Page 1 of 1

ჩქარი ნაბიჯით 20-21 ივლისი 2013

Posted: 19 ივლ 2013, 12:14
by აცაბაცა
გაცნობებთ, რომ რამდენიმე მცირედმორწმუნე, თავისუფლებას მოწყურებული 30-40 წლის ასაკის მამრი, გეპატიჟებათ რა თქმა უნდა მდედრებს........ და მამრებსაც!!!!!

საქართველოს ისტორიულ მხარეში!!!

გრძელი მთვარიანი საღამოებისგან მოგვრილი სევდის გასაქარვებლად და ვარსკვლავიანი ცის უკეთ შესაცნობად, ვაპირებთ თან ვიახლოთ სტრიპტიზის მოცეკვავე, რომელიც საყოველთაოდ გავრცელებული ხატის, თუ გნებავთ შაბლონის საწინააღმდეგოდ იქნება არა კიევიდან, მოსკოვიდან ან თუნდაც ლუბლიანიდან, არამედ მარნეულიდან.

იგივე სტრიპტიზის მოცეკვავე ჩემი საზომით არის მამრი, თუმცა ჩემი მეგობრების უმეტესობას მიაჩნია, რომ იგი მდედრია!!!


ეხლა საქმე..... მე ვფიქრობ ჯიპტურს, თუ სამარშრუტოს ხალხი შეიკრიბა, მაშინ ოდნავ შეიცვლება გეგმა....

გეგმა ა)

დღე 1;
შაბათს 06:00 სთ-ზე ბაგების შესასვლელთან, რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურთან შეკრებილები დავიძვრებით ახალქალაქისკენ, ავუხვევთ სოფელ აბულში დავტიებთ ავტოებს და იქიდან ავალთ ჯერ აბულის სამი ტბის დასათვალიერებლად, ტბებიდან ჩამოსულები აბულის ციხის სანახავად, ღამე დავრჩებით აბულის ციხის მიდამოებში, თუ მოვასწარით ფარავნის ტბის პირას...

დღე 2;
დილით ავიბარგებით და ავალთ შაორის ციხეზე, შემდეგ უკანა გზაზე ვნახავთ ავრანლოს მეგალითს თუ დრო გვექნა...
ეს არის სულ!

ჩქარი ნაბიჯით 20-21 ივლისი 2013

Posted: 19 ივლ 2013, 12:40
by Toma
რა მაგარი მარშუტიააააა, რაღა ამ შაბათ-კვირას დაემთხვა :(

ჩქარი ნაბიჯით 20-21 ივლისი 2013

Posted: 19 ივლ 2013, 12:46
by აცაბაცა
Image


წვრილი ხაზებით ფეხით გასავლელი, მსხვილით შესაბამისად ავტომობილით...

ჩქარი ნაბიჯით 20-21 ივლისი 2013

Posted: 19 ივლ 2013, 17:45
by Nika
პატარა აბულის უნაგირზე ადის ჯიპი უპრობლემოდ იხილეთ თემა (ტრეკი დევს პირველი პოსტის ბოლოში)

http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=16364

ჩქარი ნაბიჯით 20-21 ივლისი 2013

Posted: 19 ივლ 2013, 17:46
by Nika
პ.ს. ბევრად მოკლე გზაა თუ წახვალთ წალკა-ფარავანის მხრიდან.

ჩქარი ნაბიჯით 20-21 ივლისი 2013

Posted: 20 ივლ 2013, 00:54
by აცაბაცა
Nika wrote:პ.ს. ბევრად მოკლე გზაა თუ წახვალთ წალკა-ფარავანის მხრიდან.
ძალიან დიდი მადლობა!

ჩქარი ნაბიჯით 20-21 ივლისი 2013

Posted: 20 ივლ 2013, 01:24
by Tamari-ch.
აცა, შაორის მთის ძირში ვიდექით, დროც გვქონდა,
და ვერ გავბედეთ ასვლა...
ღრუბელში იყო მწვერვალი,
გადავწყვიტეთ ლევანის ტბისკენ წავსულიყავით - ფეხით უფრო მოკლე გზაა ლევანისკენ შაორიდან..

და მერე ისეთი მეხები გავარდა - ფაცხაფუცხით გამოვვარდით უკან...
თუ ღრუბელი იქნება, ფრთხილად იყავით...

ჩქარი ნაბიჯით 20-21 ივლისი 2013

Posted: 20 ივლ 2013, 13:06
by Nika
მეხებს უფრთხილდით
http://www.yr.no/place/Georgia/Samtskhe ... _hour.html
წვიმა კი არაა რაიმე შესამჩნევი მეორე დღეს ოდნავ წამოჟინჟლავსი