Page 1 of 1

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 15 თებ 2014, 14:39
by Int3lig3nt
კაი ხანია ამ ტიპის გასვლების გაკეთებას ვგეგმავ.
მთელი თუ არა, უმეტესი საქართველო მოვლილი გვაქვს კარველებს, მაგრამ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ საკუთარ დედაქალაქს არ ვიცნობთ ბოლომდე.
მით უმეტეს, როცა არ არის სალაშქრო ამინდი ან ისე უცებ გამოგიჩნდა თავისუფალი კვირა დღე, რომ რაღაც დიდის დაგეგმვა-მომზადებას ვერ ასწრებ, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის დავგეგმავ მსგავს გასვლებს.

ამჯერად ვნახავთ ორთაჭალა-კრწანისის ეკლესია-მონასტრებს.
კონკრეტულად:

1. თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერი
2. წირანავორის (?) ეკლესია
3. გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერი
4. ღირსი მამა საბა განწმენდილის მონასტერი
5. წმინდა სპირიდონის ეკლესია.

შეკრების დრო და ადგილი: 12:00 მეტეხის ხიდი

ფეხით გასავლელი მანძილი 10 კმ-მდე.
სირთულე - მარტივი (ალაგ საშუალო სირთულის, თაბორის და ხანძთელის მონასტერი შემაღლებულზეა).

თან იქონიეთ სასმელი და საკვები ნივთიერებები.

ნალექს არ გვპირდებიან, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საწვიმარი წამოიღოთ.

არავის არ დაველოდებით, 12:10 წუთზე დავიძრებით და დაგვიანებულებს შეუძლიათ გზაში დაგვეწიონ.

წამომსვლელთა რაოდენობა მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მაინც ჩამოვწერ სიას წარმოდგენისთვის:

1-2. ზღარბელიგენტი
3-4. მთვარეული და გიორგი
5. მირანდა
6. ხათახუთინა
7. ?

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 15 თებ 2014, 17:59
by avtokh
1-2. ზღარბელიგენტი
3-4. მთვარეული და გიორგი
5. მირანდა
6. ხათახუთინა
7. avtokh ?
8. :?:

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 15 თებ 2014, 20:25
by Ketevan Guliashvili
1-2. ზღარბელიგენტი
3-4. მთვარეული და გიორგი
5. მირანდა
6. ხათახუთინა
7. avtokh ?
8. ქეთი გულიაშვილი ფოტოაპარატითურთ.
9.

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 15 თებ 2014, 21:48
by tekla
დილით რაღაც გეგმები მაქვს. თუ მოვასწარი იქნებ მეც შემოგიერთდეთ.

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 16 თებ 2014, 21:32
by Ketevan Guliashvili
ხალისიანი დღე გამოვიდა, მომენატრა ეს ყველაფერი... მადლობა ინტელს და ზღარბს:)

Image

Image

Image


Image

Image

Image

Image

Image

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 16 თებ 2014, 23:14
by avtokh
Ketevan Guliashvili wrote:ხალისიანი დღე გამოვიდა, მომენატრა ეს ყველაფერი... მადლობა ინტელს და ზღარბს:)

Image

მზეს ვეფუცხეებიით :))

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 17 თებ 2014, 01:40
by MIRANDA
Ketevan Guliashvili
მადლობა! რა ოპერატიული ხარ!
P.S. მშვენიერი ფოტოებია!

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 17 თებ 2014, 01:43
by MIRANDA
Int3lig3nt
ძალიან კარგი ლაშქრობა/ბოდიალი გამოგვივიდა. მადლობა, რომ ასეთი საინტერესო მარშრუტი დაგეგმე :D

უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 17 თებ 2014, 21:55
by Int3lig3nt
თემას გავხსნი და იქ დავდოთ ფოტოები.
პატარა რეპორტაჟსაც გავაკეთებ.

Re: უცნობი თბილისი I - 16.02.14

Posted: 24 სექ 2018, 10:39
by masai11
ვფიქრობ დაემატებოდა თბილისს უმრავლესობისათვის "უცნიობი" ობიექტები.