კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 29 ივნ 2013, 22:49

აი ესაა ხათუსა

ამისი ნახვის დიდი სურვილი მაქვს და მინდა ჩავრთოთ ამ ტურში...

Image

მძღოლი ჯერ ვერ ვნახე - მგონი საზღვარგარეთა და უახლოეს დღეებში ვნახავ...
ფასებსაც საბოლოოდ გავარკვევთ...

ჩვენ რომ ვიყავით, იმ სასტუმროში კაცი იყო 20 დოლარი

იმავე სასტუმროში იყო კიდევ 13 დოლარიანი ადგილებიც...
აი ასეთი სასტუმროა - შიგ მღვიმეშია და მღვიმესავითაა...
მე ძალიან მომეწონა.

Image

სტამბულში სასტუმროში 1 ღამე 60 დოლარზე ნაკლები არაა
ამიტომ თუ სტამბულში გადავფრინდებით - იმავე დღეს უნდა დავბრუნდეთ
უარეს შემთხვევაში აეროპორტში უნდა წავიძინოთ...

:roll: :D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

lolika
ბოდიალა
Posts: 121
Joined: 22 თებ 2011, 17:53
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by lolika » 30 ივნ 2013, 22:52

სტამბულში გადაფრენის აზრი ძალინ მომწონს, აია-სოფიას ტაძარსაც ვნახავთ, თავისუფლად უნდა მოვასწროთ. ერთი ღამის აეროპორტში გათევა მგონი არავის გაუჭირდება, თან ღამის სტამბულსაც დავათვალიერებთ. :P

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა )
8. Nephros-ის +
9.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
10.stranger (სექტემბერი)
11.დეიდა კამა. სექტემბერში ჩემთვისაც უკეთესია
12. imerkhevliბს....
13. მოუსვენარი??
14. jude( ნატალია)
15. დეიდა კამას +
16. lolika ?
17. lolika-ას+?

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by doroTea » 01 ივლ 2013, 12:01

თამთააა... აი, სიტყვები არ მყოფნიის! :* :)
eZie sasufeveli RvTisa!

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Nephros » 02 ივლ 2013, 20:01

იქნებ ამ დღეებში სავარაუდო რიცხვები დაგვედგინა? სექტემბრის 10-მდე და ამავე თვის ბოლო კვირაში მე ვერ შევძლებ. თუ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა, შეგიძლიათ ამომწეროთ სიიდან :)
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 03 ივლ 2013, 09:29

Nephros
გუშინ ვნახე ჩვენი მძღოლი და დაველაპარაკე
დაახლოებით ვუთხარი რაც გვინდოდა...

თარიღი დაიწერება სავარაუდოდ სკოლამდე
სექტემბრის პირველ რიცხვებში ან აგვისტოს ბოლო რიცხვები
ცოტა ამინდებსაც მინდა შევხედო - წვიმაში ტყუილა სიარული ნამდვილად არ მინდა...

სავარაუდოდ მაინც სექტემბრის 10-მდე იქნება...
შენ გადაწყვიტე შეძლებ თუ არა საქმეების გადადებას...


ჩვენი სავარაუდო მარშრუტი მონახაზი ასეთია

მივდივართ ერზრუმით - იქ ვნახავთ ერზრუმის მუზეუმს
ძალიან საინტერესო ყოფილა...

გავალთ პარასკევს ღამე 3 საათზე და მთელი ღამე ერზრუმამდე გვეძინება გზაში...
ერზრუმში ვიქნებით დილის 10-11 საათზე შაბათს...
მერე უკვე გეზს ავიღებთ კაპადოკიისკენ..
ჩავალთ შაბათს საღამოს გოერემეში
შეიძლება იმ საღამოს ვნახოთ წმ.გიორგის ეკლესია გოერემეში და
მზის ჩასვლას შევხვდეთ ან საკლი კილისეზე
ან უჩისარის ციხეზე..
ორივედან მაგარი ხედებია!
აი ასეთი!
Image


კვირიდან ვიწყებთ კაპადოკიის დათვალიერებას

ჩვენი პირველი დღის გეგმა ყველაზე დატვირთული იქნება:

გიორემეს მუზეუმი, წითელი და ვარდისფერი ველი (იქ უამრავი ეკლესიებია)
ჩავუშინი, (სადაც წმ.გიორგის სახლია, სადაც ის დაიბადა) და ეკლესია კლდეში...
პასაბაღი - სადაც ”სოკოებია” და წმ.სტეფანეს საფლავია
ზელვეს მუზეუმი

მეორე დღეს წავალთ მიწისქვეშა ქალაქების სანახავად - დერინკუიუ, კაიმაკლი, გუზელიურტი (სადაც გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესიაა)
მერე დღის მეორე ნახევარში გავეშურებით იჰლარას ხეობაში სადაც 7 -8 კმ ფეხითაა სასიარულო და 15 ეკლესიაა ხეობსი ორივე მხარეს...
იქაა ზუსტად გურჯი ხათუნის მიერ აგებული წმ.გიორგის ეკლესია კლდეში!

მესამე დღეს გადავფრინდებით სტამბულში და იქ ვნახავთ
აია სოფიას, ჰორას მუზეუმს, სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმს, მიწისქვეშა ცისტერნებს, ტოპკაპის ციხე-სასახლე, გავისერინებთ ბორანზე ბოსფორის სრუტეში, შეიძლება კიდევ ერთი ეკლესია მოესწროს.... და უკან გადმოვფრინდებით იმავე საღამოს...

მეოთხე დღეს დილით წამოვალთ სახლისკენ, მაგრამ გზად ვნახულობთ ხათუსას - ხეთების დედაქალააქს (ულამაზესია), ანკარას არქეოლოგიურ მუზუმს და მინდა კიდევ ჩავრთო გორდიონის ნაქალაქარი - მიდასის აკლდამა..
აი ესაა და უმაგრესია
http://img-fotki.yandex.ru/get/6718/322 ... c59f3_orig
http://youroute.ru/photo_reports/2610/
http://maximus101.livejournal.com/63991.html
ხათუსასთან ალაკაჰოუიკის ენეოლითური დასახლებაცაა - ეგეც მაგარია...


უკან ვბრუნდებით ტრაპიზონით და ვნახულობთ პატარა აია სოფიას და სუმელას...
ჰო იქეთ გზაზე როცა ტაოს გავივლით ბანაა მგონი გზაზე...
ვნახოთ - შეიძლება ეგეც ვნახოთ...



ახლა რა მაინტერესებს:

ჩაწერილებიდან ვის უნდა გადაფრენა სტამბულში???!
სტამბულში გადაფრენა არჩევითია - ნაწილს შეუძლია დარჩეს გიორემეში და დაგველოდოს..
რამდენ კაცს უნდა სტამბული?
ზუსტად უნდა ვიცოდეთ ადრევე.



ეს კი ჰორას მუზეუმია, რომ წარმოდგენა შეგექმნათ ეს რაა!!!

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 03 ივლ 2013, 12:17, edited 7 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 03 ივლ 2013, 09:41

ახლა ვნახე კალენდარი
წავალთ
30 აგვისტოს ანუ პარასკევს ღამე 3 საათზე - 8 სექტემბრამდე

ან ნაკლებ სავარაუდოა
23 აგვისტოს (პარასკევს) ღამე - 1 სექტემბრამდე...

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7. Nephros (თუ წასვლა დაიგეგმება 9 სექტემბრის მერე და სექტემბრის ბოლო კვირას არ დაემთხვევა. მოკლედ კარგი იქნება, თუ ახალ წელს დაემთხვევა )
8. Nephros-ის +
9.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
10.stranger (სექტემბერი)
11.დეიდა კამა. სექტემბერში ჩემთვისაც უკეთესია
12. imerkhevliბს....
13. მოუსვენარი??
14. jude( ნატალია)
15. დეიდა კამას +
16. lolika ?
17. lolika-ას+?

ჩემს ნაცნობებს უნდა კიდევ წამოსვლა
რეზერვი:
18.-20. ჩემი +


რაც შეეხება ფასებს,
მძღოლმა დაიანგარიშა ანკარასაც - მაგის მარშრუტში ანკარა არ იყო ჩართული
მარტო გზა+ბენზინი დაჯდება 180 დოლარი კაცზე



+ მუზეუმის თანხა
აია სოფია 25 ლირი (ეს დაახლოებით 20 ლარია)
ჰორას მუზეუმი 15 ლირი
დერინკუიუ - 15 ლირი
ზელვეს მუზუემი - 8 ლირი
სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი - 10 ლირი
გიორემეს მუზეუმი - 15 ლირი
იჰლარას მუზეუმი 8 ლირი
ჩავუშინის კლდის ეკლესია მგონი 8 ლირი იყო

ბორანი ჯდება 3 ლირი :D


+ სასტუმრო
გიორემეში არის 20 დოლარიანი სასტუმრო (იზოლირებული 2 -3 ადგილიანი) მღვიმეებში
იმავე სასტუმროში 6 ადგილიანი - 13 დოლარიანი..
არის 18 დოლარიანი სასტუმროც..
ჩვენ დაგვჭირდება 2 -3 დღე
+ უკან როცა დავბრუნდებით 1 ღამე უნდა გავათენოთ ტრაპიზონში
ალბათ იქაც 20 დოლარი იქნება
სასტუმროებზე დაიანგარიშეთ საშუალოდ 80-100 დოლარი.
გავიგებ თუ შეიძლება სადმე კარვების გაშლა...


+ სტამბულში გადაფრენა შიდა ავიარეისით 100 ლარია დაახლოებით....

ჰო მართლა დამავიწყდა მეთქვა - სტამბულის აივაბილეთის ფული თბილისშივე უნდა გადავიხადოთ
ანუ ბილეთი უნდა ვიყიდოთ 1 თვით ადრე!
ანუ მარტო სასტუმრო + მუზეუმები+გზის თანხა იანგარიშეთ
Last edited by Tamari-ch. on 04 ივლ 2013, 23:50, edited 4 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Nephros » 03 ივლ 2013, 14:29

ამოვეწერე სიიდან :(
იმედია საინტერესოდ მოივლით!

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +
3. ketuna4
4. okulone ?
5. doroTea
6. Sofo Karkusashvili
7.ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)_________________
8.stranger (სექტემბერი)
9.დეიდა კამა. სექტემბერში ჩემთვისაც უკეთესია
10. imerkhevliბს....
11. მოუსვენარი??
12. jude( ნატალია)
13. დეიდა კამას +
14. lolika ?
15. lolika-ას+?
16.-18.Tamari-ch.-ის +
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 03 ივლ 2013, 14:45

სიას ცოტა შევასწორებ:
ვინც 100% მოდის ვფერადდებით

1. Tamari-ch.
2. Tamari-ch.-ის +

3. მიშა ხმალაძე
4. თენგო (სტამბულში ნამყოფია და არ უნდა)

5. doroTea
6. ნიკეა (მეც სექტემბერი მაწყობს)
7. stranger (სექტემბერი)
8.დეიდა კამა. სექტემბერში ჩემთვისაც უკეთესია -- სტამბული უნდა
9. imerkhevliბს....
10. მოუსვენარი??
11. jude( ნატალია) - სტამბული უნდა
12. დეიდა კამას +
13. lolika ?
14. lolika-ას+?
15.-17.Tamari-ch.-ის + (ნატა და ნატას+)

მსურველები:
18. ჩემი + (ლელა)

ჩაწერილებიდან ვის უნდა გადაფრენა სტამბულში???!
სტამბულში გადაფრენა არჩევითია - ნაწილს შეუძლია დარჩეს გიორემეში და დაგველოდოს..
რამდენ კაცს უნდა სტამბული?
ზუსტად უნდა ვიცოდეთ ადრევე.
Last edited by Tamari-ch. on 05 ივლ 2013, 10:51, edited 14 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by karavi87 » 03 ივლ 2013, 17:07

ანუ გასვლა როდისთვის იგეგმება?
მოგზაურობა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 03 ივლ 2013, 17:23

karavi87
ლადო წერია ყველაფერი...
:)
თუ გინდა დროზე ჩაეწერე....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by deida kama » 03 ივლ 2013, 22:35

რა თქმა უნდა მე მინდა სტამბულში გადაფრენა, სასტუმოებს რაც შეეხება მე მირჩევნია რაც უფრო იაფიანი იქნება იქ გავათენო ღამე, ის თანხა სხვა რამის სანახავად გამოვიყენო ჯობია.და თარიღი 30 აგვისტო იყოს რა ნუ თუ ყველას უხერხდება უფრო ეს დრო,
ძალიან გამიხარდა სუმელას ჩამატებაც.
რაღაც ძალიან გრანდიოზული გასვლა უნდა იყოს რა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 04 ივლ 2013, 00:04

deida kama
შენი +-იც მოდის ხომ სტამბულში?

ხალხ! სასწრაფოდაა გადასაწყვეტი ავიაბილეთების ამბავი!

დროზე დაწერეთ ვინ მოდის და სასწრაფოდ უნდა დაიბრონოს 2 თვით ადრე, თორემ ელვის სისწრაფით იყიდება ბილეთები და აღარ იქნება
...ახლა სეზონია....
ახლა რომ ვნახე რაღაც ბილეთები უკვე აღარაა გაყიდვაში!

ახლა რა ხდება:
კაპადოკიიდან ავიაბილეთები უკვე თითქმის გაყიდულია!
ხალხი უკვე ბრონავს...

მაგრამ:

ჩვენ ხომ უნდა წავიდეთ ანკარაშიც?

შეგვიძლია ვიყიდოთ ანკარა - სტამბული - ანკარას ბილეთები

Departure Flights
Ankara (ESB) Istanbul - S.Gokcen (SAW)
69.99TRYSUPERDeparture 08:05 Arrival 09:05

Return Flights
Istanbul - S.Gokcen (SAW) Ankara (ESB)
39.99TRYKAMPANYADeparture 23:50 Arrival 00:50

იდეალურ!
დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე გვაქვს დრო სტამბულის დასათვალიერებლად...
და იმავე ღამეს ვბრუნდებით ანკარაში

და ჯდება 110 ლირა
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by karavi87 » 04 ივლ 2013, 12:46

Tamari-ch. wrote:karavi87
ლადო წერია ყველაფერი...
:)
თუ გინდა დროზე ჩაეწერე....
სავარაუდოებია და მე ზუსტი მაინტერესებს :)
მოგზაურობა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 04 ივლ 2013, 12:50

karavi87 wrote:
Tamari-ch. wrote:karavi87
ლადო წერია ყველაფერი...
:)
თუ გინდა დროზე ჩაეწერე....
სავარაუდოებია და მე ზუსტი მაინტერესებს :)
უკვე ზუსტია....

ბილეთებია დროზე დასაბრონი...
ხალხ ნევშეჰირი სტამბული უკვე აღარააა....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კაპადოკია - სტამბული - ხათუსა - ანკარა - ტრაპიზონი

Post by Tamari-ch. » 04 ივლ 2013, 23:01

დაიდო საბოლოო ფასები:
პირველ პოსტშიც ჩავამატე....

მძღოლმა დაიანგარიშა და
მარტო გზა+ბენზინი დაჯდება 180 დოლარი კაცზე



+ მუზეუმების თანხა
ერზრუმის მუზეუმის ფასი არ ვიცი
აია სოფია 25 ლირი (ეს დაახლოებით 20 ლარია)
ჰორას მუზეუმი 15 ლირი
დერინკუიუ - 15 ლირი
ზელვეს მუზუემი - 8 ლირი
სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი - 10 ლირი
გიორემეს მუზეუმი - 15 ლირი
იჰლარას მუზეუმი 8 ლირი
ჩავუშინის კლდის ეკლესია მგონი 8 ლირი იყო

ბორანი ჯდება 3 ლირი :D


+ სასტუმრო
გიორემეში არის 20 დოლარიანი სასტუმრო (იზოლირებული 2 -3 ადგილიანი) მღვიმეებში
იმავე სასტუმროში 6 ადგილიანი - 13 დოლარიანი..
არის 18 დოლარიანი სასტუმროც..
ჩვენ დაგვჭირდება 2 -3 დღე
+ უკან როცა დავბრუნდებით 2 ღამე უნდა გავათენოთ ანკარაში და ტრაპიზონში
ალბათ იქაც მაქსიმუმ 18-20 დოლარი იქნება
სასტუმროებზე დაიანგარიშეთ საშუალოდ 80-100 დოლარი.
გავიგებ თუ შეიძლება სადმე კარვების გაშლა...


+ სტამბულში გადაფრენა შიდა ავიარეისით 100-110 ლარია დაახლოებით....
ფასები და რეისები ყოველდღე იცვლება
ახლავე უნდა შევიძინოთ ავიარეისის ბილეთები...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]