Page 1 of 2
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 00:58
by Mrs. Robinson
ეს იმ ხალხის სანუგეშოდ ვისაც ძალიან დაწყდა გული ჩაშლილი ლაშქრობის გამო!
კვირას 14 მაისს რეისის მარშუტკით ავიდეთ კოჯორში, ქოროღლზე. იქედან დავეშვათ ორმოცა ეკლესიასთან, მგონი ორი კილომეტრი თუ იქნება....
http://www.geocities.com/revaz_zhghenti/ormotsa/les.htm
აი ფოტოც, სადაც გადასარევად ჩანს ზევით ქოროღლი და ქვემოთ - ორმოცა და რაც მთავარია, თუ რა მანძილი გვექნება გასავლელი.
ესეც ნახეთ თუ გინდათ....
http://www.geocities.com/revaz_zhghenti/ormotsa/
მანდ ვარ მართლა 1000-ჯერ ნამყოფი და სირთულე არანაირია!
თბილისთან შედარებით საკმაოდ ცივა და თბილი ჩასაცმელიც იქონიეთ!
ლაშქრობა ერთდღიანია!
გავალთ დილით 9-ზე და საღამოს ისევ სარეისოს გამოვყვებით 6-ზე!
ჯერ-ჯერობით ვართ მე და ჩემი +ქეთი (რომელიც "კარავთან" ერთად აქტიურად მოგზაურობს..)
გთხოვთ ალტერნატიულ წინადადებებს ნუ შემომთავაზებთ! (ისევ ავირევით!)
დააფიქსირეთ მხოლოდ მოდიხართ თუ არა???
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 11:20
by Mrs. Robinson
კიდევ: გზა დაჯდება არაუმეტეს 5 ლ.
მენიუ: ტრადიციული ანუ ბუტერბროტები, ხაჭაპური და ა.შ......
წყარო მოშორებითაა ამიტომ წყალი გამოაყოლეთ.
არ ჩაიშლება: აქედან თუ არა, პლიუსები მაინც მოდიან!
მშვენიერი გასასეირნებელი და თან მოამზადებელი ლაშქრობაა მომავალი სერიოზული გასვლებისთვის.
სერვერი თუ გაითიშება, შემეხმიანეთ მობილზე...........
გასვლის ზუსტ დროს დავპოსტავ 2-3 საათზე, ცხადია თუ აქედან მსურველები გამოჩნდნენ!
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 15:58
by Mrs. Robinson
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 17:40
by ilia
მომავალ კვირას უკვე ველოლაშქრობა მაქვს დაგეგმილი ბირთვისებში, თუ ის გაიმაზა მანდ წამოვალ, ოღონდ ველიკით.
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 19:30
by guruli
ჩემსკენ მშვიდობა კია, მაგრამ ჯანმრთელობისა რა გითხრა - მენისკს ვმკურნალობ, თორემ დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით. ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ.
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 20:37
by Eh_Dato
თუ გადიხართ - როდის და საიდან?
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 21:38
by Mrs. Robinson
Eh_Dato
რადგან მანქნებში მოვთავსდით, ამიტომ მარშრუტი შევცვალეთ და თელავი-გავაზისკენ ვაპირებთ! ასე მოინდომეს უფროსებმა!!!
რა ვიცი თუ კიდევ ვინმე გამოჩნდა კოჯრის მარშუტზე, შემიძლია შემოგიერთდეთ!
ისე დღეს გავიგეთ და იქნებ ვინმეს გამოადგეს: მარშრუტკები გადის კოლმეურნეობის მოედნიდან, სკვრთან დგას და გადის ყოველ 1 საათში ერთხელ................
ეეეეეეეჰ-დათო! ჩვენი საეთო პლიუსები რა დროს ატარებენ ახლა ბირთვისებში და ჩვენ კი შემოვრჩით თბილისს...............
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 21:43
by Mrs. Robinson
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 21:58
by Mrs. Robinson
ilia
მომავალ კვირას კი არა ხვალ!
მივდივართ! მივდივართ! მივდივართ!
შეხვედრის ადგილი:
კოლმეურნეობის მოედანზე, სკვერთან "კოჯრის" მარშუტკით!
9სთ 30წთ.-ზე!
არ დააგვიანოთ! აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ევროპელი!

ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 13 მაი 2006, 23:49
by Gvalva
მე ვერ მოვდივარ, აბა თქვენ იცით კარგი დრო გაატარეთ
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 14 მაი 2006, 00:41
by Mao
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 14 მაი 2006, 00:43
by mika
Mrs. Robinson
მეც ვერ მოვდივარ

დილას დაკავებული ვარ
ტან ამ ველიკამ იმანაააა ერტი ადგილიი ცუდ დგეში ჩამიგდო

ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 14 მაი 2006, 00:48
by Mao
ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 14 მაი 2006, 19:51
by Mrs. Robinson
guruli
რას ამბობ, შენ კარგად იყავი და ლაშქრობაზე სხვა დროს წამოხვალ!
ჩვენ უკვე დავბრუნდით. ჩვენსავით მოხეტილეები წამოგვეწივნენ თავიანთი მარშუტკით და ნავარაუდევზე ადრე უკვე თბილისში ვიყავით. მშვენიერი პაწკუა ლაშქრობა გამოვიდა ასეთივე ამინდით.
როგორც ვთქვით: კოჯორი-ქოროღლი-ორმოცა ეკლესია და უკან...
ერთხანს დავაპირეთ ორმოცადან გზა გაგვეგრძელებინა ვაშლოვანის მიმართულებით (ჟღენტის ზემოთ მითითებული მარშრუტი ოღონდ პირიქით ასინეთა პირიქით!), თუმცა შემდეგ გადავიფიქრეთ.... და კოჯრიდან დავბრუნდით.
რაც მთავარია დღეს გავიცანი ორი მშვენიერი და დიდებული ადამიანი-მოლაშქრე...... მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის, თქვენ გულშემატკივრობისთვის, დუტას, ჯეოსელს, პატრულს............................................................

ქოროღლი-ორმოცა ეკლესია
Posted: 14 მაი 2006, 20:53
by mika
Mrs. Robinson
ძალიანაც კარგი თუ მოილხინე და გაერთე მაგას რა ჯობია
ტემპი არ დააგდო რობინსიონ მასე გააგრძელე