ბევრი რამე ვნახეთ, მაგრამ ბევრია კიდევ სანახავი იქ.
ფეხით გვიწევდა ძირითადად სიარული და ასეთი მოგზაურობისთვის 1 კვირა მაინც გჭირდება, ჩვენ კი მხოლოდ 3 დღე გვქონდა.
მეორე ფაქტორი ისაა, რომ როცა მიდიხარ სამარშრუტოთი, ფეხით სიარული აღარ გიწევს და დროში იგებ, შესაბამისად მეტსაც ნახულობ...
იჰლარას ხეობისთვის მოგვიწია მანქანის ქირაობა - ამის ეკონომიასაც გიკეთებს სამარშრუტო.
მოკლედ, უკვე ადვილია ჩემთვის დაგეგმვა, კარგად ვარ გარკვეული დეტალებში.... კიდევ ერთი პლიუსი ისაა, რომ ტრაპიზონშიც ნახულობ ბევრ საინტერესოს და ხათუსაც და ანკარას არქეოლოგიური მუზეუმიც, სტამბულიც მოხვდება ამ ტურში ....
ვიცი რაა ღირებული და სანახავი... ყველაფერი დასაანგარიშებელია და ვისაც სურვილი ექნება - წავიდეთ და დიიიიდ სიამოვნებას მიიღებთ....
წასვლით აუცილებლად წავალთ..
წინასწარ ვხსნი თემას, რომ გქონდეთ დრო მოფიქრებისთვის
და შესაბამისად ფინანსურადაც მოემზადოთ...
სავარაუდოდ ერთკვირიანი იქნება.
აუცილებელი პირობაა სამარშრუტოს ბოლომდე შევსება
- ვინაიდან დიდ თანხებზეა საუბარი. სასურველია წამოვიდნენ მოტივირებული ხალხი
ანუ იმდენად ბევრი ძეგლია სანახავი, რომ მზად უნდა იყოთ სერიოზული ემოციური და ფიზიკური ”დაღლისთვის”.

ოკ.......


დაიდო საბოლოო ფასები და მარშრუტი
გავალთ პარასკევს ღამე 3 საათზე და მთელი ღამე ერზრუმამდე გვეძინება გზაში...
ერზრუმში ვიქნებით დილის 10-11 საათზე შაბათს...
იქ ვნახავთ ერზრუმის მუზეუმს, ძალიან საინტერესო ყოფილა...
მერე უკვე გეზს ავიღებთ კაპადოკიისკენ..
ჩავალთ შაბათს საღამოს გოერემეში
შეიძლება იმ საღამოს ვნახოთ წმ.გიორგის ეკლესია გოერემეში და
მზის ჩასვლას შევხვდეთ ან საკლი კილისეზე
ან უჩისარის ციხეზე.. ორივედან მაგარი ხედებია!
გააჩნია რომელ საათზე ჩავალთ..
კვირიდან - 1 სექტემბრიდან ვიწყებთ კაპადოკიის დათვალიერებას
ჩვენი პირველი 2 დღის გეგმა ყველაზე დატვირთული იქნება:
გიორემეს მუზეუმი, წითელი და ვარდისფერი ველი (იქ უამრავი ეკლესიებია)
ჩავუშინი, (სადაც წმ.გიორგის სახლია, სადაც ის დაიბადა) და ეკლესია კლდეში...
პასაბაღი, სადაც ”სოკოებია” და წმ.სტეფანეს საფლავია
ზელვეს მუზეუმი და ა.შ... კიდევ დავამატებთ გზადაგზა...
მესამე დღეს წავალთ მიწისქვეშა ქალაქების სანახავად - დერინკუიუ, +- კაიმაკლი, გუზელიურტი (სადაც გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესიაა)
სამიდან სავარაუდოდ ვნახავთ ორს,
მერე დღის მეორე ნახევარში გავეშურებით იჰლარას ხეობაში სადაც 7 -8 კმ ფეხითაა სასიარულო და 15 ეკლესიაა ხეობის ორივე მხარეს...
იქაა ზუსტად გურჯი ხათუნის მიერ აგებული წმ.გიორგის ეკლესია კლდეში!
ყველას თუ არა, უმეტესობას ვნახავთ...
საღამოს მივდივართ ანკარასკენ და ვბანაკდებით საკარვე ადგილებში.
ღამეს ვათევთ კარვებში
მეოთხე დღეს - 4 სექტემბერს- ჩავდივართ ანკარაში ვნახულობთ ანკარის მუზეუმს, გორდიონის ნაქალაქარს - მიდასის აკლდამას..
საღმოსკენ მივდივართ საკარევ ადგილებისკენ და ვბანაკდებით კარვებში
მეორე დილით ადრე (5 სექტემბერს) მივდივართ სტამბულში და იქ ვნახავთ: აია სოფიას, ჰორას მუზეუმს, სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმს, მიწისქვეშა ცისტერნებს, ტოპკაპის ციხე-სასახლე, გავისერინებთ ბორანზე ბოსფორის სრუტეში, შეიძლება კიდევ ერთი ეკლესია მოესწროს....
6 სექტემბერს ვნახულობთ ხათუსას - ხეთების დედაქალააქს (ულამაზესია), ხათუსასთან ალაკაჰოუიკის ენეოლითური დასახლებაცაა -
+კორუმის მუზუემს
უკან ვბრუნდებით 7 -8 სექტემბერს ტრაპიზონით და ვნახულობთ პატარა აია სოფიას და სუმელას...
ზღვის პირასაც გავჩერდებით სამსუნში და ტრაპიზონში
ჰო იქეთ გზაზე როცა ტაოს გავივლით ბანაა მგონი გზაზე, შეიძლება ეგეც ვნახოთ...
ანუ წავალთ
30 აგვისტოს ანუ პარასკევს ღამე 3 საათზე - 8 სექტემბრამდე
რაც შეეხება ფასებს,
მძღოლმა დაიანგარიშა ანკარასაც - მაგის მარშრუტში ანკარა არ იყო ჩართული
მარტო გზა+ბენზინი დაჯდება 180 დოლარი კაცზე
ამას დაემატება სტამბულის ფასიც - 67 ლირა...
+ მუზეუმების თანხა - ჯამში საშუალოდ 200-220 ლირამდეა
ერზრუმის მუზეუმის ბილეთის ფასი არ ვიცი (+- 10+-5)
გიორემეს მუზეუმი - 15 ლირა
იჰლარას მუზეუმი 8 ლირა
ჩავუშინის კლდის ეკლესია მგონი 8 ლირა იყო
დერინკუიუ - 15 ლირა
გიუზელიურტი - ?
ზელვეს მუზუემი - 8 ლირა
სტამბულში:
აია სოფია 25 ლირა (ეს დაახლოებით 20 ლარია)
ცისტერნები - 10 ლირა
ჰორას მუზეუმი 15 ლირა
სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი - 10 ლირა
ხათუსას მუზეუმი - ?
მიდასის აკლდამა - ?
ანკარას მუზეუმი - ?
გორდიენის არქეოლოგიური მუზეუმი - ?
ალაკაჰუიუკი - ?
სუმელა - ?
მცირე აიასოფია მგონი 10 ლირაა
ბორანი სტამბულში ჯდება 3 ლირა

+ სასტუმროები
გიორემეში დავჯავშნეთ 35 ევროიანი სასტუმრო (სამი დღის)
+ უკან როცა დავბრუნდებით 1 ღამე უნდა გავათენოთ ტრაპიზონში
ალბათ იქაც 20 დოლარი იქნება სასტუმრო
სასტუმროებზე დაიანგარიშეთ მაქსიმუმ 75 დოლარი.
შეიძლება კარვების გაშლაც - საკარვე ადგილი ბევრად იაფი დაჯდება.....
სართო ჯამში 700 ლარამდე ადის ხარჯები
თხოვნა იქნება
წამოიღეთ არა ლარები, არამედ გადაახურდავეთ ფული
180 დოლარი და 67 თურქული ლირა მძღოლისთვის
35 ევრო გიორემეს სასტუმროსათვის
კემპინგების თანხა ჯერ დაუზუსტებელია
როგროც ფორუმებზე წერენ 10 ლირაა ერთი კარავი
იქვე იქნება სასტუმროებიც - დაახლოებით 20 ლირაა საწოლი)
დაახლოებით 200 თურქულ ლირამდე მუზეუმებისათვის დაგვჭირდება
დაიმარაგეთ და ნელ ნელა იყიდეთ თურქული ლირები...
თურქულ ბანკში ცუდი კურსია, შედარებით უკეთესი კურსია გადასახურდავებელ სალაროებში.