Page 1 of 1

31.08-02.09 ლაგოდეხ. მეტეო, შავი კლდეების ტბა (ბარგი ცხენით)

Posted: 22 აგვ 2013, 14:12
by ketuna4
გასვლა/შეკრების ადგილი: პარასკევს, 30 სექტემბერს, ივერია რედისონი.

1). რეგიონი: კახეთი-ჰერეთი-დაღესტანი

2).მარშრუტის დასახელება
თბილისი - ლაგოდეხი - ლაგოდეხის მეტეო-შავი კლდეების ტბა-მეტეო-ლაგოდეხი-თბილისი

3). ხანგრძლივობა: 3 დღე

4). სირთულე: საშუალო ან რთული

5). გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
4 მონაწილის შემთხვევაში სავარაუდოდ: 110 (საკვების გარეშე)
5 მონაწილის შემთხვევაში სავარაუდოდ: 91 (საკვების გარეშე)
კიდევ უფრო მეტი მონაწილის შემთხვევაში - ნაკლები
აქედან: 50 ლარი ცხენ-დღე, 40 ლარი მეგზური-დღე (+სავარაუდო 40 ლარი მეგზურის საჩუქარი), კაცზე 15 ლარი კარავში გათევის ღირებულება + საწვავი მანქანაზე 70 ლარი + თვითოეულ მონაწილეზე საკვების ღირებულება


6). დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ლაგოდეხი

7). ტრანსპორტი:
მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლოებით 350 კმ-მდე
ტრანსპორტის სახეობა- ჩემი მანქანა, ასევე შესაძლებელია სხვა ჯიპების ან მსუბუქი მანქანების შემოერთებაც
ბევრი მსურველის შემთხვევაში შესაძლებელია მინიბუსისდაქირავებაც


8). ფეხით გასავლელი მანძილი:
40კმ (სავარაუდოდ) მაგრამ დაახლოებით 1800 მეტრი სიმაღლეთა სხვაობით


9). სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები და სასიარულო გეგმა:

სანახავი ადგილები: ლაგოდეხის ნაკრძალის ტყე, მდინრეები, ჩანჩქერები, ფლორა-ფაუნა, ტბა, ლამაზი ხედები.

წინა (მოსამზადებელი) დღე:
თბილისი რედისონი - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრალურ შესასვლელთან საკარვე ადგილი, დაბანაკება, საბუთების გაფორმება, მეგზურთან დალაპარაკება.

პირველი დღე:
დილით ადრე ადგომა, ბარგის შეკვრა- ცხენებზე/ცხენზე აკიდება, მეტეოზე ასვლა და დაბანაკება

მეორე დღე:
მეტეოდან ტბამდე მისვლა და უკან დაბრუნება

მესამე დღე:
მეტაოდან ლაგოდეხში ჩამოსვლა და თბილისისკენ გამომგზავრება
(სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ღამის სიღნაღში გავლა და ყავის დალევა)

10). საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საწვიმარი . თბილი სამოსი,
კარავი, საძილე, ქვეშაგი, ფანარი
არა მალეფუჭებადი საკვები

11). გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

12). აუცილებელი საბუთები - პირადობის მოწმობა მესაზღვრეთათვის

13) წყალი გზაზე - ხშირად

31.08-02.09 ლაგოდეხ. მეტეო, შავი კლდეების ტბა (ბარგი ცხენით)

Posted: 23 აგვ 2013, 12:22
by shoda1121
მეოთხე დღე:
ნესტია - უშბის პლატო - ქორულდის ტბები - ლაღამის მაცხოვრის ტაძარი

მეხუთე დღე:
ლატალი - ჭალაადის მყინვარი - მხერი მთავარანგელოზის ეკლესია
====
ეს საიდან???:))

31.08-02.09 ლაგოდეხ. მეტეო, შავი კლდეების ტბა (ბარგი ცხენით)

Posted: 23 აგვ 2013, 14:25
by guruli
shoda1121
მეოთხე დღე:
ნესტია - უშბის პლატო - ქორულდის ტბები - ლაღამის მაცხოვრის ტაძარი

მეხუთე დღე:
ლატალი - ჭალაადის მყინვარი - მხერი მთავარანგელოზის ეკლესია
====
ეს საიდან???
რომ ვკითხულობდი, ვიფიქრე, სხვაგან მოვხვდი-მეთქი. :D
ketuna4 - სალამი და კარგად ყოფნა. კარგია, რომ დაგვიბრუნდი და გააქტიურდი, მარა რაცხა გადმორთვა გჭირდება კარავულ ნოტაზე :D - გასვლის დროც შეცდომით გიწერია ტექსტის დასაწყისში, 31 სექტემბერიო და თლა ნუ დაგვკარგავ, მაგ დროს ნუ გაგვიშობ თამარის ტბაზე. :D

31.08-02.09 ლაგოდეხ. მეტეო, შავი კლდეების ტბა (ბარგი ცხენით)

Posted: 23 აგვ 2013, 22:54
by ketuna4
shoda1121
guruli

ეს ერთი მაპატიეთ და ამოვაგდოთ და ისე 31 რომ წერია თუ ყველას ეცლება 30 საღამოს ჯობს წასვლა რომ დილით დასვენებულზე ავიდეთ მეტეოზე

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: