Page 1 of 1

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 14 თებ 2015, 22:53
by Ketevan Guliashvili
ბედიანის ბავშვთა სახლს ესაჭიროება 8 ცალი 60 ლიტრიანი სალაშქრო ჩანთა.

ვფიქრობ უმჯობესია ზურგჩანთები ინტერნეტ მაღაზიიდან გამოვიწეროთ, რათა ნაკლები ფინანსური დანახარჯით უკეთესი ხარისხის გამძლე ზურგჩანთები შევიძინოთ.

ბედიანში 8:00 რედისონ ივერიასთან მდგომი ველოსიპედის ქანდაკებიდან გავიდეთ. მოვინახულოთ რამოდენიმე ძეგლი და საქმეც გავაკეთოთ. თუ რა ძეგლები ამას შემდგომში შემოგთავაზებთ.

მიიღება რჩევები.

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 14 თებ 2015, 22:55
by Ketevan Guliashvili
ჩანთებს ინტერნეტ მაღაზიიდან 3.04.2015 შევიძენ, რადგან 10-14 დღე საქართველოში ჩამოსვლას უნდება ხოლმე.

რამოდენიმე მოდელი უკვე შერჩეული მაქვს, თUმცა სიამოვნებით ვნახავ სხვ. შემოთავაზებებსაც

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 14 თებ 2015, 23:00
by Ketevan Guliashvili
http://www.sierratradingpost.com/kelty- ... rFamily=01

მაგალითად ეს მოდელი ზოგჯერ შესაძლოა $85 ღირდეს +ჩამოტანის საფასური

Posted: 16 თებ 2015, 16:54
by tekla
Ketevan Guliashvili
რომელი გადამზიდით იწერ?
ონექსით გამოვიწერე მე და რეალური წონით დამიანგარიშეს. გაცილებით იაფია. სხვა გადამზიდებმა მითხრეს რომ დაახლოებით 6კგ-ის გადასახადი იქნებოდა მოცულობით.

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 16 თებ 2015, 21:45
by Ketevan Guliashvili
tekla
მადლობა გამოხმაურებისათვის. ძალიან სასიხარულო რამ მითხარი, კამექსით ვიწერ ხოლმე იქ კი დიდი ალბათობით მოცულობითი წონით დამიანგარიშებდნენ სალაშქრო ზურგჩანთას. ამიტომ სწორედ ამის კითხვა მინდოდა რომელი გადამზიდი კომპანიისათვის მიმემართა. მივწერ.

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 24 თებ 2015, 01:40
by tekla
Ketevan Guliashvili

ყუთიდანაც ამოიღებენ და რაც იქნება ზუსტად იმ წონით გადაგახდევინებენ. ჩემი 2კგ გამოვიდა, 65 ლიტრიანი. კამექსიც, ბესტექსიც, ბარამიც და რა ვიცი ყველა გადამზიდის ინფო ვნახე საბოლოოდ ონექსზე შევჩერდი და კმაყოფილიც დავრჩი :) დიდი/მძიმე ნივთებისთვის კარგი შესაძლებლობაა, თუმცა 1 კგ-ის ფასი $8.5-ია.
სასწრაფო თუ არ არის სჯობია რომელიმე სეილს დაელოდო. მეც ყურადღებით ვიქნები, შეიძლება რომელიმე საიტზე საინტერესო ფასი/შეთავაზება ამოხტეს. :)

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 22 მარ 2015, 17:53
by Ketevan Guliashvili
tekla

ნებისმიერ რჩევას და ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას სიამოვნებით მივიღებ. თითქოს შევათვალიერე კიდეც მოდელი ფასიც რომ კარგი აქვს /+შიდა ტრანსპორტირების ფასიც 100 დოლარს თუ აცდება აღარაა ხოლმე გადასახდელი/, ასევე ხარისიხით ნორმალურია და ზომით მოზარდებისათვისაა გათვალისწინებული. ჯანსპორტის 60 ლიტრიანი მოდელია. მაგრამ თU გამოჩნდება რაიმე სსხვა სიამოვნებით ვნახავ.

აქ დავიარე მაღაზიები, მეორადები დინამოსთან, საბოლოო ჯამში უკმაყოფილო დავრჩი. ალუმინის ჩარჩო/კარკასი/ ჰქონდა 130 ლარიან მოდელს თურქეთში შეკერილ ფესსენჯერს. ასევე კემფსორის ზურგჩანთას 100 ლარი ღირდა მაგრამ ნაჭერი არ უვარგა ადვილად იხევა, მაქვს და გამოცდილება მალაპარაკებს.

თურქული ზურგჩანთა ხარისხიანი ნაჭრისა ჩანდა და სამგიეროდ მძიმე იყო, საწვიმარი არ მოჰყვებოდა.

ვითომ და ჯეკვულფსკინის ზურგჩანთა 55 ლარად, ზურგჩჩანთის პაროდია იყო.

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 27 მარ 2015, 02:16
by tekla
Ketevan Guliashvili
აქ არ ღირს ყიდვა, ბაზრობის მოდელებს მარტო ფასი აქვთ მაღალი, ხარისხზე საუბარი არ არის. მაღაზიებში კი არარეალურად მაღალი ფასებია. ამის წინ ქარვასლაში ვნახე, გარედან ნორმალურად გამოიყურებოდა მაგრამ ხელში რომ ავიღე არაფრად ვარგოდა.
ხანდახან woot.com-ზე იდება ხოლმე კარგი ფასდაკლებები... ოღონდ ზურგჩანთებზე ბოლო დროს აღარ მინახავს.

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 27 მარ 2015, 17:21
by Ketevan Guliashvili
tekla wrote:Ketevan Guliashvili
აქ არ ღირს ყიდვა, ბაზრობის მოდელებს მარტო ფასი აქვთ მაღალი, ხარისხზე საუბარი არ არის. მაღაზიებში კი არარეალურად მაღალი ფასებია. ამის წინ ქარვასლაში ვნახე, გარედან ნორმალურად გამოიყურებოდა მაგრამ ხელში რომ ავიღე არაფრად ვარგოდა.
ხანდახან woot.com-ზე იდება ხოლმე კარგი ფასდაკლებები... ოღონდ ზურგჩანთებზე ბოლო დროს აღარ მინახავს.
ეს ინტერნეტ მაღაზია არასოდეს შემხვედრია, დავაკვირდები. დღეს არ დევს ზურგჩანთები.

პესენჯერები თუ შეგხვედრიათ და რა აზრის ხართ? ალუმინის კარკასი რომ ჰქონდა ეგ მომეწონა მაგრამ მძიმეა და მეძვირა. 130 ლარი დამიფასა.

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 30 მარ 2015, 14:40
by tekla
Ketevan Guliashvili
ყოველთვის არ დევს ხოლმე, woot-ზე პერიოდულად იდება ფასდაკლებული შეთავაზებები, გარკვეული დროის შემდეგ იცვლება. რაღაცეები მეორდება ხანდახან.

http://www.backcountry.com/ აქაც შედარებით იაფად დევს ხოლმე. ყველა მოდელი არაა მაგრამ დათვალიერება შეიძლება

საჩუქარი ბედიანის ბავშვთა სახლს 18.04.15

Posted: 01 აპრ 2015, 22:46
by Ketevan Guliashvili
tekla
რჩევები გამომადგა, დიდი მადლობა!