ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Kakha » 13 ივნ 2012, 09:36

ჩემი პაჯერო სწორედ ეგრე წვავს დიზელს 15-18 ლ 100 კმ-ზე.

ასე რომ 90X2.35=211,5 ლარი.

ახლა ნომინალურად ჩემთან 7 ადგილია. ნომინალურად, რადგან 2 ადგილი მესამე რიგშია, რომელიც ზრდასრული ადამიანისათვის არც თუ ისე მოსახერხებელია, განსაკუთრებით შორ მანძილებზე. და კიდევ, როგრც ვხვდები საკმაოდ გვექნება ბარგი (საძილე, კარავი და ა. შ.).

მოკლედ, თუ ხუთი კაცი ჯაჯდება ჩემთან მაშინ კაცზე საწვევის ფასი გამოდის 42 ლარი.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by shoda1121 » 13 ივნ 2012, 10:08

ჩიტიკიბეს ჯიპი არ უნდა :) და თან ჩიტიკიბეს მთელი დღე უნდა )
==
მეორე დღე: შორეთი-შორეთის ციხე/ღართა-ჯაბიეთი= ოთამდე მშვენივრად მიდის маршутка:დ
5-5 კმ-ია ორივე მიმართულება: აღმართი; ანუ თუ ჯიპით არ წახვალ მაშინ ნახევარ-ნახევარი დღე დაგჭირდება და ესეც ერთი დღე.
ანუ ოთისწყალის მხარეს ორივე მიმართულება ისედაც ესწრება 1 დღეში.
=
თუ ჯიპით წახვალ მაშინ უფრო გამართლებულია ჯიპმა შორეთსა და ღართაზე დრო დაგაზოგინოს : მაგალითად ჯაყისმანიც გვანახოს-ჯაყელთა საძვალე.

გასარკვევია ისე ეს ჯაყისმანი: მიდის თუ არა ჯიპი ახლოს; 1ხიდიანი სადამდე მიდის, სასაზღვრო საშვები და ა.შ. (км-ები ემატება ჯაყისმანის შემთხვევაში ვალეზე ჩავდივართ ისე) როგორც ვიცი ნეიტრალურ ზონაშია ანუ სასაზღვრო მავთულ-ხლართებს იქით და მესაზღვრეები უნდა გამოგყვნენ.
მოკლედ, თუ ჯიპი ჯაყისმანში არ გამოგვადგა მაშინ მის აუცილებლობას ვერ ვხედავ შორეთი-ღართა 1 დღე და ჩიტიკიბეც 1 დღე (ან ალტერნატიულად ჯაყისმანი პირველ დღეს და თუ დრო დაგვრჩა შორეთიც) მშვენიერი სალაშქრო საშუალო სირთულის გასვლა გამოდის სიმაღლეების აღებით მშვენიერი გზებით ერთხიდიანისთვის რომელიც სავარაუდოდ მაქს. 400 ლარი დაჯდეს ანუ შევსების შემთხვევაში 25.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Tamari-ch. » 13 ივნ 2012, 10:30

Kakha
ჩემი შვილის წამოყვანა მინდა (თუ გავწვდი ფინანსურად), უკან დაჯდება უპრობლემოდ ანუ 6 კაცი ვიქნებით სავარაუდოდ ამ ჯიპში

+ 1 ადგილი თენგოსთან

ჯერ ჯერობით 7 ადგილი გვაქვს


shoda1121
ჯაყისმანი ცოტა სათუოა - გავიკითხავ, იქნებ კახამაც ჰკითხოს კომპეტენტურ ხალხს

კიდევ რაღაც უცნობი ეკლესია იცის ნეფროსმა ტყეში.
ისიც ვნახოთ

პ.ს. ბაიები მე ნანახი არ მაქვს, და თუ დაგვჩა ბოლოში დრო, იქნებ მივიდეთ - ახლოსვეა....

კიდევ ერთმა მითხრა ახალციხეში ერთ ერთ ოჯახშიო (დავაზუსტებ სად) შემორჩაო დარბაზი
ძველი ქართული დარბაზი - მაგიც ვნახოთ
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Tamari-ch. » 13 ივნ 2012, 10:39

მიუხედავად იმისა, რომ ფოცხოვის ხეობაში მოგზაურობა წინა წერილიდან დავიწყეთ, ხეობის სახელწოდებაზე ახლა მოგვიწევს ყურადღების გამახვილება. ამის დრო სწორედ ახლაა, რადგან მდინარეს აღმა უნდა ავუყვეთ და თურქეთის საზღვრამდე მივიდეთ. იქ ჯაყელთა ადრინდელი ციხესიმაგრე და საძვალე ეკლესიაა. ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც ჯაყის სახელით არის ცნობილი, საზღვარს იქითაა, საძვალე ეკლესია ჯაყისმანი - საზღვარს აქეთ.
http://www.versia.ge/index.php/componen ... 07-36.html

:?

http://wikimapia.org/#lat=41.517812&lon ... 17&l=0&m=b

კოორდინატები: 41°31'4"N 42°49'9"E


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Tamari-ch. » 13 ივნ 2012, 11:01

პ.ს.
თუ ხალხი ბევრი მოგროვდა
შეიძლება მართლა სამარშრუტოთი წავიდეთ, შორეთში ფეხით ავალთ 5 კმ-ს
(მეორე დღეს მოესწრება უპრობლემოდ)
და ბევრად ნაკლები დაჯდება

:roll:
Last edited by Tamari-ch. on 13 ივნ 2012, 11:56, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Tamari-ch. » 13 ივნ 2012, 11:11

თისელში ავიდეთ აწყურიდან, თუ ჩიტიკიბედან არ იქნება გზა.


თისელი - სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, აწყურის თემში. მდებარეობს ოშორის მთის ჩრდილოეთით, მდინარე თისლის ზემოთში, ზღვის დონიდან 1200 მ., აწყურიდან 9 კმ.
სოფლის ტერიტორიაზე დგას XIV-XV საუკუნეების ეკლესია და ციხე-სიმაგრე.

http://dzeglebi.com/view.php?id=70
Image
ახალციხის რაიონში, სოფელ თისელის მახლობლად რამდენიმე ძველი შენობის ნანგრევია დარჩენილი. თვით სოფელი თისელი მთაშია, აწყურიდან დასავლეთით, 5-6 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლიდან 1-1,5 კილომეტრზე, სამხრეთ- აღმოსავლეთით, მთის პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირას დგას გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი. მის უკან (აღმოსავლეთით) შიშველი კლდეებია, მდინარის მეორე ნაპირზე კი ტყით დაფარული მთები.
ეს შენობა, როგორც ხელოვნების ძეგლი, დაღუპულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი დასავლეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია (ტაძართან თუ დასავლეთის მხრიდან მიხვალთ, თითქოს შენობის განივკვეთს ხედავთ), ქვის პერანგი ერთიანად შემოძარცულია.
გადარჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია საგრძნობლად შეუკეთებიათ. მისი გუმბათი შენობის სხვა ნაწილთაგან განსხვავდება, იგი აგურით და დამუშავებული ქვითა არის ნაგები. სხვადასხვა დროინდელი ფენები ირჩევა შენობის ქვემო ნაწილებშიც.
თისელის გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ წერილობითი საბუთები არ მოგვეპოვება, მაგრამ შენობის გეგმისა და ხუროთმოძღვრული თავისებურებათა მიხედვით, იგი XIV საუკუნის მიწურულში, ან XV საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული.
გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, კლდის ქიმზე, ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში, ოციოდე წუთის სავალზე - მეორე, უგუმბათო ეკლესია და მასთან დაკავშირებულ შენობათა მთელი კომპლექსი. ეს კუთხე ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მთელს სამცხეში. გუმბათიანი ეკლესიის ზემოთ ხეობა ვიწროვდება, ტყე გზამდე ჩამოდის. შემდეგ ხეობა ორად იყოფა და იქვე, მარცხენა ხეობის დასაწყისში, სადაც მოპირდაპირე კლდეები დიდად უახლოვდება ერთმანეთს, მოულოდნელად გამოჩნდება ახლახან ნახსენები უგუმბათო ეკლესია. იგი მარჯვნივ დგას, კედელივით შვეული კლდის საფეხურზე. გალავანი, რომელიც გზის პირამდის ჩამოდის, მისასვლელი გზა ამ გალავნის შიგნით, სხვა შენობები, მცენარეულობასა და ხავსშია ჩაფლული.
ბუნებრივ კლდეებსა და შენობათა ნანგრევებს ერთბაშად ვერც კი გაარჩევთ ერთმანეთისაგან. სადგომთა დიდი ნაწილი ახლა მიწის ქვეშაა. საფუძვლიანი გაწმენდისა და გათხრის გარეშე აქ ძნელად თუ გაირკვევა რამე.
თვით ეკლესია შედარებით კარგადაა გადარჩენილი. კედელ-კამარიანად დგას, საგანგებოდ ამოშენებულ ბაქანზე. კედლები თლილი ქვისაა. დასავლეთით კვადრატული კარიბჭეა. ყურადღებას იპყრობს კარიბჭის დიდი ვარსკვლავისებრი კამარა. ამგვარი კამარის უფრო კარგი ნიმუშები შეგვიძლია ვნახოთ ზარზმის ტაძრის კარიბჭესა და ზარზმისავე სამრეკლოში. სამხრეთის მხარეს ეკლესიაზე სამარხია მიშენებული.
გარედან ეკლესიას არავითარი მორთულობა არა აქვს, შიგნით კი მოხატულია. მხატვრობის გარჩევა ახლაც კარგად შეიძლება.
თისელის უგუმბათო ეკლესიაც აგრეთვე XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. როგორც ჩანს, აქ მონასტერი იყო.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Tamari-ch. » 13 ივნ 2012, 11:59

1. თამარიჩი
2. თამი?
3) კახა
4) შოდა
5) ჩემი +?
6)
7)
8 )
ნ--


7-8 ადგილია ჯიპებში

თუ 10 კაცი მოგროვდა ბოლო 2 ვერ წამოვა სიიდან (ბოდიში)

თუ 10 -ზე მეტი მოგროვა ანუ 18 კაცამდე შეივსო წავალთ სამარშრუტოთი

თუ 20 - ზე მეტი მოგროვა - წავალთ სამარშრუტო + ჯიპით
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by shoda1121 » 13 ივნ 2012, 12:40

მოკლედ, ჩვეულებრივი ტრანსპორტი 400 ლარზე მეტს არ გამოგვართმევს. 18 კაცზე 25 ლარი.
თან უმაგრესი სალაშქრო გასვლა გამოვა:

ჩიტიკიბე 2,200ზე მაღლაა ანუ მთელი რეგიონი თვით ფარავნის ტბა ჩანს: ასაღები ვერტიკალი 1კმ!!
შორეთი და ღართა 400-500 მეტრი ვერტიკალში :)

არ იქნება ადვილი გასვლა!
--
თუ იქნება მარშუტი თისელი-შორეთი პირველ დღეს
და მეორე დღეს ჩიტიკიბე ==
===
შესაძლებლობა გვაქვს ვნახოთ გზად ოშორა(ჩტიკიბემდე) თისელშიც ციხე, შორეთის ციხე უმაგრესი ხედებით, აგარის მონასტერი;
ვისაც არ ექნება სურვილი შორეთის მერე შორეთის ციხეზე ავიდეს სწრაფად ჩამოვალთ ქვემოთ და ღართასაც ვნახავთ :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Nephros » 13 ივნ 2012, 16:17

Tamari-ch.
თამთა, ჩემთვის შესაშური მარშუტია. მე სამწუხაროდ ივლისის პირველ კვირამდე არც ერთ შაბათ-კვირას არ მცალია. ჩიტიკიბეს რაც შეეხება, მე იქ დაახლ. 15 წლის წინ ვიყავი ( :O ), მეგზურიც არ გვყავდა და ორიენტაციით ვიარეთ. ერთადერთი, რასაც გირჩევთ, იქნებ სოფელში ჰკითხოთ ვინმეს - ან დაგაკვალიანოთ, ან გაგყვეთ. თუ სხვა მხრივ კონკრეტული დახმარება დაგჭირდებათ, იქნებ დაგეხმაროთ. shoda1121-მა როგორც ჩანს კარგად იცის მაქაურობა (ხომ არ ვიცნობ ნეტა? :) ). ზაფხულის ხვატისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად ფარავანი მეც მაქვს ჩიტიკიბიდან დანახული. სიამოვნებით დაველოდები რეპორტს და ფოტოებს გასვლის შემდეგ ;)
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

nikea
ბილიკზე მოარული
Posts: 43
Joined: 17 სექ 2009, 15:10
Location: tbilisi
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by nikea » 13 ივნ 2012, 17:05

1. თამარიჩი
2. თამი?
3) კახა
4) შოდა
5) ჩემი +?
6) ნიკეა?
7)
8 )
ნ--
me var gza.......

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by shoda1121 » 13 ივნ 2012, 17:54

Tamari-ch. wrote:1. თამარიჩი
2. თამი?
3) კახა
4) შოდა
5) ჩემი +?
6)
7)
8 )
ნ--


7-8 ადგილია ჯიპებში

თუ 10 კაცი მოგროვდა ბოლო 2 ვერ წამოვა სიიდან (ბოდიში)

თუ 10 -ზე მეტი მოგროვა ანუ 18 კაცამდე შეივსო წავალთ სამარშრუტოთი

თუ 20 - ზე მეტი მოგროვა - წავალთ სამარშრუტო + ჯიპით
პს. კახასთან ჯიპში როგორც კახამ თქვა 5 კაცზე მეტი ვერ ჩაჯდებაო და კაცზე 42 ლარი იქნებაო :) მოკლედ ჯობია რა 18 კაცი მოვაგროვოთ :) და მიკროავტობუსით წავიდეთ :) ეგებ ჰკითხო მძღოლს თისელი-ოშორა-ოთა რა დაგვიჯდება მარშუტი
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Kakha » 13 ივნ 2012, 21:08

მე დავწერე, რომ ჩემთან 7 ადგილია. აქედან ორი მესამე რიგში, და ეს ორი ადგილი არაა კომფორტული. ამას გარდა, ეჭვი მაქვს, რომ საძილე ტომრები, ქვეშაგები, კარვები დიდ ადგილს დაიჭერს. თუმცა თუ გავიჭირვეთ შეიძლება 7 კაციც დაეტიოს და ბარგიც. შევხედოთ რამდენი კაცი მოგროვდება წამოსავლელად და ისე გადავწყვიტოთ რითი მივდივართ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Tamari-ch. » 13 ივნ 2012, 21:15

Nephros
რაღაც ეკლესიაა ტყეშიო - ხომ არ გაგიგია?

საინტერესო ეკლესია ყოფილა

და თუ იცი რამე მასზე....


Kakha
საბარგული ხომ გაქვს? მახსოვს რომ გქონდა..
უკიდურეს შემთხვევაში მაგას გამოვიყენებთ...


წერილი მომივიდა ახალციხის დარბაზზე:
თამტა, მესხური დარბაზი რაბათშია, მაგრამ ახლა რესტავრაციას უკეთებენ და ვერ ნახავ თურმე, აგვისტოში დამთავრდება და მერე გაისეირნეთ. ახლა ნახეთ მუზეუმში.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by Tamari-ch. » 13 ივნ 2012, 21:23

shoda1121
მოკლედ ჯობია რა 18 კაცი მოვაგროვოთ
მოაგროვე კი ბატონო

ვინ გიშლის...

:D

მე პირადად არ მაქვს იმედი რომ 20 კაცი მოგროვდება...
:?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Post by shoda1121 » 13 ივნ 2012, 22:36

ბაკურიანიდანაც რომ გადმოვიდეთ ოთაში მაინც?:))
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]