თოვლიანი გომბორი,შიოს მარანი,კახური ღორები და აწყურის კოშკი
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
თოვლიანი გომბორი,შიოს მარანი,კახური ღორები და აწყურის კოშკი
ხვალ 22 თებერვალს თოვლიან გომბორს გადავივლით, ვნახავთ შუამთას, შიოს მარანს, აწყურის 2 ეკლესიას და ციხეკოშკს, ასევე ვნახავთ ელკანას მეურნეობაში ნამდვილ კახურ ღორს რომელიც გარეული ღორისგან არაფრით განირჩევა, საღამოს კი შატო მერეში მსუბუქად ვივახშმებთ, დავისვენებთ და წამოვალთ თბილისში.
თოვლიანი გომბორი,შიოს მარანი,კახური ღორები და აწყურის კოშკი
ორი ჯიპით ვიყავით გასული, აცა თავისი მანქანით და გოგოების ეკიპაჟით, მე კი ჩემი ავტოთი, საინტერესო გასვლა შედგა, აწყურის არც ეკლესია და არც კოშკი უმეტესობას ნანახი არ გვქონდა, საბადურის დათოვლილი ტყე ულამაზესი იყო, ბერიკების შეხვედრა ასევე საინტერესო სიურპრიზად დაერთო ჩვენს ვოიაჟს გომბორზე, კახურმა ღორებმა სასიამოვნო გაოცება გამოიწვია, ხოლო შატო მერეში საღამოს დასვენება ნამდვილად დამაგვირგვინებელი იყო ამ გასვლის, ნარდის თამაში და უგემრიელესი ხაჭაპურის მირთმევა ჩაიზე იმ მშვენიერ გარემოში რომელიც იქ დაგვხვდა, ნამდვილად დამაგვირგვინებელი აკორდი აღმოჩნდა.