შემოდგომის ფიტარეთი, ხულუტის ციხე
Posted: 30 ოქტ 2013, 17:32
კვირას 3 ნოემბერს მივდივართ ფიტარეთში, ასევე ვნახავთ ხულუტის ციხეს.
მივდივართ ჯიპებით, სოფელ ტანძიამდე 40 წუთში მივალთ, ასფალტია, მერე ცუდი გზაა მდინარე ხრამამდე, მდინარესთან დავტოვებთ მანქანებს და ფეხით გადავალთ საცალფეხო ხიდხე რომელიც საკმაოდ დაზიანებულია, ხიდის ნახევრის გავლა მოგვიხდება ბაგირებზე - ვდგევართ ბაგირზედ და ასევე ხელებით გვიჭირავს მეორე ბაგირი, საკმაოდ ადვილია ჩვენისთანა მოლაშქრეთათვის. თუ ვინმეს სიმაღლის შიში აქვს ან თავბრუსხვევები აწუხებს გაუჭირდება გადმოსვლა.
წამომსვლელებმა თან იქონიეთ ხელთათმანი რომლითაც ხელს მოჰკიდებთ ბაგირს.
მდინარეზე გადასვლის შემდეგ გავივლით და დავათვალიერებთ ხულუტის ციხეს და მის შემოგარენს, შემდეგ გავუყვებით გზას რომელსაც დაახლოებით 1,5 საათში გავივლით, გზა ტყეში გადის და შესაბამისად შემოდგომის ფერები არ მოგვაკლდება, გასავლელად გზა რთული არ არის, საკმაოდ სასიამოვნოდ სავალია, 1,5 საათში ფიტარეთის მონასტერში ვიქნებით.
გასვლა რესპუბლიკის მოედნიდან, ვიკრიბებით 9 საათზე, ვიცდით 20 წუთი და გავდივართ, საწვავის ხარჯს ეკიპაჟის წევრები გაინაწილებენ, საგზალი გზაზე რომელიმე სუპერმარკეთში შეგვიძლია ვიყიდოთ ყველა ეკიპაჟმა დამოუკიდებლად.
მე ჩემი მანქანით მოვდივარ და შევსებული ვარ.