეც თუ წერდნენ მანდ - არ მეგონა... მაცნობეთ რა ხოლმე ეგეთი რამეები
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 30 მაი 2006, 17:32
by guruli
გვალდა wrote:ცხოვრებაში სპორტული გაზეთი არ მიღია ხელში. ფეხბურთთთან და მის ფილიალებთან უბრადა ვარ
ფეხბურთის გარდა სხვა რამეზეც თუ წერდნენ მანდ - არ მეგონა... მაცნობეთ რა ხოლმე ეგეთი რამეები
ამის წაკითხვაზე ისე გულიანად გამეცინა, თანამშრომლებმა გაკვირვებით გადმომხედეს, გაუბერაო.
აწი დავწერ, როცა ეგეთი რამეები იქნება.
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 31 მაი 2006, 19:27
by Gvalva
რაო, გაზეთი წაიკითხა ვინმემ??
გაზეთი, არანაირი, არ მიყიდია 100 წელია, ასე რომ თუ დამავიწყდა ყიდვა, იქნებ გამაგებინოთ ტურისტულ მრავალჭიდზე რამე
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 31 მაი 2006, 20:36
by guruli
როგორც ნიამორისგან ვიცი, დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ გორელები და პირობებსაც ზუსტად მეტყვიანო. სამწყხაროდ, დღეს არ მოსულა და არც დეტალები ვიცი და თუ დაუკავშირდებით, გეტყვით.
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 01 ივნ 2006, 21:52
by guruli
გამარჯობათ, არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ახლა თავად ნიამორი გესაუბრებით:) გურული გასულია ოთახიდან და დერეფანში დასეირნობს. რაც შეეხება ტურნირს ტურისტულ მარავალჭიდში - ეს არის გორის ალპური კლუბი "ტონთიოს" ინიციატივა და ჰქვია მიხეილ ჩაჩანიძის (კასალაპას) მემორიალი. კასალაპა 2005 წელს შხელდადან ჩამოსვლისას ქვათაცვენაში მოხვდა და დაიღუპა.
რამდენადაც ვიცი მონაწილოებენ გორის რაიონის ახალგაზრდები და ასპარეზობა ატენის ხეობაში 2-4 ივნისს გაიმართება. ჯერ არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა წასვლას. ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე გავარკვიე, დავწერ ან მე ან გურული. ალბათ, მთავარი ბოლო დღეს მოხდება. დასანანია, რომ რაგბი ემთხვევა

დროებით, ნიამორი
ტურნირი ტურისტულ მრავალჭიდში, 2, 4 ივნისი
Posted: 01 ივნ 2006, 22:45
by Gvalva
guruli
უფრო სწორედ ნიამორი
გაიხარე!!
ტონთიოს ხალხი ჩვენ გავიცანით ამ ზამთარს ბატეთის ტბის ლაშქრობისას, საკმაოდ სერიოზული გადმოსვლა გაეკეთებინათ ბაკურიანიდან.
საინტერესო იქნებოდა გვენახა მაინც რა ხდება