saskva wrote:kolonkelidze
ძალიან მინდა მაგრამ ერთი ორი კითხვა მაქვს მანამდე
1. 2ივლისს ანუ სამსახურში ჩვეულებრივად გამოვცხადდები ხომ?
2. ფეხით მაინც დაახლოებით რამდენი იქნება გასავლელი? ძალიან დიდი ხანია აღარსად ვყოფილვარ და მაინტერესებს რამდენად შევძლებ
3. კარვებში ვრჩებით?
1.თბილისში 1-ში ვიქნებით საღამოს, ბოლო დღე კვირა ამიტომ ავირჩიე მოწესრიგება რომ მოვასწროთ ორშაბათისთვის
2. 1ველ დღეს დაახლოებით 5 კმ-ს გავივლით ფეხით გზა მარტივია-- დიკლოდან ძველ დიკლომდე.საცალფეხო ბილიკია მაგრამ აღმართი არაა და არც ვიჩქარებთ რადგან ამ დღეს დიკლოში ვრჩებით.
მე-2-ე დღეს მთლიანად ფეხით ვივლით 15 კმ-ა დიკლოდან დართლომდე. დიდი დაღმართი გვაქვს ჩასავლელი და შეიძლება ითქვას რომ გზა რთულია, თუმცა აღმართები ბევრი არაა და ჩანთებიც არ გვექნება ამიტომ არ უნდა გაგვიჭირდეს. ვინც ფიქრობს რომ ვერ შეძლებს შეუძლია სატვირთოს გაყვეს დართლოში და ფეხით სიარული არ მოუწევს
მე-3-ე დღეს 3 კმ გირევიდან-ჰეღომდე, 1 კმ ფარსმამდე და 4-5 კმ დანო-კვავლო დართლო ..აღმართი გვექნება ასავლელი ჰეღოში, ფარსმაში.. კვავლოდან დართლოში სულ დაღმართია და რთული არაა ანუ სულ 9 კმ დღის განმავლობაში
მე-4-ე დღეს ფეხით გავივლით გზიდან სოფლებამდე რა მანძილიც იქნება მარტო იამს , ანუ გზიდან-დოჭუმდე და უკან, გზიდან ბეღელამდე და უკან..და ჯვარბოსელიდან წარომდე-ეს მონაკვეთი მარტივია 3-4 კმ სწორი ბილიკი
მე-5-ე დღეს ფეხითსიარული არ მოგვიწევს მარტო კესელოზე ავალთ.თუ გაგვიმართლა და 27-მდე მშენებლობა დაამთავრეს, ომალოდან წამოსულები აბანოს უღელტეხილზე თორღვას აბანოში შევივლით. 6 სთ-სთვის ალვანში ვიქნებით, და 2-3 სთში თბილისში.
3.კარავში დავრჩებით დიკლოში პირველ ღამეს.. მეორე და მესამე ღამეს ვფიქრობ კარგი იქნება თუ ონისესთან გავათენებთ დართლოში ღამეში მთლიანი ჯგუფი 100 ლარს გადავიხდით( 2 ღამეში 200 ლ). და ომალოში გავათენებთ კარავში მეოთხე დღეს