თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by Mta Mkvarebia » 22 ივნ 2012, 16:47

shoda1121
მანდ ნაშალი არაა, ბეღელადან ინდურთამდე სამანქანო გზა მიდის და მაგ სამანქანო გზაზე ყრია ნაშალი ;) . მხოლოდ ეგაა, რომ ვერხოვანის სიახლოვეს და ინდურთამდე ბოლო 2 კმ-ზე მდინარეა რამდენჯერმე გადასაკვეთი (მუხლს ოდნავ ზემოთაა). სატვირთო მანქანით და ჯიპით შარშან ადვილად გავლადი იყო, ხშირად გვხვდებოდნენ და გზას გვიმტვერებდნენ კიდეც. 1 დღეში კი არა, რამდენიმე საათში გავიდოდა და გამოვიდოდა მანქანით კაცი გომეწარსიც და წოვათაშიც. მაგრამ რადგან შორენამ თქვა რომ გზა არაა, ალბათ წელს შეიცვალა სიტუაცია (გომეწარში გზა ხომ ყოველ წელს თავიდან გაყავთ) ან კიდევ იმ ვიწრო გზაზე სადაც მოკლე ჯიპი გავა, სატვირთო ვერ გადავა. ეს შორენას უკეთ ეცოდინება და რადგან თქვა რომ წოვათა არ გამოვა, ალბათ ასეა.

აი ჩვენი შარშანდელი მოგზაურობა. ამ კონკრეტული წერილიდან იწყება ვერხოვანი-ინდურთა-ეთელტას მონაკვეთი:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=355762#355762
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by shoda1121 » 22 ივნ 2012, 23:31

Mta Mkvarebia
ბარსა მი9ყვებოდა ამ გასვლაზე :) ისეთი აღწერა იყო გეგონება მეც ვიყავი თქვენთან ერთად ერთი საათია ვკითხულობ მგონი :))

ე.ი. ვერხოვანში მისვლამდე შეგხვდება ის ერთი რთული გადასავლელი მდინარეზე არა?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by keto » 22 ივნ 2012, 23:51

Mta Mkvarebia

მეც მასე მითხრა იმ ბიჭმა, უკანა გზაზე ცხენით რომ მაჭენავა კლდეებზე :)) ეს გზა ერთი ნაშალის ჩამოწოლისას ჩაიკეტებაო და მერე მომავალი წლის დღესასწაულებამდე აღარ გაიწმინდებაო. დღესასწაული კიდევ, ხო იცით, ივლისის მეორე ნახევარშია და შესაბამისად მართალია შორენა, არ იქნება ახლა იქ გზა.
Keep Smiling...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by guruli » 23 ივნ 2012, 13:55

shoda1121 - რაღაც მეეჭვება, ბეღელადან ვერხოვანამდე 7 კმ იყოს, უფრო ნაკლები მგონია. :roll:

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by deida kama » 24 ივნ 2012, 15:58

პირადობები უნდა წამოვიღოტ? ჩემ +-ს ვადა აქვს გასული :?

t e q u i l a
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 20 ივნ 2011, 22:23
Location: თბილისი
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by t e q u i l a » 24 ივნ 2012, 20:42

50/50 მეც ჩამწერეთ თუ უკვე გვიან არ არის! მაგ პერიოდში მეც ვაპირებ წასვლას მაგრამ თუ ის ჩამეშალა :( მაშინ თქვენ შემოგიერთდებით. ზეგ მეცოდინება.

t e q u i l a
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 20 ივნ 2011, 22:23
Location: თბილისი
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by t e q u i l a » 24 ივნ 2012, 20:42

50/50 მეც ჩამწერეთ თუ უკვე გვიან არ არის! მაგ პერიოდში მეც ვაპირებ წასვლას მაგრამ თუ ის ჩამეშალა :( მაშინ თქვენ შემოგიერთდებით. ზეგ მეცოდინება. თუ წამოვედი მე ჩემი ყვეკაფერი მაქვს სრული კომპლექტი (კარავი, საძილე და საგებელი)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by Mta Mkvarebia » 25 ივნ 2012, 09:00

shoda1121
არა, ვერხოვანს რომ გასცდები, წაროს მიმართულებით სიარულისას. ვერხოვნამდე ფეხით მისვლა წესით არ უნდა გაგვიჭირდეს.

guruli
მეც არ მახსოვს მაგ გზა ასე გრძელი.
ეროვნული პარკის მეგზურში ვერხოვანი-დოჭუს სიგრძე 7,5 კმ წერია, დოჭუდან ბეღელამდე სულ მცირე 2-3 კმ მაინც იქნება. ანუ ბეღელა-ვერხოვანი, სავარაუდოდ, 4-5 კმ უნდა იყოს.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by Mta Mkvarebia » 25 ივნ 2012, 10:35

როგორც იმ დღეს დაგპირდით, შარშანდელი ლაშქრობიდან რჩევებს აქაც დავაკოპირებ. რადგან შარშანდელი თემაა, ცხენების ხსენებამ არ დაგაბნიოთ.

14. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ძალიან თბილი ტანსაცმელი და საძილე, განსაკუთრებით თუ შემოდგომის დასაწყისში აპირებთ თუშეთში გამგზავრებას.
კიდევ აუცილებელი აღჭურვილობაა სამთო ან ჩვეულებრივი ხის ჯოხი, რაც ძალიან გამოგადგებათ ამ და მსგავს მარშრუტებზე.

მგონი კარგი აზრია აქვე ჩავამატო რჩევების შესახებ ის ნაწილი, რაც სამომავლო გეგმებში დავდე.
აუცილებლად წამოიღეთ:
1. პირადობის მოწმობა
2. მზისგან დამცავი ქუდი და ნელსაცხებელი
3. საწვიმარი
4. ფარანი (გაითვალისწინეთ რომ იქ ელექტროენერგია არაა, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმროებში მაგალითად, ამიტომ ვერც ტელეფონებს, ვერც ფოტოაპარატებს, ვერც ფარანს ვერ დატენით, და თუ სათადარიგო ბატარიები გაქვთ, წამოღება არ დაგავიწყდეთ)
5. მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, და ასევე მოხერხებული გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. თუ სანდლები გაქვთ, აუცილებლად წამოიღეთ, სავარაუდოდ მდინარეებში გავლა-გამოვლა მოგვიწევს, ასევე კარგი იქნება ისეთი შარვალი რომელიც ადვილად შრება. ასევე კარგია თუ გაქვთ ისეთი შარვალი, რომელიც ელვა შესაკრავების საშუალებით მოკლდება ან გრძელდება. დილით ეციება, მერე კი ეცხელება. მაგრამ თუ ასეთი შარვალი არ გაქვთ, არაუშავს, მე პირადად მუხლამდე ბრიჯები მაცვია ხოლმე მაღალ წინდებთან, როცა დაცხება მაღალ წინდებს დაბალი წინდებით ვანაცვლებ, ასევე თუ დამისველდა ფეხი, მხოლოდ წინდებს ვიცვლი, და დისკომფორტი არ მაქვს. არ გირჩევთ ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას. ფეხს გატკენთ. მანამდე მაგ ფეხსაცმელი სადმე გამოსცადეთ, თუნდაც 1-2 დღე ქალაქში ჩაიცვით.
6. სულ მცირე 1 ხელი თბილი ტანსაცმელი (მე მაგალითად 1 ქუდიანი როლინგი, 1 ჟაკეტი, ერთი თხელი, უსახელო ე.წ. დუტის შემოსაცმელი და საწვიმარი მომაქვს, ერთად როცა ვიცვამ ხოლმე არ მცივა)
7. ძირითადი ზურგჩანთის გარდა 1 პატარა ზურგჩანთა ან მოხერხებული მხარზე გადასაკიდებელი ჩანტა წამოიღეთ, სადაც საწვიმარს, ფარანს, ჟაკეტს, სანდლებს, წყალს, სასუსნავებს, ან ისეთ ნივთებს ჩადებთ, რაც იმ დღის განმავლობაში დაგჭირდებათ, რადგან ცხენებმა შეიძლება ჩვენთან ერთად ვერ იარონ ( ვიწრო ბილიკზე ცხენისთვის და ადამიანისთვის ერთ ტემპში სიარული ძნელია), და ჯობია საჭირო, აუცილებელი ნივთები თან გქონდეთ.
8. ტანსაცმელი და საძილე პოლიეთილენის პარკში გაახვიეთ და ისე ჩადეთ ზურგჩანთაში (მდინარეზე ხიდი რომც იყოს, ცხენები საცალფეხო ხიდზე ვერ გადავლენ და ხანდახან ზურგჩანთებს ძირი უსველდებათ ხოლმე), ასევე კარგია თუ გაქვთ ზურგჩანტის საწვიმარი, თუ არადა, დიდი ლურჯი პარკები რომ არის, 1-2 ის წამოიღეთ, რომ წვიმაში ბარგი არ დაგისველდეთ).
9. სანტავიკი, ციტრამონი, ბამბა, და ასეთი რაღაცეებიც წამოიღეთ. სანტავიკი ყველას ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეს, რადგან ასეთ გასვლებში, ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საშუალებაა.
10. არ დაგავიწყდეთ სალაშქრო აღჭურვილობის: საგებელი, საძილე, წყალგაუმტარი კარვის წამოღება (ვისაც გაქვთ). ვისაც კარავი არ გაქვთ, იქნებ მეგობრებში იშოვოთ.
დაწერეთ ვის რამდენ კაციანი კარავი აქვს, რომ გათვლა მაგის მიხედვით გავაკეთოთ.
11. საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი: რკინის ან პლასტმასის ჭიქა, თეფში ან ჯამი, პატარა კოვზი, ჩანგალი და თუ გჭირდებათ ხოლმე დანაც.
12. სალაშქრო ან ჩვეულებრივი, ხის ჯოხი. არ დაგეზაროთ ტარება, მერე კარგ სამსახურს გაგიწევთ.

კიდევ ერთი, როცა საცხენოსნო ტურით მიდიხართ, კარგი აზრია, შაქრის დიდ - 50კგ-იან ტომარას თუ წაიღებთ (გარეცხეთ წინასწარ ) ზურგჩანტა თავის საგებელიან-საძილიანად ჯერ დიდ პარკში ჩადეთ, მერე ამ ტომარაში და არც დასველდება, არც ცხენის სუნს და ბალნებს აიკრავს და არც დაიხევა. ჩვენ ასე მოვიქეცით და ყველა კმაყოფილი დარჩა.
Image

t e q u i l a
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 20 ივნ 2011, 22:23
Location: თბილისი
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by t e q u i l a » 25 ივნ 2012, 11:27

მეორდ ვპოსტავ : 50/50 მეც ჩამწერეთ თუ შეიძლება უკვე გვიან არ არის! მაგ პერიოდში მეც ვაპირებ წასვლას მაგრამ თუ მაგრამ პატარა პრობლემაა და შეიძლება თქვენ შემოგიერთდეთ. ზეგ მეცოდინება. თუ წამოვედი მე ჩემი ყვეკაფერი მაქვს სრული კომპლექტი (კარავი, საძილე და საგებელი)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by Mta Mkvarebia » 25 ივნ 2012, 12:13

t e q u i l a
სიაში თავად უნდა ჩაეწერო. დააკოპირო სია და მიეწერო. თავად ჩაწერა ეს ერთგვარი პასუხისმგებლობა და გაუგებრობების თავიდან აცილებაა. ადგილი არის თუ არა, ეს ორგანიზატორს - შორენას უკეთ ეცოდინება, მაგრამ პასუხი ზეგ მეცოდინებაო, რომ წერ, ჩვენ ხვალ საღამოს მივდივართ.
Image

t e q u i l a
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 20 ივნ 2011, 22:23
Location: თბილისი
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by t e q u i l a » 25 ივნ 2012, 12:20

Mta Mkvarebia wrote:t e q u i l a
სიაში თავად უნდა ჩაეწერო. დააკოპირო სია და მიეწერო. თავად ჩაწერა ეს ერთგვარი პასუხისმგებლობა და გაუგებრობების თავიდან აცილებაა. ადგილი არის თუ არა, ეს ორგანიზატორს - შორენას უკეთ ეცოდინება, მაგრამ პასუხი ზეგ მეცოდინებაო, რომ წერ, ჩვენ ხვალ საღამოს მივდივართ.
ოკ ! მომერიდა დაკოპირება ! ანუ უკვე ხვალ მეცოდინება და თქვენ 27-ში არ გადიხართ, ანუ ზეგ ? გმადლობთ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by Mta Mkvarebia » 25 ივნ 2012, 12:37

t e q u i l a
გავდივართ ხვალ საღამოს. ფული რომ ავკრიბეთ მაშინ მოვილაპარაკეთ დეტალებზე.
Image

t e q u i l a
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 20 ივნ 2011, 22:23
Location: თბილისი
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by t e q u i l a » 25 ივნ 2012, 12:51

Mta Mkvarebia wrote:t e q u i l a
გავდივართ ხვალ საღამოს. ფული რომ ავკრიბეთ მაშინ მოვილაპარაკეთ დეტალებზე.
ოკკ ძალიან ცუდი ჩემთვიის ! :(
მშვიდობით გევლოთ ! :D

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Post by perwkli » 25 ივნ 2012, 13:31

აუ და სად ვიკრიბებით და რომელ საათზე? :დ
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]