გასვლა ნოსტე,ერთაწმინდა,ცხავერი, რკონი
Posted: 29 თებ 2020, 12:09
კვირას, ხვალ, პირველ მარტს, მე და აცა ვგეგმავთ კარვული გასვლის ორგანიზებას, მარშრუტი ასეთია: ნოსტე(სააკაძეების ნასახლარი, კოშკი) ერთაწმინდა(ტაძარი), ცხავერი(ციხე და ჩანჩქერი რომელზეც არ ვართ ნამყოფი), რკონის ხეობა, მონასტერი. გზაზე მარშრუტის კორექტირებას გავაკეთებთ დროის მიხედვით. უკანა გზაზე მცხეთასთან ერთად ვახშმობა სურვილისამებრ. შევიკრიბებით 10 ის ნახევარზე რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედთან.