Page 1 of 9

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 22 ნოე 2012, 01:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, გთავაზობთ :კარავისთვის: უკვე ჩვეულებად ქცეულ საახალწლო საქველმოქმედო აქციას ე.წ. ახალი
დევნილებისთვის. იმათთვის, რომლებმაც საკუთარი სახლები 2008 წლის ომის შემდეგ დატოვეს.
გორში ბევრი დევნილი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით 1 კორპუსში ჩასახლებულ 70 ოჯახს, დაახლოებით 250 ადამიანს.
ყველა მათგანი ცხინვალისა და ახალგორის მიმდებარე სოფლიდან არის.
მათ შესახებ ცნობებს ცოტა მოგვიანებით დავდებ.


საქველმოქმედო აქცია გაიმართება 2012 წლის ქრისტეშობისთვის 23ში, კვირა დღეს.
თბილისიდან დილის 09.58ზე სქიმიიდან გავალთ.


მანქანის საკითხზე მოგიანებით გაცნობებთ.
წინა წლებში ძნ დაგვეხმარა ზვიად ჩიტაური და ამ მიზნით უფასოდ დავყავდით. უფრო მეტიც,
თავად აქციაში დიდი გულმოდგინებით 1ვებოდა.
ახლა, ნამდვილად მერიდება, რომ ისევ უფასოდ წაგვიყვანოს.
ასევე, ტვირთის გადსატანად მანქანით უფასოდ გვეხმარებოდა დევნილთა სამინისტრო.
მკდ, როგორც აღვნიშნე, ამის თაობაზე მოგვიანებით დავწერ.

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 22 ნოე 2012, 02:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება საქველმოქმედო აქციის შესაწირს - ვაგროვებთ ფულს, ცხადია, ვისაც რამდენის გაღება შეუძლია, ასევე,
მიიღება ტანსაცმელი, ეს იქნება უკვე ნახმარი თუ ახალი. იყო შემთხვევები, რომ წინა აქციებზე დევნილთათვის სრულიად ახალი ტანსაცმელი შეიწირა.
ასევე, მოგვიანებით დავწერ ჩვილების, 2-დან 5 წლამდე, 5იდან 16 წლამდელთა და მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობას.
ეგებ, ამ მიზნობრივი ჯგუფებისთვისაც ვინმეს რაიმე ჰქონდეს შესაწირი.
ამ ეტაპზე საკავშირო პირები ნაია და მე ვიქნებით. მართალია, ჯერ მასთან ეს არ შემითანხმებია, მაგრამ ვითვალისწინებ
წინა აქციებზე მის მაღალ ჩართულობას და ვიმედოვნებ, არც ამჯერად იტყვის უარს.

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 22 ნოე 2012, 02:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
შეგახსნებთ წინა საქველმოქმედო აქციების ადგილებსა და თარიღებს:
2008 წელს - სოფელი მეტეხი
2009 - თელიანი
2010 - მოხისი
2011 - ხაშური


2012ში გორში მცხოვრები დევნილები გველიან.
ვიმოქმედოთ მეგობრებო.
თუ შეიძლება, ეს ცნობა გაავრცელეთ ახლობლებში, მეზობლებში, მეგობრებში. დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგან
თქვენსავით ექნება სურვილი, დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლბმაც არათუ სახლ-კარი, ოჯახის წევრებიც კი დაკარგეს.

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 22 ნოე 2012, 02:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
იმ ნივთთა სავარაუდო სია, რასაც დევნილებისთვის შეგროვილი ფულით ვიყიდით. უმრავლესობა
საოჯახოა და წინა გამ20დილებებს ეფუძნება:

1. ვარცლი
2. სათლი
3. ყავის მადუღარა
4. აქანდაზი
5. საჭმლის შესანახი კონტეინერი
6. ბოსტნეულის სახეხი
7. საწური ჭურჭელი
8. სარეცხი ფხვნილი
9. სარეცხისა და ხელის საპონი
10. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
11. ბავშვებისთვის ხელთათმანი და შარფი
12. 2-2 კგ შოკოლადი ოჯახზე, საახალწლო განწყობისთვის.


შეგროვილი თანხა თუ მეტის საშუალებას მოგვცემს, სიაც გაიზრდება.
ამასთან, თუ ვინმეს სიაში დამატებით რაიმეს შეტანა სურს, გაგვიზიარდით

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 22 ნოე 2012, 02:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჯერ-ჯერობით, ამ აქციისთვის 18 ლარი გვაქვს.
აქედან, 5 ლარი კარაველთა კაფეში შეკრებიდან მორჩა. ხურდა Tomaს ეკუთვნოდა, მაგრამ
საქველმოქმედო აციისთვის გაიღო და ნაიამ შეინახა.
13 ლარი კი ჩემ მიერ 2012ის ღვინობისთვეს გახორციელებულ კუმურდოს გასვლიდან მორჩა.
დამეთანხმებით, 18 ლარი ზღვაში წვეთია.
ჩვენი შემწეობით, ეს თანხა უნდა გა100მაგდეს, რომ ღირსეულად წავრდგეთ მათ წინაშე.
მართალია, კეთილი გულით მცირედიც შეიწირება, მაგრამ შესაფერისი საჩუქრები მათ განსაკუთრებით გაახარებთ.

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 22 ნოე 2012, 02:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.

ასევე, იქნებ ვინმემ მოიძიოს წინა წლებში გახორციელებული საქველაქციის კარავული ბმულები და ამ თემაში დადოს.
მადლობა, ხალხ, ყურადღებისთვის

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 22 ნოე 2012, 11:59
by tamuna_gudarexi
კარავის წინა წლების საახალწლო საქველმოქმედო აქციების ბმულები:

ხაშური, 2011
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5400&start=0

მოხისი, 2010
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4752&start=0

თელიანი, 2009
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=90

მეტეხი, 2008
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=180

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 23 ნოე 2012, 02:05
by anano
ველოდი ამ თემის გახსნას, ის კი არა ეს დღეები სულ ვფიქრობ დაგირეკო ამ თემასთან დაკავშIრებით და ვერ მოვიცალე, გამიხარდა , რომ ვნახე!


მოკლედ, მე როგორც ყოვლეთვის სიამოვნებით ვერთვები აქციაში, ყველა ჩემი რესურსით და ყველას მოგიწოდებთ ჩაერთოთ, რადგან გაწეულ სიკეთესთან ერთად თქვენ უდიდესი სიამოვნებით აღივსებით, როდესაც ისეთ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებით, როგორებიც ეს დევნილები არიან.. ..

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 23 ნოე 2012, 10:59
by aragvispireli
მიხარია, რომ ამ თემას ისევ ვხედავ,
შევეცდები მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) ჩავერთო :roll:

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 23 ნოე 2012, 14:08
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO
რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩავერთვები ამ აქციაში.

ამ დღეებში ჩემ საბანკო რეკვიზიტებს დავდებ და თუ ვინმეს თანხის მოწოდება უნდა და შეკრებებზე მოსვლას ვერ ახერხებს, შეუძლია ასე მომაწოდოს.

გარდა ამისა, პერიოდულად დავთქვამთ შეკრების დროსა და ადგილს მათთვის ვისაც ტანსაცმელი ან სხვა სახის შემოწირულობა აქვს გადმოსაცემი.

იმედია, წინა წლების მსგავსად წელსაც ბევრ ადამიანს გავახარებთ:)

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 24 ნოე 2012, 22:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
tamuna_gudarexi wrote:კარავის წინა წლების საახალწლო საქველმოქმედო აქციების ბმულები:
ბადლობა თამუნა.
ყოჩაღი გოგო ხარ

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 24 ნოე 2012, 22:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
anano wrote:ველოდი ამ თემის გახსნას, ის კი არა ეს დღეები სულ ვფიქრობ დაგირეკო ამ თემასთან დაკავშIრებით და ვერ მოვიცალე, გამიხარდა , რომ ვნახე!


მოკლედ, მე როგორც ყოვლეთვის სიამოვნებით ვერთვები აქციაში, ყველა ჩემი რესურსით და ყველას მოგიწოდებთ ჩაერთოთ, რადგან გაწეულ სიკეთესთან ერთად თქვენ უდიდესი სიამოვნებით აღივსებით, როდესაც ისეთ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებით, როგორებიც ეს დევნილები არიან.. ..
შენი იმედი მაქვს მეც და დევნილებსაც, ვის გვერდითაც, უკვე, რამდენი წელია, უანგაროდ და ყოჩაღად დგახარ.
ვიმედოვნებ, სხვებიც მოგბაძავენ.
aragvispireli wrote:მიხარია, რომ ამ თემას ისევ ვხედავ,
შევეცდები მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) ჩავერთო :roll:
შენ ძნ კგ გეგმები გაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, გამოვა.
ადგილზეც შემოგვი1დი. ჰომ იცი, საჩუქრებს დაფასოება დაჭირდება

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 24 ნოე 2012, 22:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
Naia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩავერთვები ამ აქციაში.

ამ დღეებში ჩემ საბანკო რეკვიზიტებს დავდებ და თუ ვინმეს თანხის მოწოდება უნდა და შეკრებებზე მოსვლას ვერ ახერხებს, შეუძლია ასე მომაწოდოს.

გარდა ამისა, პერიოდულად დავთქვამთ შეკრების დროსა და ადგილს მათთვის ვისაც ტანსაცმელი ან სხვა სახის შემოწირულობა აქვს გადმოსაცემი.

იმედია, წინა წლების მსგავსად წელსაც ბევრ ადამიანს გავახარებთ:)
მადლობა Naia.
დავთქვათ ხოლმე კვირაში 1ხელ შეხვედრის დრო და ვისაც რამე შესაწირი აქვს, მოიტანოს.

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 24 ნოე 2012, 22:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
გუშინ ჰერეთში შემთხვევით shoda1121 შემხვდა და
საქველმოქმედო აქციისთვის ფული გადმომცა.
ის 1ლი შემომწირველი გახდა.
ასევე, ჩემმა 1მა ნაცნობა მცირეოდენი თანხა გადმომცა.
ამჟამად, 48 ლარი გვაქვს.
სხვების ჯერია.


საქველმოქმედო აქციის შემომწირველთა სია:
1. shoda1121
2. GAMARJOBA SAKARTVELOს + გიორგი
3. ...

საახალწლო საქველაქცია გორში მცხოვრები დევნილთათვის. 23.12.12

Posted: 24 ნოე 2012, 22:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ 1 სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ ზვიად ჩიტაურმა თავად გამოთქვა სურვილი, წინა წლებივით
შემოუ1დეს საქველმოქმედო აქციას და სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმოს მინიბუსი, რომელშიც 21 მგზავრი ეტევა.
ასე რომ, ტრანსპორტის საკითხი გადაჭრილია.
ამასთანავე, ზვიადი მზაადა, დევნილთა საჩუქრების დაფასოებაში მიიღოს მონაწილეობა.
რა უნდა ვთქვა, დიებული ადამიანია და ნაღდი ქართველი, გულიანი და წესიერი კაცი.
მადლობა ზვიად