Page 1 of 9

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 20:29
by Tamari-ch.
გავიმეოროთ შარშანდელი ბედნიერი ორი დღე - "რაჭის ტური"

http://karavi.ge/viewtopic.php?t=5217&start=0

და ამჟამად ავიდეთ ზემო რაჭაში...

ამჯერად თავს ვესხმით ონის რაიონს და ვნახულობთ ზემო რაჭას...


:lol:

სავარაუდო გასვლა აგვისტოს შუა რიცხვები...

წავალთ პარასკევს საღამოს და ჩამოვალთ კვირას საღამოს...
პირველ ღამეს გავათევთ ისევ შაორის ტბაზე
ტრადიციულად დილით ადრე ვიჭყუმპალავებთ შაორში

მეორე ღამეს კი გავათევთ ზემო რაჭაში!


თუმცა აუცილებლად ვნახავთ შარშან გამაზულ ჭელიშის მონასტერს
და ამას!
კლდისუბნის ციხე-კოშკები (თავად იაშვილების საგვარეულო კოშკი ), ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია კლდეზე.
Image

აუცილებლად მინდა ვნახო ეს - ხიდიკარი

Image

Image

Image

ესაა ონის რაიონის ძეგლები
http://saunje.ge/index.php?id=331&lang=ka

მე პირადად ამ სიაში მხიბლავს ეს:

- კვაშხიეთი, ციკლოპური ნაგებობა. ანტიკური ხანის, კუნეთის წყარო და მისი მიმდებარე ეთნოგრაფიული უბანი.

- კუნეთის მეგალითური ციხე

- ჯოისუბანი "მცხეთის წმინდა გიორგი", IX-X ს.

ქრისტესი "ეკლესია ჯვარცმა", 10 ს.

გლოლის ბერის საყდარი, წმ.გიორგის ეკლესია 11–12 ს, ადგილი "ზედქალაქი", "ჯვარყანის" უბანი - ისტორიულ–ეთნოგრაფიული უბანი.
გონის "მთავარანგელოზის ეკლესია", IX-X ს.

ონი-ამბროლაურის ისტორიული ხიდი
Image

https://www.facebook.com/media/set/?set ... 200&type=3
აბა გადახედეთ:

აბა კიდევ რა მოსაზრებები იქნება?
რას გვირჩევენ ჩვენი კარველი რაჭველები?

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 20:37
by shoda1121
Tamari-ch.
ბრილი და გონა ღების გარშემოა და ღები მაგარი სოფელია :)
-
მთლიანობაში ონის რაიონში ძეგლები რავი და ბუნება კაია :)

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 20:40
by Tamari-ch.
shoda1121
ყველაფერს ორ დღეში ვერ ჩავატევთ - მომავალი წლებისთვისაც ხომ უნდა შევინახოთ რამე ...

:lol:

აბა სიას გადახედე, და რომელია საინტერესო ისტორიული ძეგლები...


ხიდიკარი და კლდისუბნის ციხე-კოშკები - ეს რომელ სოფელთანაა?
კიდევ რაღაც ძველი ოვალური ხიდი ყოფილა ონი-ამბროლაურის რაიონების საზღვარზე

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 20:56
by shoda1121
თუ წახვალ კვაშხიეთში მაშინ ბოყვაშიც უნდა ახვიდე და შქმერშიც; ერთი მიმართულებაა;

თუ ოსებისკენ წახვალ ჟაშქვა და ცხმორის მიმართულბაც კაია;

ონთან შოუბანშია ტყეში კაი ეკლესიაო გამიგია უბრალოდ დრო უნდა;

===
და მე მაინც გირჩევდი რომ ჭიორა-ღები ბრილი გონას მიმართულებას თუ სრულ 1 დღეს დაუთმობ და პარასკევ ღამით თუ წახვალ ;


http://mygeorgia.ge/-ზე არის აღნიშნული შოუბნის ეკლესია :)

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 20:57
by shoda1121
Tamari-ch.
ხიდიკარი და კლდისუბნის ციხე-კოშკები ეს წესია , ბარაკონამდე ხიდი რომაა მად არის გვირაბები და დამცავი ნაგებობა იყო მნიშვნელოვანი; იძახიან თამარ მეფის საფლავი მადააო რაჭველები :)) თამარის საფლავს ხომ არ ეძებ?:))

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 21:02
by Tamari-ch.
ვინც ეძებს - ის ყოველთვის პოულობს -
რამეს მაინც...

;)


ოკ.... დავგეგმავთ საინტერესო ტურს....

რუკასაც დავდებ და უფრო კარგად გამოჩნდება რა მოესწრება და როგორ....

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 21:07
by shoda1121
http://mygeorgia.ge/default.aspx?map=Cm ... ture=ka-GE

ონთან ესაა ძველი ეკლესიის ნანგრევები მაგრამ მაგარიაო ამბობენ მაგარ ადგილასაა მაინც :)

შოუბანთან ხო ხედავ სინაწმინდის ეკლესიას ტყეში ;

===
ჭალის ეკლესიაა დანგრეული ასევე :) ონთან ახლოს მაგრამ ეს მტლად დანგრეული მახსოვს კოხინჯრობაზე დავდიოდი;
ნამდვილად კარგი მაინც სორის ეკლესიაა გზაზე;
==
ღები-ბრილი-გონას მიმართულების არჩევას გირჩევდი მე მაინც როგორც ძირითადის

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 22:04
by Tamari-ch.
ღები-ბრილი-გონას მიმართულების არჩევა
ეს პირველ დღეს იქნება რა თქმა უნდა...

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 22:24
by shoda1121
Tamari-ch.
ჰოდა მეც მაგას გირჩევ პარასკევს წადით ისევ ღამით და შაბათსვე ღები–ბრილი–გონა ნახეთ და იქიდან ჩამოუყევით ქვემოთ :)

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 22:37
by aragvispireli
რავი თუ სია უკვე იწერება მე მოვდივარ ..
სულ ერტია სად წახვალთ და რას ნახავთ :)

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 22:43
by arcivi9
ღები მაგარი სოფელია
ვადასტურებ Image

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 12 ივლ 2012, 23:13
by Tamari-ch.
შეგვიძლია წინასწარი სავარაუდო სიაც დავწეროთ....

1) Tamari-ch.
2) ნარნარმა მომწერა მინდაო
3) aragvispireli
4) ....


აგვისტომდე ჯერ ბევრი დროა, მაგრამ მაინც იყოს მიახლოებითი სია...

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 13 ივლ 2012, 00:44
by nikea
1) Tamari-ch.
2) ნარნარმა მომწერა მინდაო
3) aragvispireli
4) ნიკეა (თუ მეცლება აუცილებლად წამოვალ)

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 13 ივლ 2012, 01:36
by guruli
shoda1121 - ღები კია მართლაც მაგარი სოფელი და გლოლაში თუ ახვალ, ბარემ ეგეც უნდა ნახო, მაგრამ ბრილი, მგონი, საკმაოდ შორსაა ღებიდან. თან ახლა მანდ იშვიატად დადიანო...
ისე კი ეკლესიის ნანგრევები მანდაც ყოფილა და ულამაზესი ბუნებააო.

რაჭა ორი დღით - 18-19 აგვისტოს

Posted: 13 ივლ 2012, 08:56
by bavshvi
ე.ი. რა ხდება - მე შარშან ვიყავი პირველ ტურში და ახლაც მინდა მონაწილეობის მიღება მეორეში :)

თუმცა ვინაიდან თარიღები უცნობია, მეც დროებით კითხვის ნიშნით ჩავეწერები :)


1) Tamari-ch.
2) ნარნარმა მომწერა მინდაო
3) aragvispireli
4) ნიკეა (თუ მეცლება აუცილებლად წამოვალ)
5) Bavshvi ?