Page 1 of 9

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 02 დეკ 2011, 00:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, გთავაზობთ :კარავზე: ჩვეულებად დამკვიდრებულ საახალწლო საქველმოქმედო აქციას დევნილებისთვის.
ეს მე4 საქველაქციაა, რომელსაც ქრისტეშობისთვის მიწურულს დევნილთა დასახმარებლად კარაველთა
და მათი მეგობრების ძალებითა ვაწყობთ.

ბოლო დროინდელი კარავული პასიურობა არ მაფიქრებინებს, რომ ეს აქცია წინანდელებივით მასშტაბური იქნება.
თუმცა, თავად მე ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ წინააქციებს არ ჩამოვრჩეთ და ამიტომ, გთავაზობთ ხაშურში დროებით განსახლებული
დევნილების დახმარებას.
1გან 50 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მე2გან - 24.

ყოველ წელს დევნილთა მიზნობრივ ჯგუფებს ვცვლიდით და ვფიქრობ, სჯობს, რომ ამჯერადაც ის დასახლება შევარჩიოთ,
ვისთანაც მისვლა აქამდე ვერ შევძელით.

ასეთი კი სწორედ ხაშურია. სხვა ვარიანტებიც არის. მაგალითად, გორში, ჭოგნარში და ა.შ. და მოდით, ამაზე მომავალში ვიფიქროთ




საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 02 დეკ 2011, 00:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება შემოწირულობას, მიიღება ნებისმიერი სახის 3ოსი, ფეხსაცმელი, ნობათი, საახალწლო ნივთი და რაც მთავარია - ფული.
ბოლო კარავულ შეკრებებზე ამ მიზნით 55 ლარი შეგროვდა და ნაიასთან ინახება.
შემოწირულობას შევაგროვებთ დათქმულ დღეებში და ამას თან და თანობით დავწერ. თუ მანქანით
დახმარება იქნება საჭირო, გზებს გამოვნახავთ.
გამოვიყენოთ ყველა კეთილი საშუალება შემოწირულობის შესაგროვებლად. ჩავრთოთ ჩვენი მეგობრები, ნაცნობები, თანამშრომლები, მეზობლები და ჩვენზე უფრო გაჭირვებულებსა და
საზარელომგადახდილებსა და სახლწართმეულებს მცირედი მაინც შევწიროთ 2 წთით მაინც დავავიწყოთ გაჭირვება და საახალწლო განწყობა შევუქმნათ.

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 02 დეკ 2011, 00:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
შეკრების დრო და ადგილი:
08.59 სთ
სქიმია


მგზავრთა მინიბუსის ფასია 150 ლარი.
თანხა თანაბრად გადანაწილდება


რაც შეეხება შემოწირულობის გადასაზიდ ტრანსპორტს, ამაში, ისევე როგორც უწინ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაგვეხმარება

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 02 დეკ 2011, 00:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
დაკიდევ, საჭირო იქნება ტვირთის გამნაწილებელი და დამრიგებელი მოხალისეები.
ვისაც მონაწილების სურვილი გაქვთ, გთხოვთ, სიაში ჩაეწეროთ


სიას ჩემით ვიწყებ.
მაშ ასე, დევნილთა საქველმოქმედო აქციაზე წამომსვლეთა სია:


1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ...

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 02 დეკ 2011, 10:12
by Tami
ჯერ კითხვის ნიშნით ჩავეწერები,
25-ე დიდი დროა და არ ვიცი შევძლებ თუ არა წამოსვლას,
აი შემოწირულობების შეგროვებაში კი სიამოვნებით დაგეხმარებით:)

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. თამი?

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 02 დეკ 2011, 10:25
by Tami
GAMARJOBA SAKARTVELO

გოგა, იქნებ განხორციელებული აქციების ბმულებიც დაგედო,
გავავრცელებ მაგასაც მეტი დამაჯერებლობისათვის:)

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 02 დეკ 2011, 11:21
by tamuna_gudarexi
ვეცდები, შემოგიერთდეთ რაიმე ფორმით.
25მდე დიდი დროა და არ ვიცი წინასწარ, როგორ მოვახერხებ, წამოსვლას და დახმარებას დარიგებაში, სურვილი კი მაქვს.

გაიხარე, GAMARJOBA SAKARTVELO!

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 02 დეკ 2011, 14:40
by tamari-khevi
გოგა,წინასწარ მადლობა საქველმოქმედო აქციის დაგეგმვისათვის.აუცილებლად გავიღებ შემოწირულობას,ნივთიერი ან ფულადი სახით. მაინტერესებს, 25 -ში მოხდება ყველაფრის შეგროვეაბ თუ იქამდეც იგეგმება პერიოდულად გარკვეული ნივთების მოგოვება???

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 03 დეკ 2011, 13:09
by NINUCA
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. თამი?
3. NINUCA

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 04 დეკ 2011, 09:48
by Naia
ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ ჯერ არ ვიცი მეცლება თუ არა 25-თვის. ამიტომ სიაში ბოლოს ჩავეწერები. შემოწირულობებით კი სიამოვნებით შემოვუერთდები ამ აქციას

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 04 დეკ 2011, 11:46
by keto
Naia wrote:ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ ჯერ არ ვიცი მეცლება თუ არა 25-თვის. ამიტომ სიაში ბოლოს ჩავეწერები. შემოწირულობებით კი სიამოვნებით შემოვუერთდები ამ აქციას
+1

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 04 დეკ 2011, 14:22
by ნინი_85
გაიხარე გოგა! ვეცდები ყველანაირად შემოგიერთდეთ, იქნება წამოსვლაც მოვახერხო :)

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 04 დეკ 2011, 23:02
by anano
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. თამი?
3. NINUCA
4.keto
5.nini_85
6.anano(ყველა იმ რესურსით რაც შეუძლია)
7. :arrow:

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 05 დეკ 2011, 00:13
by beshqena
მეც მიმაწერეთ. გასვლა როდისაა ვერ გავიგე, მაგრამ მაინც :D

საახალწლო საქველაქცია ხაშურის დევნილებისთვის, 25.12.2011

Posted: 05 დეკ 2011, 00:15
by kvashta
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. თამი?
3. NINUCA
4.keto
5.nini_85
6.anano(ყველა იმ რესურსით რაც შეუძლია)
7.kvashta ( აუცილებლად შევუერთდები ამ აქციას და თან წამოვალ)