Page 1 of 1

ლაშქრობების განვრცობისათვის

Posted: 17 სექ 2004, 17:19
by kotetbeli
როდესაც ალპინისტები მთაზე ადიან...თუმცა,პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ძალიან მაგრები ხართ. თქვენი ნატერფალით რომ მიწა ჩაიზნიქება და მერე გვერდზე, ახალი ნატერფალისგან პირველი დანატერფალკვალებული მიწა რომ ისევ ამოიზნიქება, მიწის აეს სუნთქვაა ის, რაც აა...
თქვენთან ერთად იშვიათად შევძლებ სიარულს,ეხლა იტყვით-ჯერ არ მოსულა და უკვე ხვეწნა უნდაო,მაგრამ სადღაც მიმოდამო კუთხე-კუნჭულში შეიძლება ცდებოდეთ და აი, რატომ:პრობლემა მხოლოდ შხაპის ვერმიღებაა,თანაც, ტყის ხეების ფოთლები გაცილებით მტვრიანი მეჩვენება,გამიგია,ზედ ათასი ჯურის ჭია და მატლი დებს კვერცხსო,ჰოდა,ესეთ ფოთლებს მიდი და გაეხახუნე...ეჰ,მართლა პრობლემა კიდე ისაა,რომ მარნეულსი მივდივარ სამუშაოდ,აზერბაიჯანელებს უნდა ვასწავლო ქართული ენა,ჰოდა ალბათ კვირის უმეტესი დგეები იქ მომიწევს ყოფნა,თორე ვინ მუდრეგი,რომ თქვენთან არ წამოვიდეს...სანამ ენის გრამატიკის პროცესში ჩავერთვები,მინდა,რომ აეგრე ვიგულაო ენობრივი საზღვრების გარდი-გარდმო...აეე,აე,ინდე ენგრე.
როცა ალპინისტები მთაზე ადიან,იქ ტოვებენ ხოლმე წერილს,რომელიც შემდეგ ამსვლელს უნდა დახვდეს,ჰოდა მეც,ალპინისტისა არ იკოს,იქ ისეთი "წერილი" უნდა დავტოვო,რომელსაც მომავალი თაობა სიამაყით "წაიკითხავს".იქაც კი ჩემი "ალპინისტობით"თქვენთან ერთად ვიქნები და თქვენ ჩამოსვლას დაველოდები...

ლაშქრობების განვრცობისათვის

Posted: 20 სექ 2004, 13:40
by lukrecia
ვაააა

ლაშქრობების განვრცობისათვის

Posted: 21 სექ 2004, 10:13
by Druides
ჰოოო შენდა საბედნიეროდ აღარ მიდიხარ მარნეულშI და გაეხახუნები, თუ საჭირო იქნება მაგ ჭიებსაც შეჭამ თუ საჭმელი შემოგელევა.....
ხო ეს შენი წერილიც რაღაც ანდერძის მაგვარი გამოგივიდა და Aღარ გჭირდება
ესე რომ ხვეწნაც მემგონი არ დაგჭირდება.ესე რომ გამრავლოთ ღმერთმა შენი გვარის წარმომადგენლები და სულ ლაშქრობებში გევლოთ.

ლაშქრობების განვრცობისათვის

Posted: 22 სექ 2004, 17:15
by Niniset
ლამის გული ამიჩუყდა ანდერძის წაკითხვისას, მაგრამ ეხლა გავიხარე რო აღარ მიდიხარ, რაღად გვინდა შენი ანდერძი აგერ არ ხაარ? წამო წამო აგეე რა მაგარი მწვერვალია, თუ იცი რა ქვია? " სიამაყის მწვერვალი", წამოიღე რამე შენი "დაძველებულებიდან" და ფოთოლი ჩემზე იყოს :lol: ტყულად კი არ ვარ ფლორა..

ლაშქრობების განვრცობისათვის

Posted: 25 სექ 2004, 13:23
by kotetbeli
ერთ ბერძენ ბრძენს კითხეს რატომ მიიღე რაღაც გადაწყვეტილებაო და იმან უპასუხა: ამ ჩემ სანდლებს რო უყურებ, შეგიძლია მითხრა შიგნიდან რა ადგილას მიჭერსო?..
მოკლედ, ლაშქრობისთვის კიდევ მაქვს ერთი რაღაც, კონიაკისებრთა ოჯახიდან, ფლორას ფოთოლიც იქნება, კახას სადღეგრძელოები, ვანოს გაწონასწორებული აზროვნება, ლელას პრაქტიკული გადაწყვეტილებები, ზურას დინჯი შრომა, ვაჟას ბეჭები და რომელი ერთი ჩამოვთვალო არ ვიცი,ალბათ აქამდე სათანადოდ არც ვაფასებდი იმას, რომ მსოფლიოში შეიძლება არც იყოს იდეალურად დაკომპლექტებული მოლაშქრეების ასეთი გუნდი. ისღა დამრჩენია წამოვიდე და უსასრულოდ სიამოვნებით დაგაკვირდეთ და ვისიამოვნო(ლაშქრობა ხომ თავისთავის შეცნობაშიც ეხმარება ადამიანს).ამის შემდეგ პირობას ვდებ, რომ ლაშქრობისას ადამიანებსაც გადავუღებ სურათებს:D .აბა, წინ, ვარძიისკენ!