ახლა შემოვდივარ წინადადებით ვითამაშოთ ახლო მომავალში ფეხბურთი, ზოგადად თუ მოვინდომე მეგობრებთან ერთადაც კი გავაგორებ სფეროსებრ მასას, მაგრამ კარაველებეთან ერთად ვფიქრობ სიახლე და რაღაც განსხვავებული უნდა იყოს

მთავარია მოგროვდეს საჭირო რაოდენობის ხალხი, სასურველია 12 კაცი (ქალებსაც მივიღებთ დაჟინებული თხოვნა თუ იქნა!).
თარიღზე და დროზე შეგნებულად არაფერს ვამბობ რადგან ჯერ მსურველების რაოდენობაა დასადგენი, შემდეგ ზარი ქარიშხალას დარბაზში ან იოსებიძეზე და სტადიონის ამბავსაც გავარკვევთ.
დათქმულ დროს შევგროვდებით და მერე გინდა ცოლიანები-უცოლოებზე ვითამაშოთ, გინდა მანქანიანები -უმანქანოებზე, გინდ სამსახურიანები-უმუშევრებზე და ასე შემდეგ.
ამ ზამთრის ძილის შემდეგ ერთი გამოცოხლება-გამოღვიძება არ გვაწყენდა


აუცილებელია გულშემატკივართა აქტიურობაც, ცარიელი ტრიბუნები ბედკრულ საქართველოს ჩემპიონატსაც ეყოფა:

ასე რომ მსურველებს ვთხოვ ჩაეწეროთ:
1. ბურდიანი
2.