მოკლედ მივდივართ ჩემი მეგობრები ერთი სამარშუტოთი(13-15 კაცი) და 5-6 კაცის წაყვანა შემიძლია(ოღონდ ?ნიშნები არ ვიცი მე-ბავშვებს ეწყინებათ გადაგდება:):
ეს არაა ექსკურსია! არც ლაშქრობა! მხოლოდ იმ მონასტერს ვნახავთ!
პროგრამა:
გასვლა დილის 11 საათზე 15ში (ბედობას) კოლმეურნეობის მოედნიდან.
- სამარშუტოში ვითამაშებთ მაფიას აქეთა გზაზე;
-გავიცნობთ ბავშვებს (შეიძლება რამე გასაცნობი თამაშებით)
–ავალთ მონასტერში მათთან ერთად
-ვითამაშებთ ბავშვებთან ერთად კალათბურთს დარბაზში /ან თოვლი არაა და მაინდამაინც იმ დღეს თუ არ მოთოვა ფეხბურთსაც მინდორში ;
–ვითამაშებთ ორდროშობანას თუ გავიხსენე როგორ უნდა მაგის თამაში

-შეგვიძლია ვითამაშოთ იმპროვიზაციული თეატრიც; და სხვა რამ რაც გაგვეხარდება;
-ვისადილებთ ბავშვებთან ერთად: გვიმასპინძლებს ბავშვთა სახლი (!)
შეგვიძლია დავუკრათ გიტარაზე და ვიმღეროთ საღამოს თბილ "ღუმელთან"(რუსული სიტყვა);
-საღამოს 7 საათზე წამოვალთ: ცოტა გზის გამრუდებით გადმოვუხვევთ და ჩავალთ მარნეულში სადაც გავჩერდებით 2 საათი;
-ვითამაშებთ ამის პატრონმა რა ქნას

-საღამოს 11 საათზე ჩავალთ თბილისში ;
---
ჩაეწერონ 100%ით ვისაც უნდა წამოსვლა; ვისაც უნდა თამაში


სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა და 7 წლის სამუშაო გამოცდილება რადიოაქტიური ფიზიკის სფეროში



--
ხარჯი: გზა, ტკბილეული ბავშვებისთვის და ჩაიხანაც ნამცხვრებიანად 20 ლარი (თუ რამე დარჩა ბავშვთა სახლს მივცემთ);
და თუ ვინმეს სურვილი იქნება (არაა აუცილებელი): რაკი სადილზე ისინი გვეპატიჟებიან და თან ბავშვთა სახლია შეგიძლიათ 5-10 ლარით დაეხმაროთ-თუმცა არაა სავალდებულო.
სიას 7ზე დავხურავ;
ბედიანი:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91% ... C%E1%83%98
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4803
