Page 1 of 1

22 მარტი 5 დღიანი ტური კაბადოკიაში

Posted: 27 თებ 2012, 00:04
by ushguli...
მოგესალმებით მეგობრებო!
გაცნობებთ რომ 22 მარტს ჯგუფი გადის კაბადოკიაში მსურველთა რაოდენობა არის 10 კაცი და ჯგუფის რაოდენობა უნდა იყოს 15 კაციანი მინუმუმ.
მსურველებმა შემომეხმიანეთ.

5 დღიანი ტურის ფასი: 285$

ღირებულებაში შედის:

1. ტრანსპორტირება – თბილისი/კაბადოკია-ტრაბზონი/თბილისი;
2. სასტუმრო 4 ****
3. სასტუმროში ორჯერადი კვება – შვედური მაგიდა;
4.. გამყოლი გიდის მომსახურება;
5. ექსკურსიები – კაბადოკიასა და ტრაბზონში.
6. მუზეომების გადასახადი: კაბადოკია: გურემეს ღია მუზეომი, ურგუპი, უჩისარი, ორთახისარი. ტრაპზონი: სუმელას მონასტერი.


P.s: სხვა მუზეუმების ფულს მგზავრები თითონ იხდიან


იხილეთ ტური:

დღე I – გასვლა თბილისიდან 09:00 საათზე, ჩასვლა ბათუმში 15:00 საათზე, სარფის საბაჟოზე გადასვლა, გამგზავრება კაბადოკიის მიმართულებით.

დღე II – შესვლა სასტუმროში 07:00 საათზე თურქეთის დროით, დილით საუზმე სასტუმროში, დასვენება 2 საათით, შემდეგ ექსკურსია: გიურემეს ღია მუზეუმი, უჩხისარი, ორთახისარი, დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი სასტუმროში.

დღე III – საუზმე სასტუმროში, საუზმის შემდეგ ექსკურსია: გიუზელრუთი, იხლარას ხეობა, დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი და ტავისუფალი დრო.

დღე IV – საუზმე სასტუმროში, საუზმის შემდეგ ექსკურსია: დერბენტი, ურგუპი, პაშაბაგი, მიწისქვეშა ქალაქი, შოპინგი, ვახშამი სასტუმროში, ვახშმის შემდეგ გამგზავრება ტრაბზონის მიმართულებით.

დღე V – ჩასვლა ტრაბზონში 09:00 საათზე, ექსკურსია: სუმელას მონასტერი, აია სოფიას ტაძარი, გასვლა სარფის საბაჟოსკენ, სარფის საბაჟოს გავლის შემდეგ გამგზავრება თბილისის მიმართლებით.

მეტი ინფორმაციის გასაგებად მომწერეთ pm-ში

22 მარტი 5 დღიანი ტური კაბადოკიაში

Posted: 27 თებ 2012, 14:52
by maripat
სავარაუდოთ შემოგიერთდებით. ზუსტად თვის დასაწყიში გაგაგებინებთ :)

22 მარტი 5 დღიანი ტური კაბადოკიაში

Posted: 10 მარ 2012, 19:41
by limpompo
ushguli...
იქ როგორი ამინდებია ნეტავ ამ დროისთვის მოსალოდნელი?
ზაფხულში ხომ არ ჯობია კაბადოკია?
სიცივეზე ალერგია მაქვს
:)