არხოტი 6-9 სექტემბერი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by GT.ge » 23 აგვ 2012, 12:56

guruli
გასვლაში დღეში 1 პური ძაან ბევრი მეჩვენება... მჭადები თუ დაცხვება, 0,25 ც. (ჰა-ჰა 0,5 :D ) საკმარისი უნდა იყოს.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by guruli » 23 აგვ 2012, 18:22

GT.ge
guruli
გასვლაში დღეში 1 პური ძაან ბევრი მეჩვენება...
მით უმეტეს - ნაკლები წავიღოთ, თორემ მე მაქსიმუმი ვთქვი.
თუმცა მჭადიც კარგია - იქაურ ყველთან წავა, კატეგორიულად არც მაგის წინააღმდეგი არ ვარ. :) უბრალოდ, მაგაზე დაყრდნობა გამიკვირდა.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by shoda1121 » 23 აგვ 2012, 18:42

guruli
პური რა თქმა უნდა :) უბრალოდ ვამბობ რომ ცოტა ფქვილის წაღება და იქ ჭადის გამოცხობა არ იქნებოდა ურიგო :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by Tamusia » 23 აგვ 2012, 19:57

სოფელში შეუთანხმდით და მაწონს გაგიკეთენ, თუ რომელიმე სოფელთან მოგიწევთ გაჩერება. საღამოდან დილამდე მოესწრება წესით.


ჭიმღაში ერთი ოჯახი ცხოვრობს. იქ ასავლელად დროის დაკარგვას არ გირჩევთ, არა მგონია სიხარულით შეგხვდნენ

გრძელმკლავიანების ჩაცმა რომ უმჯობესია დიყების გამო, ეს უკვე იცით ალბათ, თუმცა დიდი არაფერია ეგ ნადიყარები, როგორც გიორგი ტაბატაძემ გვასწავლა, ზელიონკა შველის. გარდა ამისა, იქვე იზრდება ფოთლები, რომლის წვენიც ასევე შველის.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
დავითაუ წ
ბილიკზე მოარული
Posts: 45
Joined: 08 ივნ 2011, 23:02
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by დავითაუ წ » 23 აგვ 2012, 20:32

ჭიმღაში ასვლას დროის დაკარგვას ვერ დავარქმევდი. მართალია განსაკუთრებული არაფერია, თუმცა ლამაზი ხედებია და გირჩევთ მაინც ახვიდეთ. არხოტში იყოთ და ჭიმღა რო არ ნახოთ, მერე სულ ინანებთ ნეტა გვენახაო...
ერთ დღეში მთლიანად მოესწრება ახიელის, ჭიმღისა და ამღის ნახვა. მეორე დღეს კი კალოთანა ხეობას და ქავისკრის ციხეს ნახავთ ( კარგი ლეგენდები და ამბები არსებობს და გიდს უთხარით მოგიყვეთ :) )
)))) ჰო კიდევ, რამდენიმე ადგილია(ძირიდად სოფლებთან და ნასოფლარებთან), სადაც გოგოების გავლა არ შეიძლება და მოუწევთ შემოვლითი გზით წავიდნენ. ბექამ იცის ეგ მარა მაინც შეახსენეთ, რო არ დაავიწყდეს :)

დიყებს რაც შეეხება, დიყით დასუსხულის მკურნალობას დასუსხვის პრევენცია ჯობია ))) ანუ ჩაიცვით გრძელი შარვალი და გრძლემკლავიანი ზედა. მით უმეტეს რო ბევრი ადგილი არაა ისეთი სადაც მოგიწვთ დიყიანებში "გარევა" ))
ქოლგასავით სიტყვები წვიმიან ამინდში...
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by shoda1121 » 23 აგვ 2012, 21:24

Tamusia
Tamusia
დიდი მადლობა დიყებზე რომ გამაფრთხილე დასანახად ვერ ვიტან

წასვლით კი ყველგან წავალთ რაც გეგმაშია; არც ისე ბევრი სოფელია არხოტში ; თუმცა ვისაც უნდა ახიელში დარჩება სადაც მთელი ტურის განმავლობაში გვექნება ბანაკი

დავითაუ წ
მადლობა დავითაუ, გავითვალისწინებთ!!!
Last edited by shoda1121 on 23 აგვ 2012, 21:25, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by QAQUCA » 24 აგვ 2012, 02:47

ფუსფუსებს ხალხიიიიი :lol: :lol: :lol:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by guruli » 24 აგვ 2012, 11:39

shoda1121
უბრალოდ ვამბობ რომ ცოტა ფქვილის წაღება და იქ ჭადის გამოცხობაც არ იქნებოდა ურიგო
ეგ კარგია, კარგი...
აფსუს, იქ კელამიდები არ გვექნება, თორემ მაგაზე დავაცხობდით.
და საგზალ ყველამ თავისი თუ რაგვერთ?
Tamusia
ჭიმღაში ერთი ოჯახი ცხოვრობს. იქ ასავლელად დროის დაკარგვას არ გირჩევთ, არა მგონია სიხარულით შეგხვდნენ
რას ამბობ, ქალავ! :D თუ წავედი, ჭიმღა და გიგლა აუცილებლად უნ და ვინახულო - ბავშვობიდან ვფიქრობ მაგ კაცზე, მას მერე, რაც რომელირაც გაზეთში ამოვიკითხე, რომ მარტო კაცი ცხოვრობს იმ მთებში.
არხვატში გადახვიდე და ჭიმღის კლდეები ახლოდან არ ნახო, გაბურის დატყვევებულ ეშმაზე ლეგენდა არ მოისმინო, სთვილა-შალშავზე გადაფრენილ წიპრანაზე ანას ლექსი არ გაიხსენო - მე რაღაც ვერ წარმომიდგენია და შენი არ ვიცი, მოხევის ქალავ. :D
დავითაუ წ
ქავისკრის ციხეს ნახავთ ( კარგი ლეგენდები და ამბები არსებობს და გიდს უთხარით მოგიყვეთ
ხარ "ატვეჩაი", ძმაუ, რომ ბუბა-ქალის ლეგენდას და იმ ხალხურ ლექსს თავიდან ბოლომდე მოგვიყვება? :D "ქავისკარს კედლად დაკიდულ ხავსებს/ ასას ნიავი ქარგავს და ძერწავს" - ამ ლექსს დავეძებ გახელებული, მაგრამ ვერსით მოვხელე ამ ხევსურებში. :D
QAQUCA
ფუსფუსებს ხალხიიიიი
როგორ მოიარხვატე, ვეჟო? :D
პ.ს. ე ჩვენი გიდი - ბექა წიკლაური ამღიონი ხომ არაა? :roll: თუ მასეა, მაშინ ზურა ენ-ის დადნაფიცთა ოჯახიდან იქნების.

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by karavi87 » 24 აგვ 2012, 13:15

1) შოდა (2კაციანი კარავი)
2) იაკო (3კაციანი კარავი)
3) ანი (იაკოს კარავში)
4)ქეთი (პერწკლის კარავში)
5)მოუსვენარი?
6) GT.ge (2კაციანი კარავი)
7) კახა ?
თEო_?
9. პერწკლი (3კაციანი კარავი)
10. მაკა (პერწკლის კარავში)
11. chqareuli (2კაციანი კარავი)
12. guruli ?
13. შოდა +ხატია საძილე საგებელი
14. შოდა+ ნოდარი ( 2კაციანი კარავი)
15. შოდა+ ნინო (კარავი)
16. მატროსკა???
17. chqareuli + (ჩქარეულის კარავში)
18. შოდა+(ანი) (იაკოს კარავში)

რეზერვი:
1. maxo127 ყურშას გარეშე
2. ჰერეთი
3-4 ანანო & თემო
5. კარავი 87 +
მოგზაურობა

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by shoda1121 » 24 აგვ 2012, 13:37

karavi87
+ რად მიაწერე სიას შენს ადგილას? შენ არ მოდიხარ და პლიუსის წამოყვანა გინდა???
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by shoda1121 » 24 აგვ 2012, 13:39

guruli
საგზალი ყველამ თავისი უნდა წამოიღოს თუმცა იქ ყველს ვიყიდიტ პლიუს :)
მეც ეთნოგრაფიული თვალსაზრისით მაინტერესებს და ბუნებით არხოტი თორე მგონი სულ 1-2 კოშკი დგას :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
დავითაუ წ
ბილიკზე მოარული
Posts: 45
Joined: 08 ივნ 2011, 23:02
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by დავითაუ წ » 24 აგვ 2012, 16:12

guruli
არხვატში გადახვიდე და ჭიმღის კლდეები ახლოდან არ ნახო, გაბურის დატყვევებულ ეშმაზე ლეგენდა არ მოისმინო
ზუსტად მაგას ვიძახი :)


ბუბა-ქალის ლეგენდას და იმ ხალხურ ლექსს თავიდან ბოლომდე მოგვიყვება?
მაგასაც და კიდე ბევრ სხვასაც... (თუ საკმარისს დაალევინებ უფრო კარგ რამეებსაც :D )
.ს. ე ჩვენი გიდი - ბექა წიკლაური ამღიონი ხომ არაა?
ეგ არის ))) ოღონდ მაგ ოჯახიდან არაა, სხვა მამიშვილობის არის ))
Last edited by დავითაუ წ on 24 აგვ 2012, 16:45, edited 1 time in total.
ქოლგასავით სიტყვები წვიმიან ამინდში...
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!

User avatar
დავითაუ წ
ბილიკზე მოარული
Posts: 45
Joined: 08 ივნ 2011, 23:02
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by დავითაუ წ » 24 აგვ 2012, 16:25

guruli
"ქავისკარს კედლად დაკიდულ ხავსებს/ ასას ნიავი ქარგავს და ძერწავს" - ამ ლექსს დავეძებ გახელებული, მაგრამ ვერსით მოვხელე ამ ხევსურებში.

მოგიყვებათ... თუ მწვეტას გადაასმევთ )) თან არც ხალხურია ეგ ლექსი :)





ქავისკარი
•••

ასასთან ვზივარ,
შმაგთან და ხელთან.
ტალღები ფიქრებს მიაგორებენ...
თეთრი და ლეგა ღრუბლები სხედან
გაღმა კლდის თავზე, როგორც ქორები,
ქავისკრის კედელს დაკიდულ ხავსებს
დროდადრო ასას ნიავი ღერღავს
და დამყრანტალებს სავსავით თავზე,
ყორანი, როგორც უმკლავო ღილღველს.
გასდევს ბილიკი ლეგა ქარაფებს,
გრიალებს წყალი შმაგი და ურჩი.
–არ მითხოვია ხომ არაფერი,
მზეო, ქავისკარს ჩახედე გულში.
ბუბა ქალს მტერი აქ უკაფია.
ჯაჭვი სცმია და კაცის იერით
აგორებულა ქავის ქაფიან
ვიწროებისკენ მტერი ცბიერი...
მობრუნებულან ღილღველნი მარჯვედ
და მამაც ბელადს, რომ განრისხებით
ჩაუკაფია ბუბასთვის ჯაჭვი,
ცხენზე ჩაღვრილა თმა ღამისფერი.
აჭყივლებულან ბოძალნი მქისედ
და მიქნეულა ხმლები უშიშრად...
გაუწყვეტია ბელადი ქოსა,
მხარიღლივ ოჩიაურ უშიშას.
ასასთან ვზივარ
ტალღებს ჩავყურებ,
–მზეო! ოდესმე თუ გთხოვო გულით.
გაათბე ქავის დაშლილი ყორე,
კაი ვაჟების უკვდავი სული.

გიგლა ოჩიაური
ქოლგასავით სიტყვები წვიმიან ამინდში...
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by shoda1121 » 24 აგვ 2012, 18:48

წავედი მე რაჭაში და 1-2 დღით ადრე დავბრუნდები :)
თუ რამე გაინტერესებთ 577050727
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
დავითაუ წ
ბილიკზე მოარული
Posts: 45
Joined: 08 ივნ 2011, 23:02
არხოტი 6-9 სექტემბერი

Post by დავითაუ წ » 24 აგვ 2012, 19:05

არხოტი!
მთის საუფლოში არსად ისეთი მიუდგომელი საცხოვრისი არ არის, როგორიც არხოტია.
სოფლები:
ჭიმღა.
ამღა.
ახიელა.
კვირიწმინდა.
მოწამეთა.
გვარები:
ჯაბუშანურები.
წიკლაურები.
ოჩიაურები.
ნაროზაულები.
ცისკარაულები.
ბალიაურები.
თეთრაულები.
გაბურები.
ჭიუხები.
მთები.
ქვემოთ ღორღიანი ჭალა.
ჭალაზე მდინარე - ასა.
და ეს ყველაფერი ერთად - არხოტი.
და არხოტიონები სხვებს რომ ეძახიან ხევსურებს, თუმცა თვითონაც იმათი მოდგმისანი არიან.
ვინ იცის როდის დაემკვიდრნენ აქ.
ხნავენ.
სთესავენ.
მკიან.
ხდიან არაყს.
ადუღებენ სვიან ლუდს.
ღრეობენ.
მღერიან.
ლექსობენ.
ზამთრის გრძელ ღამეებში სხედან ხევსურის ქალები და ფარდაგებს ჰქსოვენ. გრძელი ზამთრით გულგაწყალებულებს გაზაფხული ენატრებათ და ფარდაგებზე ნაირ-ნაირ ყვავილებს ჰქარგავენ.
გაზაფხული ფეთქავს ხევსურულ ხალიჩებზე.
აქ უთქვამს ჯაბუშანურების წინაპარს:
”იარებოდა დედაი,
ტირილით თვალცრემლიანი”...
აქ ბევრის საკარგყმო დალეულა.
აქაურებს სწამთ იმ ქვეყნიური ცხოვრება. ქრისტიანებიც არიან და კერპთაყვანისმცემლებიც.
მიცვალებულის სულს დოღს უმართავენ. საფლავზე აცეკვებენ დაწურვილ ცხენებს.
დასაბამიდან თვითონ ჭედავენ ხმალ-ხანჯლებს.
მტრიანიც არიან და მოკეთის მიმყოლნიც.
მღერიან საკარგყმოს.
ქისტის ურიცხვი ლაშქარი შემორტყმია გარშემო არხოტს.
გაჭირდა თურმე ბრძოლა.
გადმომდგარა მაშინ ციხის ქონგურებზე თმებგაწეწილი ხევსური დედაკაცი და უკივლნია არხოტიონათვის:
- ქალ-ბალღიანად გაწყდითავ არხოტიონებო, ოღონდ მტერს არ დაანებოთ არხოტი!
მაშინ ეს სიტყვა მზესავით ჩაღვრია არხოტიონებს ძარღვებში.
მდინარე ასა სისხლისფერი გახდა...
თევზი დაიხოცა შიგ...
არხოტიონებმა გამარჯვების აღსანიშნავად სოფლის გორზე საერთო ქავის კარი ააშენეს, სადაც ურიცხვი მტრის მარჯვენა ჩამოხმა მერე.

***

არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს. არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.
არ გასდევნებია ხარ-ჯიხვებს ჭიუხებში.
გარსია ოჩიაურმა თავისი სიცოცხლე ცეკვაში გალია.
ცეკვავდა ბალღობაში.
ცეკვავდა არხოტის ბუნებით მთვრალი.
არხოტის მაღალი ცა უყვარდა.
დილით მთის წვერზე ეგებებოდა მზის ამოსვლას.
მზე ამოდიოდა.
ცეკვავდა გარსია ოჩიაური მთის წვერზე.
იმან არ იცოდა რა იყო დაღლა.
ეჩვენებოდა, რომ მასთან ერთად არხოტის მთებიც ცეკვავდნენ.
მთებს ეჯიბრებოდა.
ცოლი რომ მოიყვანა, მაშინაც ცეკვავდა.
შვილი რომ დაებადა, ცეკვავდა.
ოცდაათ წელს რომ გადააბიჯა, მაშინაც.
ვერაფრით ვერ გაძღა არხოტის სილამაზით.
- ერთი არხოტის მიწაზე ცეკვით გამაძღო და მომკლა თუნდაც! - ამბობდა გარსია და ცეკვავდა.
გაზაფხულზე პირველი ყვავილი რომ ამოვიდოდა, ეცეკვებოდა.
ტყე რომ გირჩს გამოისხამდა, ეცეკვებოდა.
მდინარე ასას ეცეკვებოდა.
- ასა! - გაჰკიოდა გარსია.
- ასა! - ხმას აძლევდა მდინარე.
გუგული რომ მოფრინდებოდა, იმასაც ეცეკვებოდა გარსია. არხოტის უძირო ციდან თოვლის პირველი ფიფქი რომ ჩამოვარდებოდა - იმასაც.
ამ ქვეყანაზე ყველაფრის მოსვლას ცეკვით ეგებებოდა.
არხოტი უყვარდა უზომოდ.
ერთი წუთითაც არ უფიქრია არხოტიდან სადმე წასვლა.
არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს.
არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.
არაფერი არ მოუკლავს.
დღეს გარსია ოჩიაურის საკარგყმოს სვამენ ხევსურულ სოფლებში აქა-იქ შემორჩენილი ხევსურები.

***

მთავრობის კაცები ამოვიდნენ არხოტში.
გადასახლება.
ამ სიტყვამ დალულა გარსია ოჩიაურის ძვალ-რბილი.
- კი მაგრამ, ჩვენ აღარ გვეკითხებიან გვინდა თუ არ გვინდა?!
- სად გვასახლებენ, რატომ?
- მლაშეში.
- მერე და, რითი სჯობია მლაშე არხოტს?!
- თუ ეხლა იქ არ წამოხვალთ, მერე მაინც ჩაგასახლებენ და შეიძლება უარესი ადგილი შეგხვდეთო.
ბევრი იფიქრეს ხევსურებმა.
დასხდნენ საფიხვნოში და ბჭობდნენ.
ერთ კვირაში უნდა მომზადებულიყვნენ წასასვლელად.
- კი მაგრამ, რაით სჯობია ”მლაშე”, არხოტს.
- ვერ გაერკვია გარსიას.
არც სხვებმა იცოდნენ, რაით სჯობდა არხოტს ”მლაშე”.
"უარეს ადგილზე" დასახლებას, მლაშე არჩიეს სოფლის თავკაცებმა.
დაიწყეს მზადება.
შეკრეს ბარგი.
შეაგროვეს საქონელი.
გამოკეტეს საბძლები.
და ბოლო ღამეს დასხდნენ საფიხვნოში.
ხმას არავინ იღებდა.
გარსია ოჩიაურის შვილებმაც გაამზადეს ბარგი.
ისინიც საფიხვნოში დასხდნენ.
ისხდნენ და მიწას ჩაჰყურებდნენ ხევსურები.
ხვალე უნდა წასულიყვნენ აქედან.
გარსია ადგა და მაღლა ბანზე ავიდა.
მზე ჩადიოდა არხოტის მთებში.
ამ წუთში არხოტის მთების უსაზღვრო სიყვარული იგრძნო გარსია ოჩიაურმა.
ხვალე გადაასახლებენ.
დღეს უნდა იცეკვოს გარსია ოჩიაურმა.
შეიძლება ვეღარასოდეს ამოვიდეს აქ.
მზე ჩადის.
და ცეკვავს გარსია.
ღამდება.
ცეკვავს.
ამოდის მთვარე.
ხევსურები ბანს შემორტყმიან და უხმოდ მისჩერებიან გარსიას.
- ასა! - კივის ის.
- ასა! - ბანს აძლევს მდინარე.
ფეხებზე ქალამნები აცვდება. მაინც ცეკვავს.
მერე წინდებიც ცვდება.
ცეკვავს.
ფეხის გულებიდან სისხლი მოსდის.
ჯერ წვეთ-წვეთად...
მერე თქრიალით.
ტკივილს არ იმჩნევს გარსია.
უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.
სხვა დროს შეიძლება ვეღარც ამოვიდეს აქ.
სისხლი და მიწა ერთმანეთში ირევა.
გარსია ვერ გრძნობს, რომ სისხლმა ბანი აატალახა.
ის ვეღარაფერს ვეღარ გრძნობს, ერთი სურვილით არის შეპყრობილი:
უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.
ილევა ღამე.
თანდათან სისხლად იცლება მოხუცი.
მაინც ცეკვავს.
ხევსურები უხმოდ უყურებენ.
ვერავინ ვერ ბედავს ახლოს მისვლას, რომ გააჩერონ.
თენდება თანდათან.
მტრედისფრად გალობენ არხოტის მთები.
ცეკვავს გარსია ოჩიაური.
- ასა! - ერთხელაც გასძახებს მთებს და მზის სხივებს შეაშრება იმისი სული.
ერთი წამით ხელგაშლილი დგას.
მერე გულაღმა დაეცემა არხოტის მიწაზე.
ხევსურებმა ამოსულ კაცებს სთხოვეს, რომ ერთი კვირა დაეცალებინათ.
დაასაფლავეს გარსია და იმის სულის მოსახსენებლად გამართეს დოღი.
არავის ჩამოვარდნია ცრემლი.
ცხენების ჭენებაში მოიკლეს ბოღმა.
თითქოს ცხენებიც გრძნობდნენ, რომ ეს იმათი ბოლო დოღი იყო, ცხელი საფეთქლები ჭიუხებიდან მონაბერი ნიავისათვის მიეშვირათ და გარსია ოჩიაურის საფლავისაკენ გარბოდნენ, რომ იქ საბოლოოდ შეეყენებინათ ყალყზე თავიანთ პატრონებს.

გოდერძი ჩოხელი


ეს ისე...
ქოლგასავით სიტყვები წვიმიან ამინდში...
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]