Page 1 of 7

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 00:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
გთავაზობთ გურიის გასვლას ლელობურთის ნახვისა და სხვათა შორის, მასში მონაწილეობის ჩათვლით.
2011 წელს ლელობურთი ვნახეთ და ის 20 კარაველი და +, ვინც მაშინ გურიაში იყო, დამეთანხმება,
უდიდესი შთაბეჭდილებით დაბრუნდა დედაქალაქში.
არ დამავიწყდება კეჭაყმაძეების ოჯახის განსაკუთრებული მასპინძლობა და avtokhას გზაში დაწეული ხაჭაპური,
ისტორიული ტაძრების მოლოცვა, სააღდგომო ღამისთევა შემოქმედის ტაძარში და გასვლის დასრულება შუხუთში,
სადაც რამდენიმემ ლელობურთში მონაწილეობაც მივიღეთ.
შარშან ქუთაისში მინიბუსი გაგვიფუჭდა და ამის გამო, ბევრის ნახვა დაგვაკლდა.
წელს ავინაზღაურებთ.
განსაკუთრებით მინდა, ჯუმათის ტაძარი გაჩვენოთ, ულამაზეს ტყეში აგებული და აგრეთვე, უდაბნოს კომპლექსი.
ერკეთის დედათა მონასტერიც ვნახოთ, პატარა ტაძარი, მაგრამ გურიის შესანიშნავნი ხედები მოჩანს.
მოგვიწევს ფეხით და მინიბუსით გადაადგილება.
გასვლა კარვებით იქნება


შეკრების დრო და ადგილი:
06.56სთ
15.04.2012
სასტუმრო :ივერია-რადისონის: წინამდებარე მოედანი

გეზი:
თბილისი-ლანჩხუთი-შუხუთი-ოზურგეთის-რაიონი-საჯავახო-თბილისი

ფასი:
მინიბუსის ფასია 460 ლარი.
თანხა თანაბრად გადანაწილდება

ტევადობა მინიბუსში:
19+1 მგზავრი

გასავლელი მანძილი:
მინიბუსით 637 კმ 2ვე დღეს
ფეხით 9 კმ და 236 მ 2ვე დღეს

ამინდი:
23-26 გრადუსი სითბო, უმეტესად მზიანი, ცვალებადი მოღრუბლულობა, კვირა ღამეს მოსალოდნელია მსუბუქი წვიმა

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
საძილე, საგებელი, შეთანხმებით კარავი, საკუთარი საგზალი, არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი, შეხვედრის
ადგილზე დაუგვიანებლად მოსვლა, ტაძრებისთვის შესაფერისი ჩაცმულობა.

სასარგებლო ბმული :კარავიდან: ლელობუთის თაობაზე:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4965

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 00:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.
ახლა კი, სია შევადგინოთ

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 00:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვისაც ლელობურთში მონაწილეობა სურს. ვურჩევ, წამოიღოს ისეთი მაისური, რომელიც ძიძგილაობაში
შეიძლება დაიხას, მაგრამ გულდასაწყვეტი არ იქნება

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 00:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა, ძნ ძნელია, ვთქვა, რას ვნახავთ. ეს ჩვენს მოსწრებასა და მოწესრიგებულობაზე იქნება დამოკიდებული.
აუცილებლად ვნახავთ გურიის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს.
რაც შეეხება ბახმაროს, გზა რადგანაც თოვლისგან დაკეტილია და გეზს იქითკენ არ ავიღებთ.
დანარჩენგან პრობლემა არ არის.
თუ ჯუმათის გზა ტალახიანი იქნება, ან ფეხით ავალთ ან - სხვა გასვლისთვის გადავდებთ.
დამოკიდებული იქნება დროსა და სურვილზე

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 00:32
by ინა-უნა
GAMARJOBA SAKARTVELO

გადასარევი გასვლა იყო მართლაც, წეღან ვიხსენებდი. ვისაც გეცლებათ აუცილებლად წადით.
ლელობურთი, გამარჯვების ყიჟინი :)

http://www.youtube.com/watch?v=HZwsNgLx ... vjEFv2-Wk=

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 00:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
ინა-უნა wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

გადასარევი გასვლა იყო მართლაც, წეღან ვიხსენებდი. ვისაც გეცლებათ აუცილებლად წადით.
ლელობურთი, გამარჯვების ყიჟინი :)

http://www.youtube.com/watch?v=HZwsNgLx ... vjEFv2-Wk=
ნამდვილად, ნამდვილად.
წელს ვერ ახერხებ წამოსვლას?

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 18:50
by marishka
გოგა, დღეს გულდაწყვეტილი ვუყვებოდი პაატას ამ სანახაობის შესახებ, რათქმაუნდა მე ვერ შევძლებ წამოსვლას, არადა შარშან თემა რომ გაიხსნა ისეთი ემოციებით იწერებოდა ყველაფერი და ისეთი ფოტოები დაიდო, რომ ვიფიკრე ადამიანი ერთხელ მაინც უნდა დაესწროს ლელობურთსთქო. (ისევე როგორც, შარშან ზარზმაში შევხვდი აღდგომის დღესასწაულს და ჟრუანტელებით დამათენდა თავზე, ზარზმელი მამაოების ჯადოსნური ხმების წყალობით)
მოკლედ, პაატას დიდი სურვილი და ინტერესი აქვს და დამავალა დეტალები მივაწოდო. რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად გადაწყვიტა წამოვიდეს.

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 19:44
by laila
მიკვირს, რომ სია ჯერ კიდე არ შედგენილა. სავარაუდოთ ვაპირებ წამოსვლას. მგონი ძალიან საინტერესო სანახოაბა იქნება. გავეცანი ლინკებს და დავინტერესდი. :D

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 19:59
by ეკატო
შარშანდელი "გურული" აღდგომა მართლაც დაუვიწყარი იყო, შემოქმედში ღამისთევით დაწყებული ლელობურთით დამთავრებული, არაჩვეულებრივი გასვლა გამოვიდა, საინტერესო და ხალისიანი. ვისაც დრო და შესაძლებლპობა გაქვთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, დიდი შთაბეჭდილებები გელით წინ :)

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 21:22
by CheLo
1. გამარჯობა საქართველო
2. ვენტო ? (სრული აღჭურვილობით)
3 :?:

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 09 აპრ 2012, 22:29
by laila
1. გამარჯობა საქართველო
2. ვენტო ? (სრული აღჭურვილობით)
3. LAILA (სრული აღჭურვილობით) ?
4. :?:

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 10 აპრ 2012, 00:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
მივესალმები 1ლი მერცხლების გამოჩენას.
წინ სიამოვნება და თავგადასავალი გელით.
იაქტიურეთ, კარაველებო.
ასევე, არ არის შეზღუდვა +ებზე (როგორც ყოველთვის)

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 10 აპრ 2012, 00:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეკატო wrote:შარშანდელი "გურული" აღდგომა მართლაც დაუვიწყარი იყო, შემოქმედში ღამისთევით დაწყებული ლელობურთით დამთავრებული, არაჩვეულებრივი გასვლა გამოვიდა, საინტერესო და ხალისიანი. ვისაც დრო და შესაძლებლპობა გაქვთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, დიდი შთაბეჭდილებები გელით წინ :)
სხვებიც დიდი შთაბეჭდილებით ჩამოვლენ

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 10 აპრ 2012, 00:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
marishka wrote: მოკლედ, პაატას დიდი სურვილი და ინტერესი აქვს და დამავალა დეტალები მივაწოდო. რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად გადაწყვიტა წამოვიდეს.
სასიახარულოა.
თუ რამ შეკითხვა გაქვთ, მიმსახურეთ.

გურია და შუხუთის ლელობურთი, 15-16.04.2012

Posted: 10 აპრ 2012, 01:03
by maikoooo
laila wrote:1. გამარჯობა საქართველო
2. ვენტო ? (სრული აღჭურვილობით)
3. LAILA (სრული აღჭურვილობით) ?
4. მაიკოოოო? (80 % მოვდივარ :)):?: