დავბინავდებით სოფელ უწერაში, ე.წ. საოჯახო სასტუმროში.
საწოლი ღირს 10 ლარი.
ბაზარი მოვა სამარშრუტოთი კვირაში რამდენჯერმე.
საუზმე-სადილ-ვახშამს მოვიმზადებთ თვითონ.
ცხელი წყალი და ცალკე, დამსვენებლებისთვის გამოყოფილი სამზარეულო გვექნება.
რაჭის დათვალიერების გაგმას ადგილზე შევადგენთ.
ტრანსპორტი: დიდუბიდან გადიან სამარშრუტოები 25 ლარად.
თუ მანქანიანი მსურველები გამოჩნდებიან, კიდო უკეთესი

წამომსვლელთა მაქსიმალური რაოდენობა - 10. თუ მეტი მსურველი გამოჩნდა, დავრეკავთ და გავიგებთ სხვა სასტუმროს ამბებს.
ამ ეტაპზე რამდენიმე მსურველია. მეტი მხიარულებისთვის რამდენიმეც დაგვემატეთ და გავდივართ
