Page 1 of 1

სვანე-TOBA 2012

Posted: 15 აპრ 2012, 19:33
by lama
Image

ვიკრიბებით, 11 აგვისტოს ღამის 11 საათზე სასტუმრო რედისონის პირდაპირ, ვლაგდებით მინიბუს(ებ)ში და მივემგზავრებით სვანეთისაკენ!


გენერალური გეგმა:

პირველი დღე 11/12 აგვისტო

ჩასვლა სოფელ ბეჩოში, ბანაკის გაშლა, წახემსება და ასვლა შდუგრას ულამაზეს ჩანჩქერზე, იგი მდებარეობს უშბის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს და ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, კერძოდ ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკას. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და ჩანჩქერის სიმაღლე 150 მეტრს აღწევს. დაბრუნება ბანაკში, კოცონის გარშემო შეკრება და დროსტარება.


მეორე დღე 13 აგვისტო

დილით საუზმის მერე, სოფელ ჭოხულდში მოვინახულებთ X საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესიას და დავიწყებთ ჩამოსვლას ბეჩოს თემის ცენტრალურ სოფელ დოლასვიფში სადაც საღამოს დავბანაკდებით დავანთებთ კოცონს და გავატარებთ ულამაზეს საღამოს.


მესამე დღე 14 აგვისტო

დილით მომზადების შემდეგ, მოგვაკითხავს მინიბუსი, ჩავსხდებით და გავემართებით მესტიისაკენ, გზად დავათვალიერებთ სოფელ ლატალსა და ლენჯერს და მოვინახულებთ X-XII საუკუნეების ეკლესია-მონასტრებს, ჩავალთ მესტიაში და დავბანაკდებით. საღამოს დავანთებთ კოცონს და ხალისიანად გავატარებთ დროს.


მეოთხე დღე 15 აგვისტო

დილით, საუზმის შემდეგ მოგვაკითხავს მინიბუსი და გავემგზავრებით უშგულში, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და რომელიც გამორჩეულია თავისი ისტორიითა და ეთნოგრაფიით. გზად მოვინახულებთ სოფლებს: მულახს, გადავალთ უღვირის უღელტეხილზე, ჩავალთ იფარის თემში, კალას თემში და ავალთ უშგულში, სადაც მოვინახულებთ ლამარიას კომპლექსს, რომელიც გამორჩეულია თავისი მდებარეობით, არქიტექტუითა და ისტორიით. გავისეირნებთ უშგულის თემის სოფლებში: ჟიბიანი, ჩვაბიანი, მურყმელი და ჩაჟააში. უშგულის დათვალიერების შემდეგ დავბრუნდებით მესტიაში.


მეხუთე დღე 16 აგვისტო

ეს დღე სრულად დაეთმობა მესტიის მთის დათვალიერებას, კერძოდ, ქორულდის ტბების მონახულებას. დილით ადრე გავალთ საფეხმავლო მარშრუტზე, ავალთ 2700 მეტრზე, სადაც ულამაზესი ტბებია და საიდანაც მოჩანს ზემო სვანეთის თითქმის ყველა მწვერვალი. (უშბა, თეთნულდი, შხელდა...) საღამოს დავბრუნდებით მესტიაში.


მეექვსე დღე 17 აგვისტო

დილით დავიძვრებით ჭალაადის ულამაზესი მყინვარისაკენ. დავათვალიერებთ ბუნების ამ საოცრებას და დავბრუნდებით უკან - ბანაკში.



მეშვიდე დღე 18 აგვისტო
დილით ავდგებით, ვისაუზმებთ და მოვემზადებით განმუხურის პლაჟისთვის. მოვა ჩვენი მიკროავტობუსი და წამოგვიყვანს შავი ზღვის ულამაზეს კურორტზე. განმუხურში ჩასვლისთანავე, ზღვის პირას გავშლით ჩვენს კარვებს და შევცურდებით ზღვის ტალღებში, დავესწრებით გასაოცარ დაისს, დავინახავთ აფხაზეთის მთებს და ა.შ. და ა. შ.

მერვე დღე 19 აგვისტო

ფერისცვალების დღესასწაულს მივულოცავთ ერთმანეთს, გადავალთ ანაკლიაში, გზად გავივლით ხისგან აღენებულ უზარმაზარ ხიდს მდინარე ენგურზე, დავბრუნდებით ბანაკში, მოგვაკითხავს ჩვენი მინიბუსი და გამოვემართებით თბილისისაკენ.



8 დღიანი ტურის ფასია: 300 ლარი

ფასში შედის:
ტრანსპორტი (შიდა ტრანსპორტის მომსახურება)
კვება
გიდი
სამუზეუმო გადასახადები

ლაშქრობის მონაწილეთა მაქსილამური რაოდენობაა 40 კაცი
ლაშქრობის მონაწილეებმა უნდა იქონიონ:
ზურგჩანთა
საძილე ტომარა (არქონის შემთხვევაში შესაძლებელია დაქირავება)
ქვეშაგები (პარალონი)
კარავი

სვანე-TOBA 2012

Posted: 15 აპრ 2012, 19:51
by Nika
lama
რო ჩამოხვალთ ეგებ მაგ ადგილების კოორდინატები (და თუ ტრეკები იქნება ხო საერთოდ მაგარია) დადო

ნუ ცხადია თუ კომერციული საიდუმლო არაა.

სვანე-TOBA 2012

Posted: 16 აპრ 2012, 11:33
by lama
Nika wrote:lama
რო ჩამოხვალთ ეგებ მაგ ადგილების კოორდინატები (და თუ ტრეკები იქნება ხო საერთოდ მაგარია) დადო

ნუ ცხადია თუ კომერციული საიდუმლო არაა.
დავდებ!

სვანე-TOBA 2012

Posted: 30 მაი 2012, 09:54
by laila
შემოგიერთდებით ალბათ ამ ტურში

სვანე-TOBA 2012

Posted: 30 მაი 2012, 12:19
by maripat
ისე გემრილეად არის აღწერილი ეს ტური რომ ალბათ შემოგიერთდებით თუ რამე არ შეიცვალა

სვანე-TOBA 2012

Posted: 30 მაი 2012, 12:44
by Makuna Skhvitaridze
მეც შემოგიერთდებით :)

სვანე-TOBA 2012

Posted: 30 მაი 2012, 13:23
by bavshvi
lama

ტობაზე ასვლას არ გეგმავთ ამ წელს ???

ძალიან მინდა :(

სამწუხაროდ ქსოვრელს ვერ მივყვები და იქნებ თქვენ დადოთ ეს ტური აგვისტოკენ ?

სვანე-TOBA 2012

Posted: 31 მაი 2012, 10:51
by MayaBeka
მეც რაღაც მეძახის ეს ტური :roll: :D

სვანე-TOBA 2012

Posted: 31 მაი 2012, 11:30
by QAQUCA
მოგროვდნენ უკვე ასკანელები :lol:

სვანე-TOBA 2012

Posted: 31 მაი 2012, 13:11
by maripat
QAQUCA wrote:მოგროვდნენ უკვე ასკანელები :lol:
რა არ მოგწონს მერე ? :D :D

სვანე-TOBA 2012

Posted: 31 მაი 2012, 14:16
by shoda1121
maripat wrote:
QAQUCA wrote:მოგროვდნენ უკვე ასკანელები :lol:
რა არ მოგწონს მერე ? :D :D
ასკანელები ხართ გურულები??? :D :D :D

სვანე-TOBA 2012

Posted: 08 ივნ 2012, 16:50
by lama
bavshvi wrote:lama

ტობაზე ასვლას არ გეგმავთ ამ წელს ???

ძალიან მინდა :(

სამწუხაროდ ქსოვრელს ვერ მივყვები და იქნებ თქვენ დადოთ ეს ტური აგვისტოკენ ?
კი ვგეგმავთ
28 ივლისიდან 4 აგვისტომდე. თუ სურვილი გაქვს შემოგვიერთდი... :wink: :wink: :wink:

სვანე-TOBA 2012

Posted: 14 ივნ 2012, 09:14
by TamuChelo
ტობაზეც წამოვალ და სვანეთშიც. როგორ ჩავეწერო?

სვანე-TOBA 2012

Posted: 27 ივნ 2012, 14:04
by lama
TamuChelo wrote:ტობაზეც წამოვალ და სვანეთშიც. როგორ ჩავეწერო?
დამირეკე: 599 606 327

სვანე-TOBA 2012

Posted: 26 ივლ 2012, 19:35
by laila
მე 100% ვაპირებ წამოსვლას, სიაში ჩამრთეთ ოკ ?