რეგიონი: ბორჯომისა (ლიკანი) და ახალციხის (აწყური) რაიონები
ხანგრძლივობა: 2 დღე
სირთულე: რთული
ფეხით გასავლელი მანძილი: 34 კმ.
შაბათი დღე 1: ფეხით სავალი მანძილი: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
კვირა დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 18 კმ. საშუალოდ 6-7 საათი.
ლაშქრობის ღირებულება: მინიბუსი - 330 ლარი
ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში - 1ადამიანი/ 1 დღე - 10 ლარი
ან კარვის შემთხვევაში: საკარვე ადგილი - 1ადამიანი/ 1 დღე - 5 ლარი
გამყოლის საფასური (აწყურის საგუშაგოდან გამოგვყვება რეინჯერი) - კაცზე დაახლოებით 5 ლარი.
ხარჯები გადანაწილდება თანაბრად, ლაშქრობის მონაწილეთა შორის, კაცზე დაახლოებით 30-35 ლარი.
მონაწილეთა რაოდენობა: 20 ადამიანი
ლაშქრობის ორგანიზატორები: ნინო კივილაძე, თორნიკე დავითაშვილი
სასმელი წყალი მარშრუტზე:
მე-2-მე3 ბილიკზე წყალი მარშრუტის დასაწყისში 2 ადგილას გვხვდება, მაგრამ როგორც კი აღმართები იწყება, ამარატის თავშესაფრამდე სასმელი წყალი არ გვხვდება, მწყემსების საზაფხულო სოფელ ოჭორაში ასევე შეგიძლიათ შეავსოთ წყლის მარაგი.
საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საძილე ტომარა.
უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც კვირას ადრიანად გასვლის შემთხვევაში შეიძლება ინახოს:
ბილიკის მარშრუტი ბოლომდე- სამეცხვარეოს მთამდე.
მარშუტის მონახაზი:
