Page 5 of 6

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 00:55
by ანააანო
მინდა გადასვლა თან ძალიან :(

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 01:29
by Int3lig3nt
ანააანო
ლელამ მართლა პირველმა მომწერა და არ ვიცი რატომ და როგორ, შენ ჩაგწერე ჯერ სიაში.
ასე რომ ლელას უფრო ეკუთვნის გადასვლა...

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 01:37
by Int3lig3nt
guruli
დიდი იმედი მაქვს წამოვა. დამაინტრიგე... მაგრად მაინტერესებს, ვინ არის :).

შენ კი სიტყვას გაძლევ, რომ შემდეგ ხადას (სექტემბერში) დავგეგმავ იმ დღეს, რომელიც შენ გაწყობს. თუნდაც იყოს შაბათი.

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 01:42
by ანააანო
Int3lig3nt wrote:ანააანო
ლელამ მართლა პირველმა მომწერა და არ ვიცი რატომ და როგორ, შენ ჩაგწერე ჯერ სიაში.
ასე რომ ლელას უფრო ეკუთვნის გადასვლა...
მე ჩემით ჩავეწერე აქ, ლელა არ არის დარეგისტრირებული და კარვის ჯგუფში დაპოსტა

ნუ რავიცი შენ ხარ ორგანიზატორი და შენ გადაწყვიტე
მე არ ჩავერევი მაგ საკითხში : )

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 01:56
by Int3lig3nt
ანააანო
ვახ, ახლა გადავამოწმე და მართალი ყოფილხარ.
ლელამ ნომერი შენზე ადრე კი მომწერა, მაგრამ მაგ დროს შენ უკვე ყოფილხარ სიაში ჩაწერილი.

არის კიდევ ის მომენტი, რომ ლელამ თემის გახსნისთანავე გამოხატა წამოსვლის სურვილი, უბრალოდ ტექნიკურად ვერ მოახერხა სიაში ჩაწერილიყო, მხოლოდ იმის გამო, რომ კარავზე არ არის დარეგისტრირებული...

თუმცა სია ჩვენთვის კანონია და შესაბამისად, შენ ხარ პირველ მარშუტკაში გადასვლის მომდევნო კანდიდატი (ლოლას შემდეგ).

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 11:15
by giorgi-bunturi
ლოლა დავტოვოთ და ერთი ბუსიკის ფულს მე ვიხდი!!!

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 19:03
by guruli
Int3lig3nt
guruli
დიდი იმედი მაქვს წამოვა. დამაინტრიგე... მაგრად მაინტერესებს, ვინ არის
სამწუხაროდ, ვერ მოდის - ვესაუბრე დღეს. თურმე კვირას მუშაობს. სამაგიეროდ, ხვალ მიდის ლომისაზე.
ინტრიგას კი რაც შეეხება, თეო ბეგოიძეა. :D :D მგონი, კარავზეცაა TIO-ს ნიკით. ეგრევე შენზე იეჭვა, ვანო მოაწყობდა მაგ გასვლასო. :D
მოკლედ, მინდოდა, მეორე ბეგოიძეც ჩამესვა თქვენს ლაშქრობაში, მაგრამ სხვა დროს გამოვა, იმედია.
შენ კი სიტყვას გაძლევ, რომ შემდეგ ხადას (სექტემბერში) დავგეგმავ იმ დღეს, რომელიც შენ გაწყობს. თუნდაც იყოს შაბათი.
დიიიდი მადლობა... მაგრამ ასეთი ვითარებაა - 14-15 სექტემბერს მე ვგეგმავ არაკარავულ გასვლას შატილში (შემოერთება ყველას შეუძლია), მომდევნო კვირა კი თავიდან ბოლომდე დაკავებული ვარ. მოკლედ, 7-8 სექტემბერს მცალია და 22-ის მერეც...
პ.ს. ეს, რაც ახლა გადავხედე საერთაშორისო ფედერაციების კალენდრებს და იმედია, არაფერი გამომიხტება.

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 20:51
by Int3lig3nt
ცოტა ხანში მოვა ლოლა და დაწერს, რას იზამს.
თუ მისი ბიჭი არ წამოვიდა, გადმოვა პირველ მარშუტკაში და მეორე თავისუფალი ადგილი დარჩება ანანოს.
თუ მისი ბიჭი წამოვიდა, მასთან ერთად დარჩება მეორე მარშუტკაში და პირველ მარშუტკაში გადმოვლენ ანანო და ლელა.

I მარშრუტი - 8:00

1.2. ზღარბელიგენტი
3. int3lig3nt + ირაკლი
4.5. int3lig3nt + გიორგი და მარიკა
6.7. int3lig3nt + გვანცა და ანდრო
8. GT.ge
9. avtokh
10. Ketevan Guliashvili
11. გვალდა
12. თამუსია
13. avtokh +
14. პატაპუტინა
15. Tamuchelo
16. ინა
17. Int3lig3nt + ლევან
18. შალვა +
19. შალვა
20. ამიგო
21. ?
22. ?

II მარშრუტი 9:00

1. ლოლა
2. ანააანო
3. ლელა
4. ბუნტურიკა
5.6.7 ქეთი გულიაშვილის + სოფო, თეონა, მაკა
8. ცეკვა კარველი
9. ნინო ბუნტურიკას პლიუსი_________________
10.11.12.13.14. GT.ge +
15. კიკი
16. ნინუცა
17. ლლევ


წამოსვლის მსურველები:
1. ხიზანა
2. მარიამი მარიამო

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 22:19
by Lola
ე.ი. მე გადმოვდივარ პირველ მარშუტში, ხიზანა აღარ მოდის...
ბოდიშით ბავშვებო...
= )))

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 12 ივლ 2013, 23:21
by Int3lig3nt
I მარშრუტი - 8:00

1.2. ზღარბელიგენტი
3. int3lig3nt + ირაკლი
4.5. int3lig3nt + გიორგი და მარიკა
6.7. int3lig3nt + გვანცა და ანდრო
8. GT.ge
9. avtokh
10. Ketevan Guliashvili
11. გვალდა
12. თამუსია
13. avtokh +
14. პატაპუტინა
15. Tamuchelo
16. ინა
17. Int3lig3nt + ლევან
18. შალვა +
19. შალვა
20. ამიგო
21. ლოლა
22. ანააანო

II მარშრუტი 9:00

1. ლელა
2. ბუნტურიკა
3.4.5 ქეთი გულიაშვილის + სოფო, თეონა, მაკა
6. ცეკვა კარველი
7. ნინო ბუნტურიკას პლიუსი_________________
8.9.10.11.12. GT.ge +
13. კიკი
14. ნინუცა
15. ლლევ
16. მარიამი მარიამო
17. Dato Tsabo

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 13 ივლ 2013, 00:42
by Int3lig3nt
ახლა კიდევ ერთი შეთანხმება:

შევეცადოთ რომ გზადაგზა არ ვჭამოთ ცალ-ცალკე. თუ ძალიან მოგვშივა, ცოტა წავიციცქნოთ :).
ორივე ჯგუფი რომ შევიკრიბებით, დავსხდეთ და წავიხემსოთ. მერე გავაგრძელოთ გზა წკერესკენ და ჩანჩქერისკენ.

ალკოჰოლს რაც შეეხება, წინა გასვლაზე გზადაგზა სვამდნენ და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ დღის ბოლოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, ალკოჰოლის მაჩვენებელმა "ნასვამობას" გადააჭარბა :).

ძალიან გთხოვთ, სასმელის წამოღებას თუ აპირებთ, ერთმანეთთან შევათანხმოთ რაოდენობა.

მე წითელი ღვინის წამოვიღებას ვაპირებ 1 ლიტრის და თითო ჭიქით დავილოცებით.

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 13 ივლ 2013, 01:03
by Int3lig3nt
ყველას გირჩევთ, ამინდის მიუხედავად, გრძელმკლავიანები ჩაიცვათ.
მანდ ძალიან მწველი მზე იცის და ადვილად შეიბრაწებით.

მზისგან დამცავი კრემები თუ გაქვთ "კარგად დაცდილი", შეგიძლიათ კრემები გამოიყენოთ.

პირველ მარშრუტში მყოფების საყურადღებოდ:

მდინარის გატოპვა გვიწევს და ან გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წამოიღეთ, ან რამე, რითაც გაიმშრალებთ ფეხს.

თუმცა გამოსაცვლელი ფეხსაცმელი არც მეორე ჯგუფს აწყენს.
თუ წვიმა ან ნაწვიმარი იქნება, მთელი დღის სიარულისგან ფეხები სულ დაგვისველდება და მარშუტკაშიც სველი ფეხით რომ დავსხდეთ, ადვილად გავცივდებით.

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 13 ივლ 2013, 20:44
by pataputina
Int3lig3nt
ზუუუუსტად ვიცი, როგორ ბრაზობ ჩემზე,
მაააგრამ



წერილიგამოგზავნილია: პარ ივლ 12, 2013 11:21 pm წერილის სათაური: პასუხი ციტირებით
I მარშრუტი - 8:00

1.2. ზღარბელიგენტი
3. int3lig3nt + ირაკლი
4.5. int3lig3nt + გიორგი და მარიკა
6.7. int3lig3nt + გვანცა და ანდრო
8. GT.ge
9. avtokh
10. Ketevan Guliashvili
11. გვალდა
12. თამუსია
13. avtokh +
14.
15. Tamuchelo
16. ინა
17. Int3lig3nt + ლევან
18. შალვა +
19. შალვა
20. ამიგო
21. ლოლა
22. ანააანო

II მარშრუტი 9:00

1. ლელა
2. ბუნტურიკა
3.4.5 ქეთი გულიაშვილის + სოფო, თეონა, მაკა
6. ცეკვა კარველი
7. ნინო ბუნტურიკას პლიუსი_________________
8.9.10.11.12. GT.ge +
13. კიკი
14. ნინუცა
15. ლლევ
16. მარიამი მარიამო
17. Dato Tsabo

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 13 ივლ 2013, 20:46
by Tamari-ch.
მდინარის გატოპვა გვიწევს და ან გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წამოიღეთ, ან რამე, რითაც გაიმშრალებთ ფეხს.
წინდებიც - წინდები როგორც წესი ავიწყდებათ ხოლმე..

:D

გზა მშვიდობისა...

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 13 ივლ 2013, 21:13
by Int3lig3nt
pataputina
ვბრაზობ კი არა, არ ვიცი რას გიზამ!

შატილის თემაში სიურპრიზი გელოდება.