ხადას ხეობა - 24 ივნისი
Posted: 15 ივნ 2012, 18:08
რომ მკითხო, სადაც ნამყოფი ხარ, ყველაზე მეტად რა ადგილი გიყვარს საქართველოშიო, პირველ რიგში ხადას ხეობა გამახსენდება.
მგონი 3 წელია არაფერი დამიგეგმავს კარავზე, მე თვითონ შარშან აპრილში ვიყავი ბოლოს კარავულ გასვლაში. და აი მოვიდა ნანატრი დრო, აგერ ვარ მე და აგერ ხადა!
ხადაში ორი მარშრუტია:
1. ქვეშეთიდან გადავუხვევთ ხადას ხეობაში და მჟავე წყლებამდე ავტოტრანსპორტით მივალთ. იქიდან ფეხით ავუყვებით გზას, მოვივლით სოფლებს და ხადას სალოცავს, ბოლოს ჩანჩქერთან გავჩერდებით, სადაც წავიხემსებთ და საღამოსკენ უკან გამოვბრუნდებით.
ფეხით გასავლელი მანძილი: სადღაც 5-6 კმ
2. გუდაურის სერპანტინს რომ ავცდებით, სოფელ სეთურებთან ჩამოვალთ ტრანსპორტიდან, ფეხით ავალთ ცეცხლიჯვრის ციხე-სალოცავთან, შემდეგ დავეშვებით ქოროღოს ეკლესიისკენ (რომელიც ხადას ხეობას გადმოჰყურებს ზემოდან), წავიხემსებთ, ვნახავთ ერთ ოჯახიან სოფელს (არც კი ვიცი, იქნებ აღარც ცხოვრობს არავინ), ჩამოვალთ სადღაც მჟავე წყლებისკენ და წამოვალთ თბილისისკენ.
ფეხით გასავლელი მანძილი: სადღაც 4-5 კმ
მთავარი დამავიწყდა, ხადას ხეობა ცნობილია თავისი კოშკებით.
ძველად 60 კოშკი ყოფილა, მაგრამ კომუნისტების დროს დაუშლიათ კოლმეურნეობის სასარგებლოდ.
ორივე მარშრუტზე ვიხილავთ კოშკებს, ზოგს ახლოდან, ზოგს შორიდან.
მე პირველი მარშრუტისკენ ვიხრები, მაგრამ თუ მეორე მარშრუტს მეტი მსურველი ეყოლება, მეორეს ავირჩევთ.
შეკრების დრო და ადგილი:
9:00 - სამთო ქიმია
თან უნდა იქონიოთ: საგზალი, არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი. გაითვალისწინეთ, რომ წყალი მხოლოდ პირველ მარშრუტზეა.
ასევე მზისგან დამცავი საშუალებები, რადგანაც მთაში მწველი მზეა, მით უმეტეს ასეთ სიცხეებში.
ტრანსპორტი:
20 ადგილიანი "მარშუტკა". ღირებულება - 200 ლარი
თანხა თანაბრად გადანაწილდება წამომსვლელთა რაოდენობაზე.
თუ საჭირო გახდა, მეორე ტრანსპორტსაც დავამატებთ.
ორი სია გვექნება - წამომსვლელთა და მსურველთა.
წამომსვლელები:
1. int3lig3nt
2. ?
მსურველები:
1. ?
2. ?
თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთ.
P.S. თუ მოვიცალე, რამდენიმე ფოტოს დავდებ წინა გასვლებიდან.