კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
masai11
- ფანტომასის სიძე
- Posts: 718
- Joined: 12 იან 2007, 21:39
- Location: შენს გვერდით
Post
by masai11 » 10 ივლ 2012, 22:18
ესეიგი, ბ ე თ ა ნ ი ა.
შაბათს, 14 ივლისს.
გასვლა 07:23-ზე კოლმეურნეობის მოედნიდან, კიკეთის საერისო ავოტობუსით.
მგზავრობის ღირებულება - როგორც მუნიციპალურ ავტობუსებზე, ანუ 50 თეთრი.
მარშრუტი იქნება ასეთი - ავტობუსით მივდივართ ბეთანიის გადასახვევამდე.
შემდეგ ფეხით ბეთანიამდე და უკან. საერთო ჯამში 18 კმ-მდე გამოდის ფეხით სავალი.
უკანა გზაზე იდეაში მაქვს, ან ბეთანიაში, ან წყნეთში, ან ოქროყანასთან ახლოს, ბუნ.წიაღში განთავსებულ რომელიმე "ზავეძენიეში" ხინკლის მირთმევა და ლუდი დაყოლება
(ლობიო აღარ მინდა)
დაბოლოს, დამაგვირგვინებელი აკორდი - ლუდხინკლით გამძღარი და ფრიად ამაღლებული განწყობით ნარიყალადან, ღამის თბილისისათვის თვალის შევლება და ახლადგახსნილი საბგიროთი დაშვება რიყეზე.
აი ასე
ხო, და რაც მთავიარია - ეს ლაშქრობაც ხორციელდება კულტურულ-შემეცნებითი პროექტის -"ნამუსის სარეაბილოტაციო ლაშქრობა" -ფარგლებში
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=56 ... sc&start=0
Last edited by
masai11 on 11 ივლ 2012, 14:32, edited 4 times in total.
-
stranger
- მაწანწალა
- Posts: 846
- Joined: 09 იან 2010, 21:45
- Location: ჩემი ოთახი
Post
by stranger » 10 ივლ 2012, 22:39
ძალიან კარგი გეგმაა,მაგრამ ბეთანიაში კარგად იცი გზები? მანდ გზა თუ კარგად არ იცი შეიძლება დაიკარგო.ბეთანიიდან უკან დასაბრუნებელი გზაა მთავარი . 
-
deida kama
- მაწანწალა
- Posts: 313
- Joined: 31 მარ 2008, 15:08
- Location: samxretis miyruebuli kunchuli
Post
by deida kama » 10 ივლ 2012, 23:20
მსურს ....
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 10 ივლ 2012, 23:55
narnari წამოვა

აქ ვერ პოსტავს და ამიტომ მე ჩავწერე
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
bavshvi
- მაწანწალა
- Posts: 320
- Joined: 05 აგვ 2008, 15:23
Post
by bavshvi » 11 ივლ 2012, 09:06
stranger
თუ სამანქანო გზით აპირებს წასვლას მგონი დაკარგვის საშიშროება ნაკლებადაა.
მე მანქანით ერთხელ ვარ ნამყოფი და როგორც მახსოვს ბეთანიის გადასახვევის მერე გზა არსად იყოფა (თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი, გზას არ ვუყურებდი

) ანუ გაუყვები გზას და მიხვალ.
-
masai11
- ფანტომასის სიძე
- Posts: 718
- Joined: 12 იან 2007, 21:39
- Location: შენს გვერდით
Post
by masai11 » 11 ივლ 2012, 11:40
stranger wrote:ძალიან კარგი გეგმაა,მაგრამ ბეთანიაში კარგად იცი გზები? მანდ გზა თუ კარგად არ იცი შეიძლება დაიკარგო.ბეთანიიდან უკან დასაბრუნებელი გზაა მთავარი . 
პირველად მივდივარ, ასე რომ ბეთანიისკენ სავალი გზები გატკეპნილი არ მაქვს.
რა გზითაც მივალთ, იმავე გზით ვაპირებ უკან დაბრუნებას. ამდენად, არა მგონია ახლა დაკარგვის რისკი დიდი იყოს. მაგრამ თუ ვინმეს მაინც აშინებს ასეთი რამის ალბათობა ... რავი, თავი შეიკავოს.
ღვთის წყალობის, გუგლის რუქისა და საკუთარი ტვინ-ფეხების იმედად მივდივარ

Last edited by
masai11 on 11 ივლ 2012, 14:30, edited 1 time in total.
-
stranger
- მაწანწალა
- Posts: 846
- Joined: 09 იან 2010, 21:45
- Location: ჩემი ოთახი
Post
by stranger » 11 ივლ 2012, 13:27
masai11 wrote:stranger wrote:ძალიან კარგი გეგმაა,მაგრამ ბეთანიაში კარგად იცი გზები? მანდ გზა თუ კარგად არ იცი შეიძლება დაიკარგო.ბეთანიიდან უკან დასაბრუნებელი გზაა მთავარი . 
რა გზითაც მივალთ, იმავე გზით ვაპირებ უკან დაბრუნებას. ამდენად, არა მგონია ახლა დაკარგვის რისკი დიდი იყოს.
ოკ.

-
stranger
- მაწანწალა
- Posts: 846
- Joined: 09 იან 2010, 21:45
- Location: ჩემი ოთახი
Post
by stranger » 11 ივლ 2012, 13:28
bavshvi wrote:stranger
თუ სამანქანო გზით აპირებს წასვლას მგონი დაკარგვის საშიშროება ნაკლებადაა.
მე მანქანით ერთხელ ვარ ნამყოფი და როგორც მახსოვს ბეთანიის გადასახვევის მერე გზა არსად იყოფა (თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი, გზას არ ვუყურებდი

) ანუ გაუყვები გზას და მიხვალ.
გმადლობ

-
skopi
- ბოდიალა
- Posts: 219
- Joined: 05 ივლ 2010, 15:52
- Location: მგონი თბილისი
Post
by skopi » 11 ივლ 2012, 14:23
შენ ეტყობა ბეთანიაში დაკარგულების ისტორია არ გაქვს მოსმენილი კარაველებისგან

-
stranger
- მაწანწალა
- Posts: 846
- Joined: 09 იან 2010, 21:45
- Location: ჩემი ოთახი
Post
by stranger » 11 ივლ 2012, 15:15
skopi wrote:შენ ეტყობა ბეთანიაში დაკარგულების ისტორია არ გაქვს მოსმენილი კარაველებისგან

მაქვს მოსმენილი და იმიტომ ვიკითხე:)))
-
masai11
- ფანტომასის სიძე
- Posts: 718
- Joined: 12 იან 2007, 21:39
- Location: შენს გვერდით
Post
by masai11 » 11 ივლ 2012, 15:47
ხო, აქ სიას არ ვწერთ.
წამომსვლეელბის რაოდენობა არაფერს არ წყვეტს საორგანიზაცო საკითხებში (ორგანიზებაც ძალიან პირობითია, ფაქტიურად არაა).
ვინც იქნება დათქმულ დროს ადგილზე იქნება და წამოვა.
ავტობუსი გადის 07:23-ზე.
-
avtokh
- მაწანწალა
- Posts: 953
- Joined: 28 სექ 2010, 21:31
- Location: saca moxerxdeba :)
Post
by avtokh » 11 ივლ 2012, 18:06
ავტობუსი მგონი სამანქანო გზის გადასახვევამდე მიდის, რომელიც პირდაპირ ტაძრამდე ჩადის, აი ძალიან უნდა მოინდომო მაგ გზაზე რომ დაიკარგო

) იქვე მდებარე "ზავიდენიები" ბლომადაა, რეკომენდაციას გავუწევ სჰემოიხედე გენაცვალეს, აქვთ როგორც დარბაზი ასევე გარეთ დასაჯდომი თავისი ჰამაკებით
ისე მასე ადრიანად გასვლა რატო? მაგაზე ერთი საათით გვიან გასვლაც საკმარისი იქნება მგონი ბეთანიის მოსავლელად

-
masai11
- ფანტომასის სიძე
- Posts: 718
- Joined: 12 იან 2007, 21:39
- Location: შენს გვერდით
Post
by masai11 » 11 ივლ 2012, 18:25
ავტობუსი მგონი სამანქანო გზის გადასახვევამდე მიდის, რომელიც პირდაპირ ტაძრამდე ჩადის, აი ძალიან უნდა მოინდომო მაგ გზაზე რომ დაიკარგო
ხო , დარწმუნებული ვარ რომ მასე ძალიანაც ვერ მოვინდომებ დაკარგვას და თან არც ისეთი ნიჭიერი ვარ, რომ დიდი მონდომებისა და ძალისხმევის გარეშე ასეთ ბრწყინვალე შედეგებს მოვაღწიო
მდებარე "ზავიდენიები" ბლომადაა, რეკომენდაციას გავუწევ სჰემოიხედე გენაცვალეს, აქვთ როგორც დარბაზი ასევე გარეთ დასაჯდომი თავისი ჰამაკებით
ძალიან კარგი, გავითვალისწინებთ და თუ უკან დაბრუნება იმაზე ადრე მოგვივიდა ვიდრე "საჭიროა" აი მანდ დავაყოვნებთ.

-
masai11
- ფანტომასის სიძე
- Posts: 718
- Joined: 12 იან 2007, 21:39
- Location: შენს გვერდით
Post
by masai11 » 12 ივლ 2012, 12:23
მშსდმ

აღმოჩნდა რომ ამინდმა ჩაგვიკუკა საქმეში
http://www.amindi.ge/%E1%83%AC%E1%83%A7 ... %E1%83%98/
ამინდი ჯე-ს ი
მმფორმაციით, შაბათს, შვენთვისსაინტერესო ტერიტორიებზე მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა.
ჰო თუ ამინდის პროგნოზი არ შეიცვალა, მაშინ ნასალა2 გადაიდება მომდევნო დღისთვის, ანუ კვირას 15 ივლისს იგივე საათებში.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰო თუ არა და მაინც შაბათს წავიდეთ?:)