Page 1 of 4

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 10 ნოე 2011, 23:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
1ლად კარავული გასვლების ისტორიაში გასვლა გვექნება ყვარლის ტბის მიმართულებით.
შესანიშნავი გარემო და ალაგია.
მანამდე კი განახლებულ გრემს ვნახავთ. დროისა და სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა ღირსშესანიშნაობების ნახვა.
ალბათ, ნეკრესში არ ავალთ, რადგან დიდ დროს წაიღებს. სხვა საინტერესო ძეგლებია მიდამოებში.

შეკრების დრო და ადგილი:
07.57 სთ
13 გიროგობისთვე, 2011
:ივერია-რადისონი:

სანახავი ადგილები:
გრემის ტაძარი, ყვარლის ტბა.
დროის შემთხვევაში, სხვა ღირსშესანიშნაობანი

მინიბუსის ფასი:
250 ლარი.
თანხა თანაბრად გადანწილდება.
12 წლამდელებისთვის უფასოა.

გასავლელი მანძილი:
ტრანსპორტით: დაახლოებით 368 კმ
ფეხით - 2 კმ და 223 მ

ამინდი:
მზიან-დარიანი, მსუბუქი მოღრუბლულობა.
5-6 გრადუსი სითბო

გასათვალისწინებელი პირობები:
თბილად და მონასტრისთვის შესაფერისად ჩაცმა. არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი, საგზალი, შეხვედრის ადგილზე დაუგვიანებლად მოსვლა.

სასარგბელო ბმულები:
ყვარლის ტბა -
http://tiny.ge/kvareli_lake/
http://mgroup.ge/?action=page&p_id=89&lang=geo

გრემი -
http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/g/gremi.html

ბმული კარავიდან:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2278

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 10 ნოე 2011, 23:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.
ახლა კი, თუ შეიძლება, სია შევადგინოთ.
წამომსვლელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ამიტომ, ? ნიშნის ჩაწერის აზრს ვერ ვხედავ.
ვისაც წამოსვლა დანამდვილებით გინდათ, ისინი ჩაეწერეთ, რომ დამატებითი ტრანსპორტის საკითხებში ნათლად გავერკვევთ

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 10 ნოე 2011, 23:58
by amigo
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ამიგო

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 00:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყვარლის ტბა ზუსტად 1 წლის წინათ, 2010ის გიორგობისთვეს
Image

Image

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 09:04
by qvevri
ისე 19-ში ღვინის ფესტივალია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და .... :roll:

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 09:12
by ლეონტი
qvevri
მერე 19 მეტშიც წავიდეთ რა ტუფლები გაგიცვდება თუ რა.
ტბაში ბანაობაზე რას ფიქრობთ?

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 09:16
by qvevri
ლეონტი
ვაა ვონცეს ახპერჯან ცავატანემ ტო?
სად დაიკარგე?
წავიდეთ 19-ში. მე ის კი არ მითქვამს, რომ 13 გადადეთ-მეთქი.
რაც შეეხება ფეხსაცმელებს, ამ ერთი გასვლით ჰამდვილად არ გაგვიცვდება ფეხსაცმელები...
ეგრე არ არის გოგა?

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 10:41
by ლეონტი
ახპერ ჩემი პოსტი ისე გაგიხარდა რომ წინაპართა ენაზე ამეტყველდი?

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 10:55
by Kakha
ერთი სათხოვარი მაქვს, თუ წახვალთ ნუ დაიზარებთ და ყვარელში ილიასა და კოტე მარჯანიშვილის სახლების სურათები გადაიღეთ და მოგვაწოდეთ. სასახლეების კალენდრისათვის გამოგვადგება. ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ ასეთი საცხოვრებლები ჰქონდათ თავადებს ჩვენში და რა ვქნათ, ესაა ჩვენი სასახლეები.

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 11:01
by shoda1121
სხვა ძეგლებს რაც შეეხება სამომლოცველო ჯგუფი იყო წასული: მანავი,ლელიანი,ჭიკაანი,ძველი გავაზი მიმართულებით;
http://momlocvelebi.ge/lofiversion/index.php/t106.html
ჭიკაანი და ძველი გავაზი ნამდვილად ყვარელისკენაა
-

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 12:04
by tsqnafunia
მე მინდა წამოსვლა, მაგრამ ვერ გავიგე, გოგა წერს 13-შიო, ქვევრმა თქვა, 19-ში წავიდეთო? მე ამერია? :roll:

მოკლედ, მინდა და საღამომდე ჩამოვაყალიბებ სურვილს

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 15:46
by llev
მთელი კვირა ვნერვიულობდი გოგას გასვლა რომ არ გამოჩნდა... და აი ისიც :)
ვეწერებით მე და ჩემი +

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ამიგო
3. ლლევი
4. ლლევი-ს +


განაგრძეთ

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 16:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri wrote:ისე 19-ში ღვინის ფესტივალია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და .... :roll:
დიახ, ცნობილია ჩვნთვის ეგ ამბავი პატივცემულო.
დაგეგმილი მაქვს მანდ წასვლა. :კარავზეც: შეიძლება, სა19ოდ გასვლის დაგეგმვა.

Kakha wrote:ერთი სათხოვარი მაქვს, თუ წახვალთ ნუ დაიზარებთ და ყვარელში ილიასა და კოტე მარჯანიშვილის სახლების სურათები გადაიღეთ
სიამოვნებით შევასრულებ ამ თხოვნას

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 16:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი wrote:qvevri
ტუფლები
აბა, აბა, ეგეთები არ იყოს
shoda1121 wrote:სხვა ძეგლებს რაც შეეხება სამომლოცველო ჯგუფი იყო წასული: მანავი,ლელიანი,ჭიკაანი,ძველი გავაზი მიმართულებით;
http://momlocvelebi.ge/lofiversion/index.php/t106.html
ჭიკაანი და ძველი გავაზი ნამდვილად ყვარელისკენაა
-
ჩვენ გვქონდა მაგ მიმართულებებით გასვლები და ახლაც გავითვალისწინებთ.
თუ დრო დაგვრჩება, გავაზის ნახვას ავირჩევდი

ყვარლის ტბა და გრემი, სხვაც, 13.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 16:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
tsqnafunia wrote:მე მინდა წამოსვლა, მაგრამ ვერ გავიგე, გოგა წერს 13-შიო, ქვევრმა თქვა, 19-ში წავიდეთო? მე ამერია? :roll:

მოკლედ, მინდა და საღამომდე ჩამოვაყალიბებ სურვილს
გასვლა იმ დღეს იქნება, რაც სათაურშია.
ანუ, ღვინობისთვის 13ში.
თარიღების შეცვლასა და გასვლების გაუქმებას შეჩვეული არ ვარ.
წამოდი და ისიამოვნე კახეთის სიმშვენიერით
llev wrote:მთელი კვირა ვნერვიულობდი გოგას გასვლა რომ არ გამოჩნდა... და აი ისიც :)
ვეწერებით მე და ჩემი +
ამ გასვლით ნამდვილად ისიამოვნებ.
მიხარია, რომ საში ხარ.
ბარემ, აქვე დავწერ, რომ მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც, გასვლა არ გადაიდება