ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Lilly
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 18 მაი 2011, 23:20
ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

Post by Lilly » 25 ივლ 2012, 01:35

ს.ო. აისი, 2012 წლის 28 ივლისს, შაბათს გეგმავს ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორის და მონასტრამდე მისასვლელი გზის დასუფთავებას.

შეკრების ადგილი მეტრო დიდუბის გამოსასვლელი დილის 09:00 სთ.

თბილისიდან გავალთ დაქირავებული მიკროავტობუსით მონასტრამდე (კონკრეტულად, სატყეოს ტერიტორია), ერთი ჯგუფი იმუშავებს თვითონ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - გზაზე.

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოხალისეს.

აქციაში მონაწილეებმა თან უნდა იქონიოთ 5 ლარამდე სამგზავრო ფული, მოხერხებული ტანსაცმელი (ეკიპირება) და 1 დღისთვის საკმარისი საკვები (დასასუფთავებელ ტერიტორიასთან ახლოს არის რამოდენიმე წყარო, სეზონის მიუხედავად აუცილებელი არ არის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის წყლის მარაგის წამოღება).

დასუთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდიც), უცენზურო გამონათქვამები და პოლიტიკაზე საუბარი!!!

ფოტოები გადაღებულია ზედაზნის მონასტრის გზაზე ა.წ. 15 ივლისს.



Image

Image

Image

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

Post by datoforesti » 25 ივლ 2012, 09:09

დამხმარე ძალა არის? ნაგვის მანქანა ანუ....მნიშვნელოვანია რადგან იმდენი ტომარა გროვდება ძნელი იქნება გამოტანა....
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
GIVARGIL
ბილიკზე მოარული
Posts: 34
Joined: 10 ივნ 2011, 19:45
Location: თბილისი
ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

Post by GIVARGIL » 25 ივლ 2012, 09:57

+1

სიის შედგენა და დაზუსტება სავალდებულოა?

Lilly
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 18 მაი 2011, 23:20
ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

Post by Lilly » 25 ივლ 2012, 14:07

datoforesti
კი, ნაგვის მანქანა გამოყოფილია აქციისთვის.

GIVARGIL

სასურველია.



თემა აისის ფორუმზე: http://www.aisiforce.org/forum/viewtopi ... =39&t=1866

User avatar
GIVARGIL
ბილიკზე მოარული
Posts: 34
Joined: 10 ივნ 2011, 19:45
Location: თბილისი
ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

Post by GIVARGIL » 26 ივლ 2012, 12:43

ჰმ ჯერ არ ვიცი, თუ მოვახერხებ :S

Lilly
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 18 მაი 2011, 23:20
ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

Post by Lilly » 02 აგვ 2012, 05:53

მიმდინარე წლის 28 ივლისს, როგორც იყო დაგეგმილი, შედგა “ს. ო. აისის” მიერ ორგანიზებული ეკო-გასვლა ზედაზენის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად. გასვლის მიზანი იყო მონასტრამდე არსებული ე.წ. ”სატყეოს” ტერიტორიის დასუფთავება.

აღნიშნულ ფართობზე უამრავი საქეიფო ადგილია, რაც სამწუხაროდ უამრავ ნაგავსაც გულისხმობს დღევანდელ რეალობაში. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ კონკრეტული პერიმეტრის დასუფთავება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოხალისემ (ძირითადად 18-22 წლის ახალგაზრდები), რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია “ს.ო. აისის” მიმდინარე კურსის კურსანტების აქტიურობა.

საღამო ხანს გზის პირას საკმაოდ დიდი პოლიეთილენის გორა დაგროვდა, რომლის საბოლოოდ ნაგავსაყრელამდე გატანაშიც მცხეთის რაიონის დასუფთავების სამსახურის სპეცმანქანა დაგვეხმარა. დალაგების პარალელურად, პოპულარული საქეიფო ადგილების მახლობლად გაიკრა აბრები ტექსტით – ”გთხოვთ ნუ დაყრით ნაგავს”.

Image
Image
Image
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]