Page 1 of 2

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 20 მარ 2013, 11:20
by civciva
ვიკრიბებით კვირას 24 მარტს 12:00 საათიდან შემდეგ ტერიტორიაზე: ვარკეთილი 3-ის 3 მ/რ, ახალაშენებული პოლიციის შენობის გვერდით მდებარე სკვერი. ვარკეთილის მეტროდან მიდის 70 ნომერი მარშუტკა. ქალაქიდან - #150 (ჩერდება ერთი გაჩერებით ქვევით).
ვამწვანებთ ჩვენს საყვარელ ქალაქს.
თბილისის მერია მოგვამარაგებს 55 ფიჭვის ნერგით და იარაღით (ნიჩბებით), ჩვენ მხოლოდ დარგვა გვევალება.

მსურველებო, წინ გამწვანებისკენ.

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 20 მარ 2013, 13:50
by teo-
მოვდივარ

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 20 მარ 2013, 21:57
by Int3lig3nt
ძალიან გვინდა მე და ზღარბს, იმედია მოვახერხებთ.

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 20 მარ 2013, 23:29
by civciva
აბა რას შვების ვაკეთებთ კეთილი საქმეს?!


თეო მენატრები გავატრაკოთ ვანოსთან

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 20 მარ 2013, 23:29
by civciva
აბა რას შვების ვაკეთებთ კეთილი საქმეს?!


თეო მენატრები გავატრაკოთ ვანოსთან

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 20 მარ 2013, 23:42
by Int3lig3nt
civciva
"რეჩი" ვინ დაგიწერა?

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 21 მარ 2013, 09:55
by laila
ვაპირებ წამოსვლას, და თან ბევრ მეგობარს მოვიყვან- რაოდენობას დღეს დავაზუსტებ

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 21 მარ 2013, 12:39
by GT.ge
რაც არ უნდა სამწუხარო თუ სასიავნო უნდა იყოს, ამჯერად დიდად ვართ დამოკიდებულნი გარემოს დაცვის სამინისტროზე.
ჯერჯერობით შეპირებულნი არიან მხოლოდ ნერგებს.
ველოდები პასუხს, - შეძლებენ თუ არა ნიჩბებით და სარწყავი წლით მომარაგებას.
ნიჩაბი შეიძლება მოიძიოს კაცმა ერთი-ორი ცალი... მარა, სარწყავი წყლის ავზის მოწოდება აუცილებელია... სათლებით ვერ ვწიკავთ მოსახლეობიდან.

როგორც კი იქნება სიახლე, გაცნობებთ.

დიდი მადლობა აქტიურობისთვის. :)

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 21 მარ 2013, 13:18
by Makuna Skhvitaridze
მეგობრებო, მერიიდანაც დამიკავშირდნენ, წერილი მქონდა მერიის სახელზე დაწერილი ნერგებისა/იარაღის მოწოდების და ასევე ადგილის შერჩევის თაობაზე, სავარაუდოდ მომავალ კვირას შესაძლებელი იქნება რომ მოგაწოდოთო, თუმცა იარაღით მომარაგებას ვერ ვუზრუნველყოფთო, თუ ვინმე აპირებთ მომავალ კვირაში იგივე აქციის ჩატარებას, მერია მზად არის დაგვეხმაროს და აღნიშნულ საკითხზე შეგიძლიათ მე დამიკავშირდეთ 595902003

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 21 მარ 2013, 18:46
by Makuna Skhvitaridze
მეგობრებო მინდა გაცნობოთ სასიხარულო ამბავი, მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ვასოს მობილური ავაფეთქე დღეს, გადაწყდა, მერია მოახდენს ნერგების ტრანსპორტირებას გარემოს დაცვის სამინისტროდან ვარკეთილის სკვერამდე და ნიჩბებითაც მოგვამარაგებს. გარემოს დაცვის სამინისტრო მოგვაწვდის შემდეგ ნერგებს: კვიპაროსი, თეთრი აკაცია, იფანი და წაბლი. როგორც თბილისის მერიამ და ბატონმა ვასომ გვირჩია, შერეული ნერგების დარგვა უკეთესი იქნება.
მერია და ბატონი ვასო უკვე მიყვარს მე უკვე... :)

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 21 მარ 2013, 20:51
by Ledi
მეც თქვენთან ერთად :)

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 21 მარ 2013, 21:07
by Int3lig3nt
ე.ი. ამ გოგონას დამსახურებაა, რომ არ ჩაგვეშალა ღონისძიება :).

Makuna Skhvitaridze

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 22 მარ 2013, 12:48
by GT.ge
Maka Skhvitaridze
მეგობრებო, ასეთი სიტუაციაა, დღეს დილით შემეხმიანა გარემოს დაცვის სამინისტრო და მაცნობა, რომ სამწუხაროდ ნერგებს ვერ გაწვდითო, კახეთიდან ჩამოტანა ამ კვირაში ვერ ესწრება და მომავალი კვირისთვის მოგაწვდითო, არადა გუშინ მითხრეს სამინისტროში გვაქვს ნერგებიო. ვუსაყვედურე, რომ გუშინ სხვა ინფორმაცია მითხრეს და დღეს ეს ინფორმაცია შეცვალეს, ვფიქრობ გარემოს დაცვის სამინისტრო საკმაოდ არასერიოზულად უდგება საქმეს, რაც ჩემში აღშფოთბას იწვევს. დიდი ბოდიში მოგვიხადეს და თავს უხერხულად გრძნობენ ამის გამო, თუმცა ეს საქმეს ვერ უშველის. ალტრენატიული ვარიანტია ისევ მერია, დავუკავშირდი მერიას და ვთხოვე ნერგების მოწოდება ხვალისთვის. ისევ ბატონი ვასო დაგვპირდა მცდელობას და პასუხს დღეს შემატყობინებს, თუ ვერ მოახერხა ნერგების მოწოდება თბილისის მერიამ, მოგვიწევს მომავალი კვირისთვის აქციის გადადება. მოკლედ დაველოდოთ მერიის პასუხს.

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 22 მარ 2013, 13:31
by Makuna Skhvitaridze
მეგობრებო, თბილისის მერია შემეხმიანა და 55 ფიჭვის ნერგის მოწოდებას შესძლებს, მხოლოდ კვირას შესძლებს, რამდენად მოსახერხებელია თქვენთვის, რომ კვირას გადავიტანოთ აქცია შაბათის ნაცვლად? ვფიქრობ, კვირას წირვის შემდეგ 13:00 საათი კარგი დრო იქნება. პასუხზე დღესვე უნდა შევეხმიანო მერიას, ასე რომ ველი თქვენს გადაწყვეტილებას ან ამ კვირაში ჩავატაროთ აქცია 24 მარტს კვირას, ანმომავალ კვირას დაველოდოთ გარემოს დაცვის სამინისტროს, თუმცა მე მათი იმედი და არც სურვილი აღარ მაქვს ამ პროექტის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის.

დარგე შენი მომავალი - 24 მარტი

Posted: 22 მარ 2013, 14:16
by GT.ge