Page 1 of 2
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 21 ნოე 2011, 08:23
by chuna
ძვირფასებო და ყველასთვის დიდო იმედებო, ჩემო კარაველებო!
პირწიგნაკზე გელა დაიაურის კედელზე გაჭირვებულმა მრავალშვილიანმა დედამ ლალი ლოხიშვილმა დადო შემდეგი მიმართვა:
"დიდი ხანია ვითხოვ შველას, შვიდი შვილის დედა ვარ და უკვე ორი წელია გაზი მაქვს გათიშული,ერთი ზამთარი როგორღაც გადავაგორეთ, ეს ზამთარი კი ძალიან ადრე დაიწყო და უფრო სუსხიანია,არავის არ ვადანაშაულებ იმაში რომ არ მაქვს გაზი, ვერ გადავიხადე,ჩვენი ოჯახი მხოლოდ უმწეოთა დახმარებებზეა დამოკიდებული,ვერ გადავიხადე,ახლა შველას ვითხოვ გტხოვთ მიშველეთ ,ბავშვები გამეყინებიან,დზალიან ცივა,574173032 უფალი გფარავდეთ."
ამ წერილმა არავის დატოვა გულგრილი და დიდი გამოხმაურება მოყვა და გავრცელდა უსწრაფესად!
იქვე დაიწერა, რომ ამ ოჯახისთვის ბინა იავნანას ფონდს უყიდია!
ამ მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად, გაზი რომ აქვთ გათიშული...(დავალიანება შეადგენს 605 ლარს, ცხოვრობენ ვარკეთილში)
ვიკრიბებით 24 ნოემბერს საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე..
(მსურველებს კიდევ დავუცდით) რესპუბლიკის მოედანზე გიგანტური ველოსიპედის ქანდაკების სიახლოვეს....ვაგროვებთ თანხას, ვისაც რამდენი შეგვიძლია...უმცირესიდან დაწყებული.....ღმერთმა გვამრავლოს და იმდენი ვართ, ყველა თუ ვიაქტიურებთ, შეგროვდება საკმარისი თანხა.
გელოდებით მოუთმენლად..
მჯერა თქვენი გულისხმიერების!!
ჭუნა
დღეს მთაავარანგელოზობაა და ყველას გილოცავთ......გვფარავდეს და გაგვაძლიეროს!
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 21 ნოე 2011, 18:16
by Ledi
მე მაქვს კარავული გასვლიდან (საფარა-ვარძია) დარჩენილი თანხა, რომელიც უნდა გადამერიცხა ბავშვთა ფონდში და არ გადამირიცხავს, თუ ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო არ აქვს პირადად გადმოგცემ.
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 24 ნოე 2011, 12:42
by chuna
Ledi
რა ვიცი აბა?! თქვენ გადაწყვიტეთ...ამათი დამარება დიდი მადლი იქნება...გაიხარეთ..დღეს გელოდებით მსურველებს,,,
მერე 8 საათზე ირაკლი ჩარკვიანის წიგნის წარდგინებაა და იქ გადავინაცვლოთ...
http://www.facebook.com/event.php?eid=293059570725416
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 24 ნოე 2011, 14:18
by guruli
chuna - ჭუნი, დღეს არა მგონია, მოვახერხო მოსვლა და უახლოეს დღეებში გადარიცხვა შესაძლებელია თუ ხელზე უნდა გადმოგცეთ?
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 24 ნოე 2011, 14:33
by Hereti
chuna
სადმე ჩარციხვა არ შეიძLება ჭუნა? ან გაზის ქვითრის ნომერი რომ დაგვეწერა უფრო კარგი იქნებოდა ყველას შეუძლია ინტერენტბანკიდან გადახდა თუნდაც რამოდენიმე ლარის
მარტო დღეს იკრიბებით? მე მაგ დროს ვერ მოვასწრებ მგონი მოსვლას
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 24 ნოე 2011, 14:33
by Hereti
chuna
სადმე ჩარციხვა არ შეიძLება ჭუნა? ან გაზის ქვითრის ნომერი რომ დაგვეწერა უფრო კარგი იქნებოდა ყველას შეუძლია ინტერენტბანკიდან გადახდა თუნდაც რამოდენიმე ლარის
მარტო დღეს იკრიბებით? მე მაგ დროს ვერ მოვასწრებ მგონი მოსვლას
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 24 ნოე 2011, 15:13
by paata_
დღეს მოგვწერეს
გამარჯობა,
დიდი სიამოვნებით დავეხმარები ამ ოჯახს,მაგრამ ცუდად ვარ და რესპუბლიკის მოედანზე მოსვლას ვერ შევძლებ.თუ გაქვთ მანქანის საშუალება,რომ მოხვიდეთ ჩემამდე,სახლში მაქვს ერთი ტომარა თბილი ტანსაცმელი,ერთი ყუთი ბრინჯი ,კარტოფილი და 50 ლარი ფული...ამას ვაგროვებდი საქველმოქმედო აქციისთვის და დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ ამ ოჯახისათვის.
ეს ქალბატონი მუხიანში ცხოვრობს
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 24 ნოე 2011, 16:18
by chuna
Hereti
მარტო დღეს ალბათ არ შეგროვდება საკმარისი თანხა, კიდევ დაგვჭირდება შეკრება!
რაც შეეხება აბონენტის ნომერს, რომ ჩავურიცხოთ პირდაოირ თანხა, იმ ლალის პირადად ველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ 2 წელია არ აქვთ გაზი და სიაშიც აღარ არიან შეტანილი, რადგან მრიცხველები გარეთ გაიტანეს და ამათ კი არ აქვთ გატანილიც კი...
ისიც კი არ ვიცი, ეს კიდევ სხვა რამე დამატებით ხარჯებთან ხომ არაა დაკავშირებული...განცხადებას კი რომ დაწერს, ალბათ ეს 605 ლარი უკვე ხელზე უნდა ქონდეს, რომ გადაიხადოს!!!!
ამაზე ფეისბუქზე დიდი მსჯელობები გვქონდა....
თუ რამის გარკვევა შეგიძლიათ...აქ დაწერეთ რა....
რაც შეეხება, თბილ ტანსაცმელს და პროდუქტს, ალბათ კარგი იქნება მაგიტაც დახმარება......
დღეს მხოლოდ თანხაზე ვართ ორიენტირებული და რომ შევიკრიბებით მაგაზეც ვიმსჯელოთ....
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 24 ნოე 2011, 21:02
by chuna
გაიხარეთ მეგობრებოდა ძვირფასო კარაველებო!
დახმარების შეგვიგროვდა 240 ლარი, ეს პირველი ეტაპია....გაგრძელება ექნება....
ვინც ვერ შეძლო დღეს მოსვლა, დამირეკეს და მომწერეს...შეხვედრას დავუთქვავ ხვალ...
დამირეკეთ 2370833 ან 599986208....
თბილი ტანსაცმელიც მომიტანეს გოგოებმა....
გავარკვიეთ, რომ მრიცხველი აქვს და გარეთ გატანისთვის და ჩართვისთვის განცხადების დაწერის დროს დავალიანების გადახდის ქვითარიც უნდა ჰქონდეს...
შემდეგ მიანიჭებენ აბონენტის ნომერს და იქნებ მერეც ჩავურიცხოთხოლმე ცოტ–ცოტა თანხა....იმასაც ხომ უნდა გადახდა, რასაც ჩართვის მერე დაწვავს?!.....1 ან 2 ლარიც კი რამეა, რომ ჩავურიცხოთხომე ყველამ
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 25 ნოე 2011, 17:01
by chuna
დღეს მეტრო ვარკეთილთან შევიკრიბეთ: მე, გელა დაიაური, ნინო ჟვანია, გოგა ჩანადირი და ნაია
ქალბატონი ლალიც მოვიდა და გავიცანით.
დღეს მეორე ეტაპი მოვაწყეთ აქციის და შეგროვდა 390 ლარი.
მერე გაზის სამმართველოში წავყევით, 350 ლარი ჩავურიცხეთ დავალიანების
დარჩენილი თანხა გადაუვადეს და უახლოვეს დროს უნდა დავაფარინოთ.....მე ვდებ აბონენტის ნომერს : 233973–806 (ლალი ლოხიშვილი). ვისაც რამდენი და როდის შეგვეძლება, იქნებ დავაწიოთ.....
დარჩენილი 40 ლარი ხელზე გადავეცით,,
გოგამ და ნაიამ ერთი ტომარა კარტოფილი და სოლიდური თანხაც შემოგვწირეს....სახლში წააღებინეს იმ ტანსაცმელთან ერთად რაც შეგროვდა..
ყველასთან დიდი მადლობა დაგვაბარა ლალიმ და სიხარულის ცრემლებით დაგვემშვიდობა..
ხალხო....თქვენ გაიხარეთ, ყველას ყველაფრისთვის დიდი მადლობა.....ღმერთმა თქვენ არაფერი გაგიჭირვოთ......
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 25 ნოე 2011, 17:08
by chuna
ლოლა შემეხმიანა ეხლა 50 ლარი და ტანსაცმელიც იმას აქვს....
გაიხარეთ
მე-3 ეტაპს გამოვაცხადებ და კიდევ შევიკრიბოთ...
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 25 ნოე 2011, 22:50
by guruli
chuna
ყველასთან დიდი მადლობა დაგვაბარა ლალიმ და სიხარულის ცრემლებით დაგვემშვიდობა..
ღმერთმა დალოცოს თავისი ოჯახით...
კარგი ჰქენი, აბონენტის ნომერი რომ დადე, თორემ დროგის ცხენივით დავრბივარ წინ და უკან და იქნებ ვერც მესამე შეკრებაზე მოვიდე.
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 27 ნოე 2011, 23:01
by karveli
ნებისმიერ ბანკში რომ მივიდე და ვუთხრა 233973–806 (ლალი ლოხიშვილი) შევძლებ ჩავურიცხო ფული დავალიანების ნაწილის დასაფარად?
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 29 ნოე 2011, 17:55
by chuna
karveli ( შენ მიშა ხარ? გამიხარდა რომ აქ ხარ!)
კი შეგიძლია,
უკვე გავარკვიე.....ნებისმიერი აპარატიდან შეგვიძლია აბონენტის ამ ნომრით ჩავურიცხოთხოლმე, ვისაც რამდენი შეგვეძლება...(თუმცა მომსახურების ექვითება 0,5 თ. ლიბერთი ბანკიდან კი უფასოა)
გვარი გადაამოწმეთხოლმე და დავალიანება დაწერეთ კიდევ რამდენი დარჩებახოლმე.....
თუმცა ინტერნეტიდანაც ადვილია ამის გარკვევა "gadaixade.ge" -ze......
თქვენ გაიხარეთ ამ გულისხმიერებისთვის......
დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს........
Posted: 29 ნოე 2011, 18:01
by chuna
ხო..ეხლა ვცადე "gadaixade.ge"თი გამერკვია და რაღაც შეუსაბამო რიცხვი დამიწერა–ბალანსიოოოოო....
მაგით ალბათ ვერ გავარკვევთხოლმე რამდენი დარჩება დავალიანება...
თუ ბანკში გადაიხდით და იქ დაფიქსირდება, აქაც გვაცნობეთ რა!!!!