Page 1 of 3
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 03 აპრ 2013, 19:32
by Int3lig3nt
ჰეჰ... დამავიწყდა უკვე, როგორ იხსნება თემები კარავზე
მოკლედ, რადგანაც კვირას ხარებაა და ბევრს სურს დილით ეკლესიაში ყოფნა, გადავწყვიტე გავაკეთო მომავალი სალაშქრო სეზონისთვის მოსათელი თბილისური გასვლა.
ვიკრიბებით 1 საათზე, სოლოლაკის მაღლა წყარო რომ არის და თუნუქის ვირის ქანდაკება რომ დგას, იქ (თუ გახსოვთ ადრე კარალიოკობის დღე გავაკეთეთ კარველებმა). ავუყვებით ტურისტულ მარშრუტს მთაწმინდის პარკისკენ. ცოტა ხანი მთაწმინდის პარკში გავჩერდებით და დავეშვებით ისევ ტურისტული მარშრუტით მამა დავითისკენ. ამის შემდეგ ან დავიშლებით, ან კიდევ რამეს მოვიფიქრებთ

.
რაოდენობა შეზღუდული არ არის. შეგიძლიათ ბავშვების წამოყვანაც, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ძირითადად აღმართებია სასიარულო და საკმაოდ რთული იქნება.
ამინდი კარგი გველოდება
თან იქონიეთ წყლისთვის ჭურჭელი და მცირეოდენი სასუსნავი.
წამომსვლელები:
1-2. ზღარბელიგენტი.
3. ???
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 03 აპრ 2013, 21:22
by Ledi
წამომსვლელები:
1-2. ზღარბელიგენტი.
3. Ledi
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 03 აპრ 2013, 21:27
by leo1
კარგი ჰაზრია ფრიად!
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 03 აპრ 2013, 21:33
by GT.ge
წამომსვლელები:
1-2. ზღარბელიგენტი.
3. Ledi
4.
5.
6.
7.
8.
9.
10. GT.ge
p.s. შაამსეთ.
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 00:18
by cekva
1-2. ზღარბელიგენტი.
3. Ledi
4.
5. cekva
6.
7.
8.
9.
10. GT.ge
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 09:58
by Iako.
ინტელ ვერ მივხვდი სად ვიკრიბებით, ვერ მოვდივარ აზრზე სად არის ვირის ქანდაკება:) და დამიკონკრეტე რააააა
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 12:22
by guruli
კვირას კი ვმუშაობ, მაგრამ ვეცდები, წამოვიდე და გნახოთ...
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 12:23
by keto
Iako.
სოლოლაკიდან მთაწმინდის პარკისკენ რომ უნდა წახვიდე, პოპულს აცდები და მერე რაღაც დიდი ძველი თეთრი თაღებიანი შენობა რომ არის, სადაც 360 გრადუსით ტრიალდება გზა, მაგის მერე მალევეა ხელმარჯვნივ ეგ სკვერი. ზაფხულობით სიმინდს ყიდიან ხოლმე და ცოცხალ მცენარეებს.
ჰო, ყურადსაღები გაფრთხილება: მაგ სკვერში რომ წყალი მოდის, არ დალიოთ! (ნუ თუ რა თქმა უნდა 2 დღეში 4კგ-ს დაკლებას არ გეგმავთ

)
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 14:11
by chuna
მე მოვდივარრ! ისე მენატრებით...მოვდივარ!
ჩემი "კათეტერიანი" ფოტოაპარატი კი გამიფუჭდა და დავრჩი უთვალოდ:) მაგრამ მაინც კარგი იქნება ასეთ ამინდში ბოდიალი...
სეზონს ამით გავხსნი მე კარავზე...და მერე ავიდგამ და ავიდგამ ფეხს:))))
წამომსვლელები:
1-2. ზღარბელიგენტი.
3. Ledi
4. ჭუნა
5. cekva
6. Iako.
7.
8.
9.
10. GT.ge
guruli ???
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 14:21
by Iako.
ვანო ქუჩა მითხარი რააა ზუსტად და მოგაგნებთ

თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 14:36
by CheLo
მეც ვერ მივხვდი არადა მომენატრა კარველებთან ერთად სადმე ხეტიალი...
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 14:43
by GT.ge
CheLo wrote:მეც ვერ მივხვდი არადა მომენატრა კარველებთან ერთად სადმე ხეტიალი...
მიხვალთ მერცნიერებათა აკადემიასთან.
დაელოდებით 124 ნომერ ყვითელ ავტობუსს.
დაიძრება ავტობუსი და გაჰყევით...
სოლოლაკიდან გასვლისას, მარჯვენა მხარეს რო შენიშნავთ წყაროს (იქვე ახლოს ადრე რესტორანი იყო. ახლა მშენებლობაა), გაჩერდით. ნარგავებს ჰყიდიან... ზაფხულში საზამთროსაც.
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 16:07
by Int3lig3nt
Iako.
CheLo
მოკლედ, აი რუქა:
http://wikimapia.org/#lang=en&lat=41.68 ... 6&z=18&m=b
რუკაზე შუაში რომ წრესავით რაღაცეებია, მანდვე მართკუთხედზე მაუსის გადატარებით გამოჩნდება ИÑточник питьевой воды. ეგ არის წყარო.
ამაღლების ქუჩა რომ მთავრდება, მანდ არის რაღაცა ჩუქურთმებიანი თეთრი უსახური შენობა (რუკაზე Samadlo Restourant), შემოსახვევიდან კი იწყება მარო მაყაშვილის ქუჩა. მარო მაყაშვილის ქუჩას რომ აუყვებით, ხელმარჯვნივ დაინახავთ წყაროს.
გიორგის რჩევას დაუჯერეთ ნაწილობრივ. ანუ ჩაჯექით 124 ნომერში მეცნიერებათა აკადემიასთან და ამაღლების ქუჩის ბოლოში (იმ თეთრ შენობასთან) არის ავტობუსის გაჩერება და იქ ჩამოხვალთ. მერე ცოტა ფეხით აისეირნებთ მაღლა და ეგ არის.
მაგ გაჩერებასთან კიდე მიდის შემდეგი ავტობუსები:
4 10 90 103 106 112
თუ საიდან მოძრაობენ ეს ავტობუსები, ნახავთ ამ საიტზე:
www.ttc.com.ge
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 16:11
by Int3lig3nt
keto
მე და კიდე ბევრს დაგვილევია ეგ წყალი და რა ვიცი, არაფერს არ შევუწუხებივართ

.
თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, დავუჯეროთ ქეთოს და სჯობს წყალი სახლიდან წამოვიღოთ.
თბილისის ტურისტული ტური - 7 აპრილი
Posted: 04 აპრ 2013, 16:18
by guruli
დავიჯერო, თემაში მპოსტავთაგან კარალოკფართიზე არავინ ყოფილხართ?
