Page 1 of 1

ქურმუხი, ჰერეთის ძეგლები გიორგობას, 23.11.2014

Posted: 16 ნოე 2014, 20:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყოველ გიორგობას ჰერეთში, რომელიც ახლა აზერბაიჯანის საზღვრებშია, მდებარე ქურმუხის მონასტერში
უამრავი ქართველი გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.
23ში გიორგობა კვირას ემთხვევა და ქურმუხში უამრავ მორწმუნეს ელიან.
ვინც იქ წავალთ, ქურმუხის გარდა, ვნახავთ არა1 ქართულ ძეგლს ალიბეგლოშ, კახში და სხვაგან.
თბილისიდან წავალთ მანქანით ლაგოდეხის საზღვარმდე. რადგან მანქანების დიდი რიგია, ფეხით
უცებ გადავალთ და გზას ქართველი მძღოლის ტაქსით განვაგრძობთ.
ფასი 110 ლარი იქნება.
ჰოლო თბილისი-ლაგოდეხი-თბილისის გზის ხარჯს საწვავის ხარჯის მიხედვით გავანაწილებთ.
სავარაუდოდ, თითოეულის მთლიანი ხარჯი 49 ლ და 33 თ იქნება.

ქურმუხი, ჰერეთის ძეგლები გიორგობას, 23.11.2014

Posted: 16 ნოე 2014, 20:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
შეხვედრის დრო და ადგილი:
06.58 სთ
23.11.2014
:ივერია-რედისონთან: მდებარე ველოქანდაკება

გასათვალისწინებელი პირობები:
თბილი ჩასაცმელი, მსუბუქი წასახემსებელი.
შეხვედრის ადგილზე დაუგვიანებლად მოსვლა

ქურმუხი, ჰერეთის ძეგლები გიორგობას, 23.11.2014

Posted: 16 ნოე 2014, 21:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
1-1მა ორგანიზატორმა, ალიბეგლოს მკვიდრმა, ნაღდმა ქართველმა კოტემ ჰერეთში
წამსვლელი კარაველები ტრაპეზზე მიგვიწვია.

ქურმუხი, ჰერეთის ძეგლები გიორგობას, 23.11.2014

Posted: 16 ნოე 2014, 21:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვინაიდან, ჰერეთში ტაქსით უნდა ვიაროთ, თბილისიდან მანქანებით 4-4ნი უნდა წავიდეთ.
ამას წინათ თენგო გოგოტიშვილი შემთხვევით შემხვდა. ჰერეთის გეგმა მოეწონა და წასვლა გადავწყვიტეთ.
მაშ ასე, წამომსვლეთა სია ამჟამად ასე გამოიყურება:

1. Tengo მანქანით
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. ...

თუ სია გაიზრდება, ჰერეთის ტაქსებზე ვიზრუნებ.
ლაგოდეხამდე ასფალტიანი გზაა და ნებისმიერი მანქანით შეიძლება წასვლა.

ქურმუხი, ჰერეთის ძეგლები გიორგობას, 23.11.2014

Posted: 17 ნოე 2014, 21:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
წამოსვლის მსურველბმა უნდა გაითვალისწინოთ,
რომ პასპორტი თან უნდა იქონიოთ

ქურმუხი, ჰერეთის ძეგლები გიორგობას, 23.11.2014

Posted: 18 ნოე 2014, 18:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
წამომსვლელთა სიას ჩემი უცხოელი კოლეგა დაემატა.
1. Tengo მანქანით
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. GAMARJOBA SAKARTVELOს +
4. ...
ამ ეკიპაჟში კიდევ 1 მგზავრის დამატება შეიძლება

ქურმუხი, ჰერეთის ძეგლები გიორგობას, 23.11.2014

Posted: 21 ნოე 2014, 23:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
აბა, 1 ადგილი და გავდივართ

ქურმუხი, ჰერეთის ძეგლები გიორგობას, 23.11.2014

Posted: 24 ნოე 2014, 23:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, ჰერეთში ფრიად სასიამოვნო გასვლა გამოვიდა.
კარაველებიდან მე და კარავი87, იგივე ლადო ვიყავით.
კგდ მოვილხინეთ და დასაჩუქრებულნიც ჩამოვედით.
მინდოდა, რომ ბევრნი ვყოფილიყავით.
ჩვენი ჩასვლით ჰერეთის ქართველობას დიდი ძალა ემატებათ