Page 1 of 23

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 12:56
by shoda1121
შობის მეორე დღეს უდიდესი დღესასწაულის მოწყობა იქნება საკუთარი თავისთვის ტრადიციული აურზაურისგან გაქცევა და ერთი დღით თოვლის საბნის ქვეშ დამალულ ძამას ხეობაში წასვლა, იმ ბერებთან შეხვედრა, რომელთაგანაც უდიდესი სულიერი სითბო გადაეცემა ყველაზე ურწმუნოსაც კი, მონასტრის თბილ ღუმელთან გათბობა დაუნდობელი ლაშქრობის შემდეგ რისი გავლის შედეგადაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდებით, სრული შეგრძნება ზამთრის, ერთ დღეში გასავლელი 30კმ ან ეკვივალენტი= სულიერებისა და ექსტრიმის ძიებაში... დაუნდობელი ტური–ნაწილი 2–ზამთარი:

გასვლა დილის 5 საათზე(რედისონიდან); 8 იანვარს, კვირას შობის მე2 დღეს:
დღევანდელი მონაცემებით მოთოვა მაგრამ გზა არაა ჩაკეტილი.
მოვინახულებთ (სრული აღწერა ქვემოთ ) :
მზოვრეთს: მონასტერი მთაზე ციხის თავზე; (2.5კმ. ერთი გზა მაგრამ ბევრად მეტს უდრის 8.30–დან 11.00–მდე )
ქარმელს: მონასტერი გახსნილი საკურთხევლით: ბერი პირდაპირ უყურებს წირვის დროს მთებს:) (1.5კმ ერთი გზა– დრო– 12.30მდე)
ასევე, დაახლ. დღის 1–ლი საათიდან: სოფელ კოდმანიდან ლაშქრობა (?) მუხილეთში ან/და ქოზიფაში: მუხილეთი(მე14 საუკუნის მონასტერი ღელეზე 1/2 მორიანი ხიდებით); ქოზიფა კი 7 ეკლესიისგან შემდგარი ყველაზე ტურისტული მონასტერი;
ქოზიფა–კოდმანი უკანა გზის გამოვლა საღამოს 6ის შემდეგ;
გასავლელი 20–30 კმ ან ეკვივალენტი :)


მუხილეთი და ქოზიფა(და ხატი ხეზე გამოკვეთილი სადაც მამა იოანე ცხოვრობდა–ახლა მზოვრეთშია):
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1643
ძამას ხეობის მონასტრები:
https://www.facebook.com/media/albums/? ... 8309287631
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
ხარჯი: 250 ლარი სამარშუტოს ღირებულება; თუ მოხდა სასწაული და ქოზიფამდე აგვიყვნა სამარშუტომ მაშინ 300 ლარი იქნება ღირ-ბა.
(თუ ქოზიფამდე ავა ასეთ შემთხვევაში მზოვრეთის, ქარმელის და ქოზიფას შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ ქვემო შუანო: 2,200 მეტრი უნდა დავფაროთ ესეთ შემთხვევაში იქნება შემდეგი გრაფიკი ქარმელი 12.30მდე ქოზიფა 2მდე; )
ვისაც სურვილი ექნება შეუძლია 7 ლარი დადოს კარვის სახელზე ხატის შესაწირად რაკი გავივლით იმ მონასტერს რომელსაც კარავის სახელით ხატს ვწირავთ(7 ლარი იმიტომ რომ პატარა ხატი რომ დამზადდეს კიდევ დამატებით 150 ლარია საჭირო):
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5359

–––––
დაგვჭირდება:
ფანარი ღამით სიარულისთვის, არაყი გასათბობად, თბილი ტანსაცმელი(კომბოსტოს სტილში Very Happy) , გამოსაცვლელი ფეხსაცმელი–სამარშუტოში დატოვებთ არ დაგეზაროთ , გამოსაცვლელი ტანსაცმელი (შარვალი, წინდები, ცელოფნები(სველ ფეხსაცმელში ჩასაფენად) ; 15-20 ლარი, საჭმელი, კაშნე(ქარისთვის), ქუდი, ხელთათმანები; შემოსაცმელი კაბა გოგონებს Smile
რაკი 5-ზე გავდივართ ისევ შედგება ტაქსის ჯგუფები(წინა დღეს 4.40-ზე უნდა შევუთანხმდეთ ტაქსს 8ისთვის) და ვისაც არ ვიცნობ ტელ.ნომერი და უბანი უნდა მომწეროს პირადში;

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 13:32
by domciko
shoda1121

მინდა შენი შესაძლებლობები მქონდეს :D ჩათვალეთ სულიერად თქვენთან ვარ...:))))

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 13:32
by shoda1121
რაკი დაუნდობელი ტური ნაწილი მე-2 არის წინა გასვლიდან (
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0 )
მოდის 10 კაცი ანუ სავარაუდო წინასწარი სია ასე გამოიყურება:
1. shoda1121
2. nkiviladze
3. giorgi kiviladze
4. shoda1121+ (brandoni anu bondo)
5. shoda1121+ (xatia)
6. kobera (tu samsaxuris qeifi ar daemtxva)
7.nkiviladze+ bakari
8. linuka
9. chelo
10. megreli (?)
11. marishka
სულ 20-21 კაცი წავა ამიტომ ვისაც გინდათ წინასწარ ჩაეწერეთ ოღონდ ნამდვილად ვისაც უნდა წამოსვლა რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს: ვინც ახლა არ გადაწყვეტს მერე საახალწლო ლაშქრობებს არ მიატოვებს ნათესავებში :)

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 13:36
by shoda1121
ფოტოები:
ქარმელი:
Image

Image


Image
მზოვრეთი

Image
ქოზიფა

ხატი ხეზე მამა იოანე სადაც ცხოვრობდა ადრე(ახლა მზოვრეთშია): (სურათის წყარო თსუ–ს ფორუმი)
Image
ხიდები:
Image
მიმართულებები(ცოტათი ხიდიც ჩანს):
Image

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 13:50
by shoda1121
რუკას ცოტა ხანში დავდებ:
დილის გზა: (დაახლ. 8 კილომეტრი ჯამში დილით გასავლელი მანძილი);
Image
დიდი ლაშქრობა: მუხილეთი(უდაბნოს) მიმართულება და ქოზიფას მიმართულება; აბუხალოსკენ 6კმ-ია ერთი გზა და იქით არ მივდივართ :))
Image
გუგლის რუკა:

Image

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 13:52
by shoda1121
domciko wrote:shoda1121

მინდა შენი შესაძლებლობები მქონდეს :D ჩათვალეთ სულიერად თქვენთან ვარ...:))))
არც ეგეთი რთული არაა :) წამოდი შენც და გახდები "დაუნდობელი" :) :)

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 13:52
by shoda1121
დაუნდობელი ტური:
შექმნილია მოტივებზე ფილმისა: "გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ისევ გაზაფხული":
http://www.imdb.com/title/tt0374546/
http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=BFFIE
ყველა სეზონი თავისი განსხვავებული ბუნებით, დამახასიათებელი სირთულეებით, მისტიკური სულიერებით და სიცოცხლის ჯაჭვის გარდაუვალი განგრძობადობით...
ტურის პირველი ნაწილი "შემოდგომა" უკვე განხორციელდა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5348&start=0
მეორე ნაწილი(ზამთარი) ესაა:)
მესამე ნაწილი(გაზაფხული): კახას შესანიშნავ იდეას ვერ გავცდი ისე მიყვარს ეს ხეობა :) თუ არ მიწყენს იდეის ავტორი: ნებისმიერ ამინდში და 2 დღეში მინდა ეს გასვლა:)
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5303
მე4 ნაწილი(ზაფხული): კვეტერა, ცხრაკარა, დუისი, ჯოყოლო; ტბათანა; პანკისის ხეობიდან თუშეთის მთებისკენ :)
მე5 ნაწილი: და ისევ შემოდგომა: (?) მანგლისი, ალგეთის წყალსაცავი კლდეკარი და კლდეკარიდან რკონში გადასვლა თეძამის სათავეებიდან: 2 დღე ასევე: მაგრამ ეს მარშუტი ჯერ არ დამიმუშავებია :)

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 13:55
by dolidzeli
1. shoda1121
2. nkiviladze
3. giorgi kiviladze
4. shoda1121+ (brandoni anu bondo)
5. shoda1121+ (xatia)
6. kobera (tu samsaxuris qeifi ar daemtxva)
7.nkiviladze+ bakari
8. linuka
9. chelo
10. megreli (?)
11. marishka
12.dolidzeli

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 15:08
by Naia
ძალიან მინდა ამ გასვლაში, მაგრამ 3 კვირით ადრე წინასწარ ვერ განვსაზღვრავ სად ვიქნები 8-ში და მეცლება თუ არა. ამიტომ, თუ ადგილი იქნა წინა დღეებში ჩავეწერები

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 15:17
by QAQUCA
ვეთანხმები ნაიას, ცოტა რთულია ახლა ჩაწერა პირდაპირ სიაში.... სურვილი კი ძალიან დიდი მაქვს და იმედია რამე გაუთვალისწინებელი არ მელოდება 8 იანვარს...

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 15:19
by QAQUCA
მადლიანი გასვლა იქნება და იმედია ღვთის მადლით ეს გასვლა შედგება კიდეც....

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 15:28
by QAQUCA
domciko wrote:
მინდა შენი შესაძლებლობები მქონდეს :D ჩათვალეთ სულიერად თქვენთან ვარ...:))))

დომცი შენ შესაძლებლობებში მერე დარწმუნდები ამ ტურს თუ არ გამოტოვებ...

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 15:39
by domciko
QAQUCA wrote:
domciko wrote:
მინდა შენი შესაძლებლობები მქონდეს :D ჩათვალეთ სულიერად თქვენთან ვარ...:))))

დომცი შენ შესაძლებლობებში მერე დარწმუნდები ამ ტურს თუ არ გამოტოვებ...
რავიცი რავიცი ვნახოთ.... სურვილი დიდია, :))

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 16:06
by QAQUCA
domciko wrote:
QAQUCA wrote:
domciko wrote:
მინდა შენი შესაძლებლობები მქონდეს :D ჩათვალეთ სულიერად თქვენთან ვარ...:))))

დომცი შენ შესაძლებლობებში მერე დარწმუნდები ამ ტურს თუ არ გამოტოვებ...
რავიცი რავიცი ვნახოთ.... სურვილი დიდია, :))

სვეცკაობა ჩემზე იყოს :lol:

საშობაო-ექსტრემალური ლაშქრობა ძამას ხეობაში 08.01.2012

Posted: 14 დეკ 2011, 16:17
by domciko
QAQUCA wrote:
domciko wrote:
QAQUCA wrote:
domciko wrote:
მინდა შენი შესაძლებლობები მქონდეს :D ჩათვალეთ სულიერად თქვენთან ვარ...:))))

დომცი შენ შესაძლებლობებში მერე დარწმუნდები ამ ტურს თუ არ გამოტოვებ...
რავიცი რავიცი ვნახოთ.... სურვილი დიდია, :))

სვეცკაობა ჩემზე იყოს :lol:
ოოოო ეგ აღარ უნდა გეთქვა... მაშინ მინდაა :D:D :)))