Page 1 of 1

შიომღვიმის მონასტერი, დასუფთავების აქცია 22.04.2012

Posted: 29 მარ 2012, 22:58
by Lilly
ს.ო. აისი, 2012 წლის 22 აპრილს, კვირას, გეგმავს შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორის დასუფთავებას.

შეკრების ადგილი მეტრო დიდუბის გამოსასვლელი დილის 09:00 სთ.

თბილისიდან გავალთ დაქირავებული მიკროავტობუსით თვითონ მონასტერში, დავათვალიერებთ მონასტერს და იქიდან გზის დაყოლებით შევეცდებით დავასუფთაოთ დანაგვიანებული ტერიტორია.

მივესალმებით აქციაში მონაწილეობის მიღების ნებისმიერ მსურველს.

აქციაში მონაწილეებმა თან უნდა იქონიოთ 5 ლარამდე სამგზავრო, მოხერხებული ტანსაცმელი (ეკიპირება) და 1 დღისთვის საკმარისი საკვები.

დასუთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდიც), უცენზურო გამონათქვამები და პოლიტიკაზე საუბარი!!!


თემა აისის ფორუმზე: http://www.aisiforce.org/forum/viewtopi ... 39&p=88521

რამოდენიმე ფოტო შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიიდან, გადაღებულია ა.წ. 25 მარტს.

Image

Image

უშუალოდ მონასტერთან გზაზე:
Image

Image

Image

შიომღვიმის მონასტერი, დასუფთავების აქცია 22.04.2012

Posted: 30 მარ 2012, 00:17
by datoforesti
ჩამწერეთ... მაგრამ რადგან ძაან შორეული გეგმაა ჩემთვის 100% მაინც ვერ ვიტყვი რომ მოვდივარ...

შიომღვიმის მონასტერი, დასუფთავების აქცია 22.04.2012

Posted: 30 მარ 2012, 23:47
by chuna
ბავშვობა გამახსენდა...:))) ლენინის დაბდღეა და ლენინურ შაბათობებს ვაწყობდით სწორედ 22 აპრილს.....

მე კომუნისტი ბავშვი ვიყავი და იქაც ასეთი სიყოჩაღით გამოვირჩეოდი....არ ვაკლდებოდი ასეთ ღონის და "ღვინის" ძიებებს:)))))


მანამდე აღდგომაა და.....მერე სიაშიც ჩავეწერები!!!

მე მიყვარს აისი და მხარს ვუჭერ მათ პატრიოტულ აქციებს....

შიომღვიმის მონასტერი, დასუფთავების აქცია 22.04.2012

Posted: 01 აპრ 2012, 01:09
by nodarsho
ყველაფერი კარგი და ძვირფასი!
შიო მღვიმე საოცარი ადგილი,
დასუფთავება კეთილშობილური საქმე,
...მაგრამ, ლუდმა მაინც რა დააშავა? :)

შიომღვიმის მონასტერი, დასუფთავების აქცია 22.04.2012

Posted: 21 აპრ 2012, 23:46
by Lilly
მაშ ასე, ხვალ 22 აპრილს, როგორც დაგეგმილი იყო დილის 09:00 საათზე ვიკრიბებით მეტრო დიდუბის ქვედა გამოსასვლელთან და გავდივართ შიომღვიმის მიმართულებით.