დეტალები, რუკა, მარშუტი აღწერილობა იქნება მალე........
27 აგვისტოს საღამოს, მარიამობამდე 5 საათით ადრე გავალთ თბილისიდან სოფ. გუდალეთის მიმართულებით. სოფელ გუდალეთში გადავიკიდებთ ზურგჩანთებს და ავივლით 3 კილომეტრს ნასოფლარ ვარჯაანამდე, დავბანაკდებით დავანთებთ ცეცხლს, მარიამობას შევხვდებით იქვე მდებარე პატარა ეკლესიაში. თვითონ სოფლიდან იშლება ულამაზესი ხედები, მთელი ქართლი ჩანს. დილით მთელი კავკასიონი. გარშემო ულამაზესი ტყა. კარვები არ დგვჭირდება, ღამეს გავათევთ მრავალ ვარსკვლევიანი ცის ქვეშ, წვიმის შემთხვევაში შევეფარებით კოტეჯში. კოტეჯები სახლები მიტოვებულია დაახლოებით 30მდეა.
დილით 4 საათზე გავიღვიძებთ და დავიწყებთ მსვლელობას ქსილის მთისკენ, გზა არაა რთული. ბილიკი ჯერ ტყეში მდინარის პირას მიიკლაკნება და გადის ალპურ ზონაში. მთის ქედზე მეცხვარეების ქოხთან გეზს ავიღებთ აღმოსავლეთით მთის წვერისკენ, გვერდძე ჩაუვლით ობოლ კლდეს, რომელიც ვულკანური წარმოშობისა. გადავალთ აღმოსავლეთის წვერზე, წესით იქედან ყველაზე კარგად უნდა ჩანდეს მზის ამოსვლა. მზე რომ ამოვა დატკბით ხედებით. რას დაინახავთ და რა ხედი იქნება ეს სურპრიზია

მთის წვერიდან პირდაპირ დავეშვებით ქვემოთ, წიფორისკენ, გავივლით უღრან ტყეს და გავალთ წიფორის გზაზე, გზად პატარა ეკლესია შეგვხვდება, ჩამოვალთ წიფორში და იქედან გუდალეთი 15 წუთის სავალზეა. ანუ დაგილი საიდანაც დავიწყეთ მსვლელობა
ვფიქრობ რომ დრო ბევრი დაგვრჩება. ამიტომ ვაგრძელებთ. გადავალთ ტრანსპორტით იქვე გვერდით კავთურას ხეობაში. ქვათახევთან ახლოს. და წავალთ თავკავთაში, მოვინახულებთ თავკავთის ციხის ნანგრევებს ნასახლარებს და ეკლესიას.
თუ ძალიან დაცხა გავგრილდებით კავთურაში.
შეკრების დრო ადგილი
18:30 დიდუბე
მიმართულება
თბილისი-კავთისხევი-გუდალეთი-წინარეხი-თბილის
გასავლელი მანძილი
ტრანსპორტით 150კმ
ფეხით 15-კმ
მგზავრობის ფასი
დასაზუსტებელია. თუ საკმარისი ხალხი მოგროვდა წავალთ მიკროავტობუსით, ან მანქანებით, თანხა თანაბრად გადანაწილდება.
სავარაუდოდ 10 ლარამდე
უცილებლად გასათვალიწინებელი პირობები
არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი,
საძილე საგებელი (კარავი არ არის აუცილებელი)
სქელძირიანი ფეხსაცმელი
ქარგამძლე ქურთუკი და მოსასხამი,
საწვიმარი
ფანარი
საგზალი
წყლის მათარა.
აკრძალულია
შინაური ცხოველების და ფრინველების წამოყვანა,
აკრძალულია ბაყაყების დახოცვა თუნდაც შემთხვევით (წვიმა არ გვაწყობს)
რისკები საფრთხეები
ვიმოძრავებთ ერთ გუნდად გზად არ ვტოვებდ არავის,
მთის წვერზე დაჭერობანას ან გაშეშობანას თუ არ ვითმაშებთ საფრთხე არ დაგვემუქრება
სასარგებლო ბმულები
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... C%E1%83%98
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 7%E1%83%90
[/b]
წამომსვლელთა საყურადღებოდ !!!!!!
6 საათიდან ვიკრიბებით დიდუბეში ავტოსადგურ ოკრიბასთან.
7ზე გამოდის სამარშუტო კასპის მიმართულებით და უნდა გამოყვეთ .
თუ ვინმე ვერ ახერხებს ამ დროს მოსვლას შემატყობინეთ აუცილებლად რომ დროულად სხვა ვარიანტიც განვიხილო.