llev
დათრობა ზედმეტია
მაგრამ უკვე საკმაოდ ცივა და მუშაობისგან დაღლილ და სიცივისგან შეწუხებულს ადამიანს 100 გრამი ჭაჭა არ აწყენს ალბათ
არც არაფერს არგებს : )
paata_
პოლიტიკაზე არა და სექსზე რო ვილაპარაკოთ თუ შეიძლება?
შეიძლება (ბილწსიტყვაობის გარეშე)
Ketevan Guliashvili
გმადლობ

კეთილი იყოს ჩემი ფეხი კარავზე ! : )
საპონი, საკვები და ჭურჭელი გემოვნების მიხედვით. წყალი და ხელთათმანები იქნება. წყალი - წყაროს მიდამოებს ვასუფთავებთ, ხოლო ხელთათმანები - წესით უნდა იყოს, მაგრამ თუ თქვენსაც წამოიღებთ არაფერი დაშავდება, ტომრებზე მადლობას მოგახსენებთ.
რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას.. 5 ლარი ეს მაქსიმუმია და დამოკიდებულია წამომსვლელთა რაოდენობაზე.
ზომიერება სასმელთან დაკავშირებით ...
ზომიერება შედარებითი მცნებაა.
4. პოლიტიკაზე გასვლებში არავინ საუბრობს, ამას შენც ნახავ.
5. კარავზე რაც კეთდება გულიანად კეთდება, ერთმანეთზე ზრუნვითა და პატივისცემით. იმ გარემოსადმიც გულისხმიერები ვართ სადაც ვცხოვრობთ.
ძალიან კარგი, მოხარული ვარ, მომწონს! : )
6. მნიშვნელოვანია, ნაგავი რომელიც შეგროვდება ისეთ ადგილას მოგროვდეს საიდანაც კვლავ არ გაიფანტება და გარემოს არ დააბინძურებს.
ამ საკითხზე ორგანიზატორები მუშაობენ
7. სიგარეტს კარავზე თითქმის არავინ ეწევა. ვინც ეწევა მოქმედებს პრინციპით - მწეველი თუ ხარ სხვის ფილტვებს გაუწიე ანგარიში.
ვეთანხმები !
წარმატებები!

უღრმესი მადლობა! ასევე წარმატებები!
