ნუნისის ტყეში დასაკარგავად... 7-8 სექტემბერი, 2013 წ.
Posted: 27 აგვ 2013, 13:16
ამხანაგო კარაველნო,
გთავაზობთ 1,5 დღიან გალაშქრებას ნუნისის მიმართულებით.
გეგმის წინასწარი მონახაზი შემდეგია:
შაბათს, 7 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე, მატარებლით გავემგზავრებით დასავლეთის მიმართულებით...
19:07 სთ-ზე ვიქნებით მოლითის რკ. სადგურში.
ნუნისამდე გზად გავივლით ზვარეს და დავბანაკდებით ღვთოშობლის ეკლესიის მიმდებარედ 20:57 სთ-ზე.
რა თქმა უნდა, დავანთებთ დიიიდ კოცონს... შევწვავთ ახალქალაქის კარტოფილს და გზად, ზვარეში მოპარულ სიმინდს... გემრიელად ვივახშმებთ.
კვირას, დილით ავდგებით 8:01 სთ-ზე... მსუბუქად ვისაუზმებთ... ავიბარგებით გოგირდის აუზისკენ... შემდეგ მოვძებნით ნოეს კიდობანს... ავუყვებით ლიხის ქედს და გეზს ავიღებთ ქვიშხეთის მიმართულებით...
ქვიშხეთიდან წამოვალთ რომელიმე სახეობის საზ.ტრანსპორტით...
თბილისში ვიქნებით 22:53 სთ-ზე.
სახლის კარებზე ვაკაკუნებთ 23:23 სთ-ზე.
ტრანსპორტის ხარჯი დაახლოებით 9,35 ჰაჩკუ;
თან ვიქონიებთ 1,5 დღის საკმარის საკვებს და წყალს.
ალკოჰოლი სიამოვნების მიხედვით, 3-3 ყანწი რომ შეგვხვდეს ვახშმობისას.
საჭიროა კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, ფანარი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი, საწვიმარი, ხანჯალი, მზისგან დამცავი კრემი, ქუდი, სათვალე, გამოსაცვლელი ტანსაცმელი (თბილი მცივანთათვის), წინდებიც.
აუცილებელია ნორმალურ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა. მოგვიწევს ტყეში ჩანთებით აღმართის ავლა ლიხის ქედზე ასვლისას...
შაბათ საღამოს დაკარგვის, გაუჩინარების საშიშროება არაა და გასავლელი იქნება ფიქსირებული 6,137 კმ.
კვირას კი დამოკიდებული იქნება ჩვენზე... მინ. 11,359 კმ... მაქს... 20,457, თუ ხაშურამდე ვინმე გადაწყვეტს ფეხით წასვლას.
გასვლა შედგება მიუხედავად ამინდის პროგნოზისა, თუ იქნა ერთი მსურველიც კი.
პ.ს. ალბათ შესაძლებელი იქნება გოგირდის აუზთან დაბანაკებაც. გავიკითხავ უბანში.
პ.ს.2. ამ მარშუტზე არ ვყოფილვარ... დაკარგვის/დასველების/დათვის ხახაში ჩავარდნის შემთხვევაში, ყველა პასუხისმგებელია თავის თავზე.
1. GT.ge
2.