Page 1 of 3

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 28 ოქტ 2011, 21:53
by Lilly
საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი 2011 წლის 6 ნოემბერს, კვირას, გეგმავს ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთვებას.
შეკრების ადგილი დიდუბე, დილის 10:00 საათზე.
აქციაში მონაწილეობის მსურველებს თან უნდა ქონდეთ მგზავრობისათვის საჭირო 5 ლარი და ერთი დღის საკვები. აუცილებელია გამძლე ფეხსაცმელი, სასურვლია საწვიმარი.

დასუთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდი) და პოლიტიკაზე საუბარი!!!

აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!!!
აქციაში მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონზე 577122441. გეგე

Image[/img]

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 29 ოქტ 2011, 00:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
Lilly wrote: დასუთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდი) და პოლიტიკაზე საუბარი!!!
კარაველებს რადგან ასეთ საშურ აქციაზე ეპატიჟები, მათი წესებიც უნდა დაუშვა.
ასევე, თუ ტქვენ, აისელებიც შემოუ1დებით აქ დაგეგმილ დასუფთავების აქციებს, დიდ ძალას შეგვმატებთ.

მინაწერი:
რადგან შენი 1ლი წერილია - გამოდის, რომ ახალი კარაველი ყოფილხარ.
გილ20ავ შემოკარვებას და
კარავული წესებით ცხოვრების გამდიდრებას გისურვებ.
6ში ძნ დაკავებული ვარ და თუ დრო გამოვნახე, სიამოვნებით შემოგი1დებით.

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 29 ოქტ 2011, 00:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
შემიძლია, ნაგვის ჩასაყრელი ტომრებით დაგეხმაროთ.

ჰო, მართლა, შეგროვილი ნაგავი სად მიგაქვთ?

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 29 ოქტ 2011, 19:25
by Lilly
GAMARJOBA SAKARTVELO

სალამი, : ) კი ჩემი პირველი პოსტია და გმადლობ კეთილი სურვილებისათვის : )
კარაველებს რადგან ასეთ საშურ აქციაზე ეპატიჟები, მათი წესებიც უნდა დაუშვა.
ეს აქცია ორგანიზებული "აისის" მიერ, შესაბამისად გასვლაზე მოქმედებს აისის წესები.
ასევე, თუ ტქვენ, აისელებიც შემოუ1დებით აქ დაგეგმილ დასუფთავების აქციებს, დიდ ძალას შეგვმატებთ.
სიამოვნებით, მთავარია დროულად ვიცოდეთ ასეთი აქციის შესახებ.
შემიძლია, ნაგვის ჩასაყრელი ტომრებით დაგეხმაროთ.
გმადლობ, კი გვჭირდება. კონკრეტულად რა სახის ტომრებზეა საუბარი?
ჰო, მართლა, შეგროვილი ნაგავი სად მიგაქვთ?
საკითხი დამუშავების პროცესშია.

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 29 ოქტ 2011, 23:17
by graph yet
Lilly wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

კარაველებს რადგან ასეთ საშურ აქციაზე ეპატიჟები, მათი წესებიც უნდა დაუშვა.
ეს აქცია ორგანიზებული "აისის" მიერ, შესაბამისად გასვლაზე მოქმედებს აისის წესები.

[
კარავის წესები და წევრები პატივისცემას არ ვიმსახურებთ თუ რაშია საქმე? :evil:

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 29 ოქტ 2011, 23:37
by Lilly
graph yet
კარავის წესები და წევრები პატივისცემას არ იმსახურებს თუ რაშია საქმე?
რომ არა კარავის და კარაველების პატივისცემა, ეს თემა აქ არ გაიხსნებოდა :wink:

წესები კი.. კარავის მიერ ორგანიზებულ მსგავს აქციაზე ჩვენც (მე) ვიქნებით რიგითი კარაველები :)

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 29 ოქტ 2011, 23:40
by graph yet
Lilly wrote:graph yet
კარავის წესები და წევრები პატივისცემას არ იმსახურებს თუ რაშია საქმე?
რომ არა კარავის და კარაველების პატივისცემა, ეს თემა აქ არ გაიხსნებოდა :wink:

წესები კი.. კარავის მიერ ორგანიზებულ მსგავს აქციაზე ჩვენც (მე) ვიქნებით რიგითი კარაველები :)

არასასიამოვნო ფორმა შეარჩიე შემოთავაზების! მგონი მიხვდი რასაც გეუბნები? :wink:

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 30 ოქტ 2011, 00:17
by Lilly
graph yet
არასასიამოვნო ფორმა შეარჩიე შემოთავაზების! მგონი მიხვდი რასაც გეუბნები?
სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი.
ფორუმზე დაიდო ინფორმაცია ეკო აქციის შესახებ.
თუ ამ აქციას აპროტესტებ ბრძანე, თუ მაინცდამაინც ნაგავის აკრეფა ისე ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ტეკილათი არ დავთვრეთ და რომელიმე პოლიტიკოსი არ გავჭოროთ ეგეც საინტერესოა, ოღონდ ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ, როცა კარავის გასვლა იქნება იმდია მაშინ ვნახავ ეგ როგორ ხდება.

სხვა კი...
ვიფიქრეთ რომ ზედაზნის დასუფთავება კეთილი საქმე არის და პატივცემულ კარაველებს უფლება აქვთ ამ კეთილ საქმეს შემოუერთდნენ, და ვერაფრით წარმოვიდგენდით რომ ამ ინფორმაციის მოწოდება ვინმესთვის საწყენი იქნებოდა.
დიდ ბოდიშს მოვიხდით თუ ვინმეს ამ თემით შეურაცჰყოფა მიადგა.

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 30 ოქტ 2011, 00:22

აი ეს კი ნამდვილად არ უნდა გეთქვა!

თუ მოვახერხე შემოგიერთდებით არც ტეკილას დავლევ და არც "აყროლებულ" პოლიტიკას შვეხები!!!

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 30 ოქტ 2011, 01:49
by paata_
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 30 ოქტ 2011, 07:05
by llev
დათრობა ზედმეტია
მაგრამ უკვე საკმაოდ ცივა და მუშაობისგან დაღლილ და სიცივისგან შეწუხებულს ადამიანს 100 გრამი ჭაჭა არ აწყენს ალბათ :)

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 30 ოქტ 2011, 14:15
by paata_
პოლიტიკაზე არა და სექსზე რო ვილაპარაკოთ თუ შეიძლება?

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 30 ოქტ 2011, 17:33
by Ketevan Guliashvili
Lilly

კეთილი იყოს შენი ფეხი კარავზე:)

ვხედავ რომ ჩემი თანამფორუმელი ბიჭების მოსაზრებები გაუგებარია შენთის, გასაკვირი არაა ისინი "კაცურად" გიხსნიან....

მეც ჯერ ახალფეხადგმული კარაველი ვარ, პატარა წიწილა - კარაველი არწივების ფონზე. ჯერ ნახევარიც არ ვიცი იმისი რაც უნდა ვიცოდე. ამიტომ ყურადღებით ვუსმენ ხოლმე მათ ხუმრობით ნათქვამ სიტყვებსაც კი. მათში ძალიან ბევრია სასარგებლო და სწორი მიმართულების მომცემი ... ახლა ვეცდები "მოგითარგმნო"...

1. საჭირო აღჭურვილობაში გამძლე ფეხსაცმლისა და საწვიმარის შესახებ გიწერია, მაგრამ, ჩემი აზრით, გამორჩენილია ისეთი აუცილებელი ნივთები როგორიცაა: საპონი (ელემენტარული ჰიგიენაც ხომ უნდა დავიცვათ), ხელთათმანი (2 წყვილი თუ იქნება უკეთესი), წყალი, არაერთჯერადი ჭურჭელი (ხომ უნდა წაიხემსოთ), ტევადი ტომრები ნაგვის ჩასაყრელად (რომელსაც გამარჯობა საქართველო გთავაზობს).

2. ამ მიმართულებაზე 5 ლარი მგზავრობისათვის მეძვირება.

3. ალკოჰოლური სასმელის აკრძალვა - მშრალი კანონი ქვეყანაში არ მოქმედებს, ლევის თქმის არ იყოს 100 გრამი რომ დალიოს ადამიანმა ცუდია? ზომიერება სასმელთან დაკავშირებით ...

4. პოლიტიკაზე გასვლებში არავინ საუბრობს, ამას შენც ნახავ.

5. კარავზე რაც კეთდება გულიანად კეთდება, ერთმანეთზე ზრუნვითა და პატივისცემით. იმ გარემოსადმიც გულისხმიერები ვართ სადაც ვცხოვრობთ.

6. მნიშვნელოვანია, ნაგავი რომელიც შეგროვდება ისეთ ადგილას მოგროვდეს საიდანაც კვლავ არ გაიფანტება და გარემოს არ დააბინძურებს.

7. სიგარეტს კარავზე თითქმის არავინ ეწევა. ვინც ეწევა მოქმედებს პრინციპით - მწეველი თუ ხარ სხვის ფილტვებს გაუწიე ანგარიში.

ალბათ კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მე ჯერ ყველაფერს ვერ ვხედავ და ვერ ვამჩნევ, როგორც გითხარი ახალი ვარ:)

წარმატებები!

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 30 ოქტ 2011, 18:54
by Lilly
llev
დათრობა ზედმეტია
მაგრამ უკვე საკმაოდ ცივა და მუშაობისგან დაღლილ და სიცივისგან შეწუხებულს ადამიანს 100 გრამი ჭაჭა არ აწყენს ალბათ
არც არაფერს არგებს : )

paata_
პოლიტიკაზე არა და სექსზე რო ვილაპარაკოთ თუ შეიძლება?
შეიძლება (ბილწსიტყვაობის გარეშე)

Ketevan Guliashvili

გმადლობ ;) კეთილი იყოს ჩემი ფეხი კარავზე ! : )

საპონი, საკვები და ჭურჭელი გემოვნების მიხედვით. წყალი და ხელთათმანები იქნება. წყალი - წყაროს მიდამოებს ვასუფთავებთ, ხოლო ხელთათმანები - წესით უნდა იყოს, მაგრამ თუ თქვენსაც წამოიღებთ არაფერი დაშავდება, ტომრებზე მადლობას მოგახსენებთ.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას.. 5 ლარი ეს მაქსიმუმია და დამოკიდებულია წამომსვლელთა რაოდენობაზე.

ზომიერება სასმელთან დაკავშირებით ...
ზომიერება შედარებითი მცნებაა.

4. პოლიტიკაზე გასვლებში არავინ საუბრობს, ამას შენც ნახავ.
5. კარავზე რაც კეთდება გულიანად კეთდება, ერთმანეთზე ზრუნვითა და პატივისცემით. იმ გარემოსადმიც გულისხმიერები ვართ სადაც ვცხოვრობთ.
ძალიან კარგი, მოხარული ვარ, მომწონს! : )
6. მნიშვნელოვანია, ნაგავი რომელიც შეგროვდება ისეთ ადგილას მოგროვდეს საიდანაც კვლავ არ გაიფანტება და გარემოს არ დააბინძურებს.
ამ საკითხზე ორგანიზატორები მუშაობენ
7. სიგარეტს კარავზე თითქმის არავინ ეწევა. ვინც ეწევა მოქმედებს პრინციპით - მწეველი თუ ხარ სხვის ფილტვებს გაუწიე ანგარიში.
ვეთანხმები !
წარმატებები!
:roll: უღრმესი მადლობა! ასევე წარმატებები! :)

ზედაზნის დასუფთავების აქცია, 06.11.2011

Posted: 30 ოქტ 2011, 19:17
by ARCHILI
paata_ wrote:პოლიტიკაზე არა და სექსზე რო ვილაპარაკოთ თუ შეიძლება?
საქმე ლაპარაკის ნაცვლად! ჯობია

ტიპური ქართველი შეხვედრას იწყებს პოლიტიკაზე საუბროთ, გადადის საჭმელზე და ამთავრებს სექსით (მამაკაცების შემთხვევაში პოლიტიკას წინ უძღვის ფეხბურთის თემა)...

და ვინც გაბედავს ამ წმიდათაწმიდა ტრადიციის შელახვას, ის კუთხეში დადგება!

:D
:lol: