Page 1 of 2
კვირას 5 მარტს
Posted: 03 მარ 2006, 11:45
by Gvalva
მაქვს იდეა, კვირას 5 მარტს გავიდეთ ბუნებაში, შევამოწმოთ გაზაფხული მართლა მოვიდა თუ არა და მწვადიც შევწვათ.
არის ორი ვარიანტი:
1. ერთაწმინდა-თამარის ციხე
2. ბატეთის ტბა
მე გთავაზობთ ბატეთის ტბას

მიუხედავად იმისა რომ გზა არ ვიცი, მანდ ორდღიანი უფრო კარგი იქნება, ეხლა ეციება, ეხლა ეტალახება და ალბათ ეხლა გვეზარება.
თუ ვინმე ვინც გზა იცის და გაგვიძღვება კარგი იქნება.
ერთი მანქანით მე წამოვალ.
კვირას 5 მარტს
Posted: 03 მარ 2006, 15:13
by Eh_Dato
ბატეთის ტბა - მე ვიცი, მაგრამ ვეჭვობ, რომ იქ ამ დროს იქნება სინესტე. მანდ მე მგონი სამი დღით ჯობს - ბატეთის ტბა + ქოზიფა (ტყემლოვანა) (სადაც ქალებს არ შეუშვებენ - მოქმედი მამათა მონასტერია) + გადასვლა გუჯარეთი, კიმოთეს უბნის ეკლესია.
ერთაწმინდა - თამარის ციხე უფრო რეალურია. ახლოსაა. ერთაწმინდაში შეიძლება ვნახოთ სააკაძეების, შემდგომ თარხან-მოურავების ეკლესია, თამარ-მეფის ციხეც იქვეა, პატარა სოფელ ჭყოპიანის გვერდით.
თამარის ციხეზე სოფელ ახალქალაქიდან ვარ ნამყოფი - 3-4 კილომეტრი გრუნტიანი სამანქანო გზით.
სარეისო ტრანსპორტი მიდის ახალქალაქამდე.
ბოლო გაჩერებაზე მახსოვს პატარა მაღაზია, გამყიდველი კიტრისმწნილაღმძვრელი სახით და წარწერა "ნისიაზე ლაპარაკიც ზედმეტია".

კვირას 5 მარტს
Posted: 03 მარ 2006, 21:14
by PINKY
მეცმინდა მეც..
კვირას 5 მარტს
Posted: 03 მარ 2006, 21:31
by Gvalva
Eh_Dato
ბატეთიო არაო, ზამთრის სანახავად გვიანიაო, გაზაფხულის სანახავად ადრეაო.
გული დამწყდა.
არაფერი არ უნდა მეკითხა, ჩუმად უნდა წავსულიყავი

.
(მე რუკას მაინც თან ვიქონიებ და ვნახოთ იქნებ გზაში დაგიყოლიოთ)
PINKY
კაია რომ მოდიხარ, იხნებ "პარკეტნი" ექსკურსიას როგორმე დავაღწიოთ თავი

კვირას 5 მარტს
Posted: 03 მარ 2006, 22:56
by ilia

იევიცი, იევიცი....
კვირას 5 მარტს
Posted: 03 მარ 2006, 23:20
by Gvalva
Eh_Dato
პინკიც ბატეთისკენაა, ასე რომ ჯერ-ჯერობით საქმე ბატეთის სასარგებლოდ მიდის.
მჯერა რომ სხვა სეზონზე უფრო ეფექტური სანახავი იქნება მარა, მე მგონი ორჯერაც რომ მივიდეთ ამ ადგილას არაფერი უჭირს
და
ტბის შესახებ უკვე
ეწერა ჩვენს ფორუმზე და ნახეთ
ამინდიც brilliant sunshine-ს გვპირდება კვირას.
კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 00:43
by Qartlisdeda
ბატეტის ტბა იქნება თუ თამარის ციხე ჩემთვის სულერთია, კვირას ნამდვილად შემიძლია წამოსვლა, ტაკ შტო ჩამთვალეთ რომ სიაში ვარ:)
კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 00:45
by Eh_Dato
სულ
წავიდეთ, მშვენიერია, რომ ვიძახო, მაშინ Eh_Dato კი არ ვიქნებოდი, არამედ Vish_Dato.
მაგრამ ამ ჯერად - სადაც თქვენაო, იქაც მენაო.
ბატეთის ტბის ასახვევამდე მიგვიყვანს გრუნტიანი, მაგრამ არაკამფეტი გზა. მე მგონი - ყველა მანქანა გაივლის, თუმცა მძღოლებმა ჯობს წინასწარ ივარჯიშონ ქართული ანბანის ბოლო ბგერების გამოთქმაში.
ჩვეულებრივი მინიბუსიც მივა იქამდე.
გზიდან ტბისკენ რომ აუხვევ, საკმაოდ მძიმე 4-5 კმ აღმართია, მანქანამ მე მგონი 1 კმ თუ იაროს, შეიძლება - ვერცა. მერე ზემოთ, ტბას რომ უახლოვდები, წყლები პირდაპირ გზაზე გადმოდიან და მცირედი ტალახებია.
ახლა არ ვიცი - როგორი იქნება. მე ივნისში ვიყავი და - ძაააალიან...
ფილოსოფიური კითხვებიც კი გამიჩნდა - რატომ არქმევენ ქართველები ასეთ ადგილებს ასეთ სახელებს?
თუ ქართული გედი - ბატია?

კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 00:46
by Eh_Dato
სხათაშორის - ჩემი ვარაუდით ტბას ეკოლოგიური პრობლემები უნდა ჰქონდეს - მიდის დაჭაობების პროცესი.
კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 11:10
by PINKY
სად იკითიკასდა..
მივდივართჰომ..
ჰვალე..
კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 11:42
by Gvalva
Qartlisdeda
კარგი ხარ!
Eh_Dato
ბატეთის სახელის დარქმევაზე მეც ვფიქრობდი და ძალიან პროზაული პასუხი ვიპოვე ჩემთვის. ალბათ იქ ბატები იყვნენ მეთქი, და ამით დავკმაყოფილდი.
PINKY
ჰვალმივდი ვართსადმე
აი სიტუაცია:
ერთი მანქანა და სია:
1. გვალვა
2. ქართლისდედა
3. ეჰ_დათო
4. Pინკი
5. სამწვადე, შამფურები არ მაქვს.
სათადარიგო ფეხსაცმელი და ტანაცმელი წამოიღეთ რამდენიც გინდათ (ეკოლიგიური პრობლემების გასამკლავებლად).
თუ ბევრი ტანსაცმელი გექნებათ მითხარით სად ხართ და გამოგივლით
კიდევ შემოვივლი
კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 11:58
by PINKY
Gvalva..
გვეთკვაბარემ..
სადრომელზე..
შამFურებ არცმემაკვს..
კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 13:31
by ilia
მე ვიცი შამფურები ვისაც ააქავს, თან უბრალო კი არა, ანტიკვარი

.
კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 13:36
by Wanderer
Gvalva
მე მინდა !!!

ადგილი არის ????????
გვიან ვნახე ეს თემა.

კვირას 5 მარტს
Posted: 04 მარ 2006, 13:48
by ilia
თბილისიდან რამდენი კილომეტრია?