აგვისტოში ძუღურში არავის გინდათ?
Posted: 22 ივლ 2014, 00:25
მოკლედ, მეგობრებო და თანაკარველნო - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აგვისტოში ძალიან მინდა წასვლა ძუღურში. თემას ვხსნი იმ იმედით, რომ იქნებ ვინმე დასასვენებლად თუ არა, შაბათ-კვირას საექსკურსიოდ მაინც წამოვიდეს.
ძუღური მდებარეობს ცაგერში, ლაშიჭალის ხეობაში, კურორტ ლაშიჭალის ზევით. ესაა დღეს მიტოვებული და გავერანებული კურორტი, სადაც ადის მხოლოდ ჯიპები და მათი წინაპარი ცხენ-ჯორი.
იქაურობა ცნობილია მრავალმხრივი სამკურნალო წყაროებით და სწორედ ამიტომ მინდა წასვლა 1 კვირით მაინც. თუ ამდენი ხნით არ წამოხვალთ, შეგიძლიათ, დამტოვოთ და დამაგდოთ იქ, როგორც კეთროვანებს ან ავაზაკებს ტოვებდნენ ადრე უკაცრიელ კუნძულებზე, და წამოხვიდეთ თბილისში.
როგორც ამბობენ, იქ კოტეჯები ან ამგვარები არაა და ვაპირებ, ვიცხოვრო კარავში. არადა, ზაფხულში თურმე ბევრი დამსვენებელი ადის, რადგან იქაურ წყაროებს ლამის ჯადოსნურ შესაძლებლობებს მიაწერენ - დიაბეტიდან დაწყებული, კუtჩნაწლავისა და საჭმლის მონელებებლი სისტემით დამთავრებული, უხდება ყველაფერს, ხოლო ზოგიერთზე ამბობენ, სილამაზის ელექსირიაო.
თუმცა მე სამკურნალოდ მივდივარ და არა სილამაზისთვის - შაქარი აღმომაჩნდა, რომელიც მალევე კი დავუბრუნე ნორმას, მაგრამ პერიოდულად მაინც თამაშობს. შაქარს ღვიძლის პრობლემებიც თურმე თან ერთვის (ყოველ შემთხვევაში, იმ ტიპისას, რომელიც მე აღმომაჩნდა - შედარებით იოლი ფორმაა). საბედნიეროდ, ესეც დროზე აღმოვაჩინე, საწყის სტადიაზე და მინდა, გენერალურად ვიზრუნო ჯანმრთელობაზე.
ამბობენ, რომ ძუღურში ულამაზესი ბუნებაა, თუმცა ნეტ-ში მისი მხოლოდ ერტი ფოტო მოვიპოვე და დავდებ ბოლოში. მოკლეედ, ვფიქრობ აგვისტოს შუაში წასვლას და თუ ვინმე ჯიპიანი წამოხვალთ, საწვავით მე დაგაფინანსებთ, ხოლო თუ დასვენებაშიც შემომიერთდებით, მთლად უკეთესი.
ესეც ძუღურის ფოტო.