Page 1 of 2

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 16 სექ 2012, 14:03
by MIRANDA
ვაპირებ 22 სექტემბერს წავიდე ჩემი მანქანით რაბათის ციხის სანახავად... მსურველებს შეგიძლიათ შემომიერთდეთ.

გასვლის დროს, სავარაუდო ხარჯებს და მსგავს დეტალებს მალე დავწერ...

მირანდას ეკიპაჟი
1. მირანდა
2. მარიტა
3. თათია
4. მირანდას + (გიორგი)
5. მირანდას + (მეორე გიორგი)

:?:

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 16 სექ 2012, 23:06
by Naia
MIRANDA
რა კარგი იდეაა, მირანდა. მე ამ შაბათ-კვირას ვფიქრობდი და არ გამომივიდა. სავარაუდოდ, შემოგიერთდებით. თუ წამოვედი ალბათ ჩემი მანქანით ვიქნები

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 17 სექ 2012, 03:59
by MIRANDA
Naia wrote:MIRANDA
რა კარგი იდეაა, მირანდა. მე ამ შაბათ-კვირას ვფიქრობდი და არ გამომივიდა. სავარაუდოდ, შემოგიერთდებით. თუ წამოვედი ალბათ ჩემი მანქანით ვიქნები
ძალიან გამიხარდება, ნაი... წამო რააა 8)

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 17 სექ 2012, 13:12
by eloiza
ველოდებოდი ამ თემას :)))


სავარაუდოდ მეც შემოგიერთდებით ჩემი ეკიპაჟით :)

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 17 სექ 2012, 17:57
by GioMac
1. მირანდა
2. მარიტა
3. თათია
4. მირანდას + (გიორგი)
5. მირანდას + (მეორე გიორგი)
?. GioMac

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 01:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
რა კგ თემაა.
სხვათა შორის, სწორედ ამ გასვლის შემოთავაზება მინდოდა.
ვფიქრობ, მეც შემოგი1დეთ.
ამას წინათ ვნახე რაბათის ციხე.
შესანიშნავად არის გაკეთებული.
თუმც, რამდენიმე შენიშნვნა მაქვს.
მაგალითად, მეჩეთის სახურავის ოქროსფრად შეღებვა.
თურქები, რომლებმაც რაბათის დაპყრობის შემდეგ ააგეს მეჩეთი, ოქროსფერ სახურავს არ აკეთებენ.
ეს უფრო არაბებს ახასიათებთ.
ამის გარდა, ციხე, ძირითადათ ქვის ფერია და აქცენტების გამოსაყოფად, ურიგო არ იქნებოდა, ფერების შეტანა.
ამის მიუხედავად, ვიტყვი, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი, როგორ შესანიშნავად შეაზავო შუა საუკუნეები და თანამედროვეობა.

MIRANDA
სიკეთე შენს დაბრუნებას.
უკვე აქ იქნები, აღარ მიდიხარ?

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 01:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაბათში ადგილობრივებისთვის შესვლა 1 ლარი ღირს, დანარჩენებისთვის - 7.
მოქმედებს კაფე. სასტუმრო ჯერ არ გახსნილა.
ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწყობილია.
პარმაღებზე კეთიმოწყობილი საპირფარეშოებია.
მთელს ტერიტორიაზე იდეალური სისუფთავეა.
ციხე დილის 9ზე იღება და გვიანობამდე არ იკეტება

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 01:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
მინდა წამოსვლა, მაგრამ იმისთვის, რომ გასვლა მრავალფეროვანი იყოს, ძნ კგ იქნებოდა წალკა-ახალქალაქი-ასპინძით წასვლა.
გზად ვნახავდით ტბებს და ქართულ ტაძრებს.
განსაკუთრებით, საღამოს მონასტერს ჭირდება მხარდაჭერა.
თბილისი-ახალქალაქი-ახალცხიე 370 კმია
თბილისი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხე - 220 კმ.
ამ წრიული გასვლით 590 კმ იქნება გასავლელი.

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 01:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ ბევრი წამომსვლელი იყო, ეგებ მინიბუსი შევიპიროთ

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 02:12
by CheLo
2 დღიანზე ვიყავი ახლა სამცხე ჯავახეთში <3

ხერთვისი - ნიჯგორი - სარო - ხიზაბავრა - ობოლეთი - ასპინძა - რაბათი

რაბათი ძალიან მაგარი იყო იმხელა ტერიტორიაზეა 2 საათი მაინც გინდა რომ დაათვალიერო =))


შესვლა 7 გელა ჯდება! 10 კაცზე 5 ხოლო თუ სტუდენტი ხარ 1 ლარადაც შეხვალ :D :D თუ მიქაელი მაშინ შეიპარები... :shock: :) :)

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 13:07
by MIRANDA
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:MIRANDA
სიკეთე შენს დაბრუნებას.
უკვე აქ იქნები, აღარ მიდიხარ?
28 სექტემბერს ისევ მივდივარ, 3 თვით, და მინდოდა მანამდე მენახა რაბათის ციხე.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მინდა წამოსვლა, მაგრამ იმისთვის, რომ გასვლა მრავალფეროვანი იყოს, ძნ კგ იქნებოდა წალკა-ახალქალაქი-ასპინძით წასვლა.
გზად ვნახავდით ტბებს და ქართულ ტაძრებს.
განსაკუთრებით, საღამოს მონასტერს ჭირდება მხარდაჭერა.
თბილისი-ახალქალაქი-ახალცხიე 370 კმია
თბილისი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხე - 220 კმ.
ამ წრიული გასვლით 590 კმ იქნება გასავლელი.
მე მომწონს ეგ ვერსია. თან ძალიან! უბრალოდ მე ერთი დღე რადგან მქონდა შემეშინდა ვერ მოვასწრებ-თქო.. მაგრამ მგონი თავისუფლად მოსწრებადია, თუ დილით ადრე გავალთ :D

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 13:20
by MIRANDA
CheLo wrote:შესვლა 7 გელა ჯდება! 10 კაცზე 5 ხოლო თუ სტუდენტი ხარ 1 ლარადაც შეხვალ :D :D თუ მიქაელი მაშინ შეიპარები... :shock: :) :)
:lol:

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 16:00
by eloiza
ბევრი რამის ნახვის იდეას ვემხრობი, ამასთან ჯიპტური უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის ვიდრე სამარშუტო ტაქსი:)

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 20:04
by ანააანო
მინდა ძალიან

ვეცდები დავისვენო 22ში

რაბათის ციხე - 22 სექტემბერი 2012

Posted: 18 სექ 2012, 21:13
by keto
ვფიქრობ მეც :)