Page 1 of 6

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 04:34
by CheLo
სამწუხაროდ ჩვენი ვადა გასული ფორუმის გამო ბევრი აქტიური მონაწილე-ორგანიზატორი ვეღარ წევრიანდება რაც ძალიან საწყენია და ჩემი სიტყვების გამო ნურავინ შემეკამათება.. მიუხედავად იმისა რომ ახალი ვარ მეც, ამ სატზე გული არანაკლებ შემტკივა... ახლა კი სალვადორის დაგეგმილ მარშუტს გაგაცნობთ...

"ეს იდეა მეორე წელია "მაწუხებს''.. მაგრამ თანამზრახველევბი ვერ ვიპოვე. მოვიდა გაზაფხული და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ამ იდეას. მარშრუტი მთლიანად ფეხით სავალია საერთო სიგრძით 15 კილომეტრი. შესვენებებს თუ არ ჩავთვლით ნელი სვლის შემთხვევაში 4 საათის სავალია. ხოლო კარგი (არა ჩქარი) ტემპით სვლისას 2 საათ-ნახევარშიც შეიძლება გავლა. თან მარშრუტის 80% დაღმართია, ასე რომ ძნელი არ უნდა იყოს.

მაშ ასე: მარშრუტი დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი. ეს მარშრუტი იმით არის საინტერესო რომ შუასაუკუნეებში აქ გადიოდა ასე ვთქვათ „მაგისტრალური გზა“ მანგლისიდან ტფილისისკენ, რომელიც აქტიური იყო მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. ტაბარუკიდან ეს გზა ისტორიულად შემდეგ ჩამოდიოდა სოფელ დიღომში და არა წოდორეთში, მაგრამ ფეხით სავალი რომ შევიმციროთ ამისთვის წოდორეთში სჯობს მარშრუტის დასრულება. დიდგორამდე მიკროავტობუსით უნდა ავიდეთ (100 ლარი). წოდორეთიდან ტრანსპორტი დადის ჩვეულებრივ საათში ერთხელ.

გაითვალისწინეთ რომ ეს მარშრუტი ფეხით სავალია. ამიტომ დიდი ჯგუფით წასვლა არ ღირს, მაქსიმუმ 15 კაცი.


გასვლის დროს 19 მაისი
შეკრების ადგილი - ბაგები! 8 საათზე
"

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 04:37
by CheLo
სია"

1. სალვადორ
2. ვენტო
3.

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 09:21
by Kakha
გუგლის რუკაზე ხომ ვერ დადებდით მიახლოებით მიანც მარშრუტს და აქ გვაჩვენებდით?

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 16:40
by arcivi9
CheLo
სამწუხაროდ ჩვენი ვადა გასული ფორუმის გამო ბევრი აქტიური მონაწილე-ორგანიზატორი ვეღარ წევრიანდება
ეს რაღაც ვერ გავიგე, თუ აქტიური მონაწილეა და თან ორგანიზატორი მაშინ ესე იგი კარაველი ყოფილა......თუ სხვა რამეს გულისხმობდი? :roll:

სურვილი დიდი მაქვს რომ წამოვიდე :)
1. სალვადორ
2. ვენტო
3. არწივი9 (თუ მეცლება წამოვალ)

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 16:47
by LEVANIKO
1. სალვადორ
2. ვენტო
3. არწივი9 (თუ მეცლება წამოვალ)
4. ლევანიკო (იქამდე დიდი დროა და ალბათ წამოვალ)

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 16:49
by stranger
შესაძლოა წამოვიდე.გააჩნია ამინდს. :)

1. სალვადორ
2. ვენტო
3. არწივი9 (თუ მეცლება წამოვალ)
4. ლევანიკო (იქამდე დიდი დროა და ალბათ წამოვალ)
5.stranger ?

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 18:03
by Kakha
ბარემ მეც ჩავეწერები

1. სალვადორ
2. ვენტო
3. არწივი9 (თუ მეცლება წამოვალ)
4. ლევანიკო (იქამდე დიდი დროა და ალბათ წამოვალ)
5.stranger ?
6. კახა

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 18:08
by CheLo
Kakha დაუკავშირდები სალვადორს მანამდე და იქნებ რუკაც დავდო რაც შენ მოითხოვე...

arcivi9 აქტიური მონაწილე არა კარავზე არამედ თვითონაა.. კარავზე ვერ აქტიურდება რადგან არავის არ აინტერესებს ეს საკითხი და უკვე 5 თვეა ელოდება.. არაა კარველი თუმცა სურვილი ჰქონია თუ tiko_r დაუჯერებთ ;)

ეს კი წყარო...
http://tfilisi.ge/forum/viewtopic.php?f=39&t=85

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 20:36
by arcivi9
CheLo
კარავზე ვერ აქტიურდება რადგან არავის არ აინტერესებს ეს საკითხი და უკვე 5 თვეა ელოდება
გვალვა რას აკეთებს ამ დროს? :roll:

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 20:58
by llev
დიდგორში წასვლა სულ მინდოდა 8)

1. სალვადორ
2. ვენტო
3. არწივი9 (თუ მეცლება წამოვალ)
4. ლევანიკო (იქამდე დიდი დროა და ალბათ წამოვალ)
5.stranger ?
6. კახა
7. llev

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 21:14
by KSOVRELI
100 ლარი დიდგორამდე კატასტროფა თანხა არის :!:

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 21:17
by shoda1121
KSOVRELI
ნიჩბისიდან რომ დაიქირავონ რამე? თუ ფეხით ასვლა არ გამოდის დიდგორში?

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 22:03
by CheLo
Image

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 22:04
by CheLo
სალვადორ.

მომწერე პირწიგნაკზე

https://www.facebook.com/ZuRa.Chelooo

მაქვს მე ერთი ლევი პროფილი და შეგეძლება იმით დაპოსტო დროებით.. იდ-ს და პაროლს პირწიგნაკზე გეტყვი..

დიდგორი - ტაბარუკი - წოდორეთი 19.05.2012

Posted: 04 აპრ 2012, 22:20
by KSOVRELI
shoda1121 wrote:KSOVRELI
ნიჩბისიდან რომ დაიქირავონ რამე? თუ ფეხით ასვლა არ გამოდის დიდგორში?
ფეხით ვერ ავლენ.

რავი, მგონი მანგილის სამარშრუტოც კი უფრო იაფი ღირს.
მანგლისში ავტობუსიც დადის დელისიდან, რაც უფრო იაფს ხდის მგზავრობის საფასურს.

მე როგორც მივხვდი, დიდგორიდან უნდა დაიწყონ და ქვემოთ ჩამოვიდნენ.
ხოლო ნიჩბისიდან ერთხიდიანი მანქანა ვერ ავა წესით.